საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში ფინეთი 23:22 დაამარცხა და 5 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე ლატვიას შეხვდება.

ჩვენი გუნდის კაპიტანი ნენო ჯგერენაია ლიეტუვასთან მიღებული ტრავმის გამო ამ ტურნირზე, სამწუხაროდ, ვეღარ ითამაშებს - ის განაცხადში უკვე შეცვალა ქეთევან ცინცაძემ, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში 15 წლის თამარ ბურკაძემ დაიკავა.

მატჩი ფინეთის უპირატესობით დაიწყო - 5:2, მაგრამ ბურკაძემ ნელ-ნელა დაალაგა თამაში, ზედიზედ ორი გოლი გაიტანა ანა ჩხაიძემ, ხოლო 14 წლის ნინო საბაშვილმა მალე წინაც გაგვიყვანა - 6:5. ამის შემდეგ კარგად ითამაშა მარჯვენა გარემარბმა ნინო გაგნიძემ, რომელიც პირველ ტაიმში 4 გატანილი გოლით საუკეთესო იყო. ტაიმი 9:7 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ლიზა ჩხაიძემ, რომელმაც თავისი 8 გოლიდან 7 მეორე ტაიმში გაიტანა. მისი და მეკარე ხატია ჯიქურაშვილის (10 მოგერიება) წყალობით საქართველოს ნაკრები 6 ბურთით დაწინაურდა - 18:12.

მაგრამ ფინელებს ნელ-ნელა წაუვიდათ შორიდან დარტყმები და სხვაობის შემცირება დაიწყეს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 19:16 იყო, 55-ე წუთზე კი სხვაობა მინიმალური გახდა, 20:19. ლიზა ჩხაიძემ ორჯერ გაზარდა სხვაობა ორამდე, ხოლო გადამწყვეტი ბურთი, სირენამდე სამწუთ-ნახევრით ადრე კი ლანა გოგიამ გაიტანა - 23:20.

დარჩენილ დროში ფინეთმა აქტიურ დაცვას მიმართა, ორი გოლის გატანაც მოასწრო, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად შანსი აღარ მისცემია. საქართველომ 23:22 მოიგო და ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.

ლიზა ჩხაიძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე: "პირველი ტაიმი ძალიან მძიმე იყო. დასაწყისში ვაგებდით, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა თამაში და გაიმარჯვა. ჩვენი მომავალი მიზანი ყველას წინააღმდეგ ბრძოლა იქნება და რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება ამ ტურნირზე".

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ლიეტუვამ 28:18 დაამარცხა ლატვია. A ჯგუფში მეორე თამაში მოიგო სერბეთმა, რომელმაც საბერძნეთი 24:13 დაამარცხა, ფარერის კუნძულებმა 37:20 მოუგო ბულგარეთს. 5 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის მესამე დღეა.

საქართველოს ნაკრები 16:00 საათზე ლატვიას ეთამაშება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.ehftv.com/int/

თბილისის სპორტის სასახლე, 4 აგვისტო

საქართველო-ფინეთი 23:22

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 8, გაგნიძე 6, დვალიშვილი 3, ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, საბაშვილი 1, გოგია 1, კორძაია, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე

ფინ: შოლუნდი, ბრუნკრონა - კარეი 7, ფონ ნანდელშტადი 5, ნუმანი 4, სანდელინი 2, მაიალა 2, სანჰოლმი 1, რაინიკაინენი 1, ნოუსიაინენი, შოსტედტი, იოუტიიარვი, სინერვო, მუსტონენი, ჰარკონენი, იტკონენი

მსაჯები: ბოილაკერი, ჟილისი (ბლგ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), ასქეროვი (აზე)

B ჯგუფი. ლატვია-ლიეტუვა 18:28

A ჯგუფი. ფარერები-ბულგარეთი 37:20

A ჯგუფი. საბერძნეთი-სერბეთი 13:24

B ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

ლიეტუვა--------2---2---0---0---56-37---4

შვეიცარია-------1---1---0---0---39-20---2

საქართველო----2---1---0---1---42-50---2

ფინეთი----------1---0---0---1---22-23---0

ლატვია----------2---0---0---2---38-67---0

3 აგვ. ლიეტუვა-საქართველო 28:19, შვეიცარია-ლატვია 39:20

A ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

სერბეთი--------2---2---0---0---54-39---4

ფარერები-------2---0---0---2---63-50---2

უკრაინა---------1---1---0---0---19-18---2

საბერძნეთი-----2---0---0---2---31-43---0

ბულგარეთი----1---0---0---1---20-37---0

3 აგვ. სერბეთი-ფარერები 30:26, უკრაინა-საბერძნეთი 19:18

5 აგვისტო

12:00 ბულგარეთი - უკრაინა

14:00 ფარერები - საბერძნეთი

16:00 საქართველო - ლატვია

18:00 ფინეთი - შვეიცარია

7 აგვისტო

12:00 ბულგარეთი - საბერძნეთი

14:00 უკრაინა - სერბეთი

16:00 ფინეთი - ლატვია

18:00 შვეიცარია - ლიეტუვა

8 აგვისტო

12:00 უკრაინა - ფარერები

14:00 სერბეთი - ბულგარეთი

16:00 შვეიცარია - საქართველო

18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი

11:00 (9-10) A5-B5

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)

მომზადებულია www.geohandball.ge-ს მიხედვით

ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია