4 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქემ, "ფეიენოორდმა" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "სპარტასთან" ფრეს (2:2) ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიაღწია, რომელიც ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში კი შესვენების შემდეგ სტუმრებმა გახსნეს. ამის შემდეგ "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა შეცვლები განახორციელა, მოედანზე "სუონსიდან" გადაყვანილი ნარსინგი და ახლახან მწყობრში ჩამდგარი ლარსონი შეუშვა, შეტევები გააძლიერა და ბერგჰუისმა საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, მალე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.

როდესაც ყველას ეგონა, "ფეიენოორდი" დამარცხდებოდა, ლარსონმა მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

ისიც აღსანიშნავია, რომ "ფეიენოორდმა" საკონტროლო მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარა.

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა როტერდამში 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - ერთი კვირის შემდეგ თბილისში.

როტერდამი. "დე კუიპი". 41 000 მაყურებელი

ფეიენოორდი - სპარტა 2:2

გოლები: 0:1 რაიჰი (49), 1:1 ბერგჰუისი (66), 1:2 ვედვიკი (74), ლარსონი (90+5)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი (ბანისი 88), ჰეპსი, ჯასტინი, ფერი, კოკჩუ, ბურგერი, ბერგჰუისი, ვენტე (ნარსინგი 64), სინისტერა (ლარსონი 62)

kaira
კარგი, პოზიტიური, მობილური, ახალგაზრდული, ჭკვიანი, ტექნიკური გუნდია ფეინოორდი. ხასიათიც ქონია-გაათანაბრა. პირველი რომ გაეტანა, ბევრად უკეთესად ითამაშებდა. უარყოფითი, გამოუცდელია, დაცვა შეცდომებს უშვებს, გაშვებული პირველი გოლის მერე დაიბნა, თუმცა მეორეს მერე მალე მოეგო გონს. ეგენი თბილისში უკეთესად ითამაშებენ ვიდრე სახლში (გაიხსენეთ აიაქსი). პ.ს. ჩვენი პლიუსები და მინუსები ყველამ იცით. ვინც ფსიქოლოგიურად უფრო მზად იქნება ის გავა. თან იქ უნდა გაგვიიმართლოს პირველ 30 წუთში გოლი არ უნდა გავუშვათ. მერე ფსიქოლოგიურად ქართველები ვწყნარდებით, ვთამამდებით, ალღოს ვუღებთ. ფიზიკაც თუ გვეყო, იქნებ აღორძინებაც დაიწყოს.
ka
ფეინოორდის უკანა ხაზი ძალიან არა დამაჯერებლად გამოიყურება მეკარეც ბევრ შეცდომას უშვებს სხვა თამაშებიც ვნახე და თუ არ ინერვიულეს დინამოელებმა და ბავშვური შეცდომები არ დაუშვეს შანსი გვაქვს ნამდვილად ოღონდ გადასარევი დაცვა არც ჩვენ გვყავს მიუხედავად იმისა რომ 5 თამაშია გოლი არ გაგვიშვია მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება ჩვენი უკანა ხაზი
Grisha
ბარემ ფეინორდზეც დაწერეთ რამდენი მილიონი ღირს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს