ბარსელონაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდაბარსელონაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. ეს საღამო განსაკუთრებით წარმატებული იყო გერმანელი ათლეტებისთვის, რომლებმაც ოქროს ორი მედლის მოპოვება შეძლეს, მათ შორის ერთი ოქრო დღის მთავარ სტარტზე - ქალებს შორის 100 მეტრზე. ფინალური გარბენი ძალიან დაძაბული გამოვიდა. გერმანელ ფერენა ზაილერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგმა სპრინტერებმა - ვერონიკ მანგმა და მირიამ სუმარმა. საბოლოოდ, ზაილერმა მეორე ადგილს ერთი მეასედი წამით აჯობა, მესამე ადგილს - რვა მეასედით. აღსანიშნავია, რომ სამივე სპრინტერმა ბარსელონას სარბენ ბილიკზე პირადი რეკორდი გააუმჯობესა. სხვათა შორის, მეოთხე ადგილზე გასულმა ნორვეგიელმა ეზინ ოკპარაებომ ეროვნული რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.

ზაილერამდე გერმანიას პირველი ოქრო შუბის მტყორცნელმა ლინდა შტალმა მოუტანა. ამ დისციპლინაში გერმანელებმა დუბლი შეასრულეს - ჩემპიონს მეტრითა და 23 სანტიმეტრით ჩამორჩა თანამემამულე კრისტინა ობერგიოლი. არადა, გერმანულ დუეტს დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია ჩეხ ბარბორა შპოტაკოვასთან ბრძოლაში. ეს უკანასკნელი პირველი ოთხი ცდის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ მეხუთე ცდაზე ყველაფერი შეიცვალა. შტალმა თავისი საჩემპიონო ტყორცნა სწორედ ამ ცდაზე შეასრულა და პირადი რეკორდიც გააუმჯობესა, ცოტა ხანში კი შპოტაკოვას ობერგფიოლმაც გაუსწრო.

საკმაოდ მოულოდნელად დასრულდა სამხტომში შეჯიბრი მამაკაცებს შორის. მას შემდეგ, რაც ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კრისტიან ოლსონმა არ ისურვა სტარტზე გასვლა, ოქროს მთავარი პრეტენდენტები გახდნენ სეზონის ლიდერი, ფრანგი ტედი ტამგო (17.98) და მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ფილიპს აიდოვუ.

მთავარი ფავორიტი ტამგო ნერვებს ვერ გაუმკლავდა, თუმცა თითქმის ყველა ნახტომი 17 მეტრზე შორს ჰქონდა. აიდოვუ კი, რომელიც წელს ჩრდილში მოექცა, ერთმანეთის მიყოლებით ბრწყინვალე ნახტომებს ასრულებდა - 17.46, 17.47, 17.40 და ბოლოს, ფანტასტიკური - 17.81 მეტრი! 32 წლის ბრიტანელისთვის ეს პირადი რეკორდი იყო. მისი გამარჯვებით განსაკუთრებით გახარებული ჩანდა ლეგენდარული ბრიტანელი ჯონათან ედვარდსი, რომელიც ტელევიზიით აკეთებდა კომენტარს.

ფრანგმა ტამგომ კი მეორე ადგილიც დაკარგა, რადგან მოულოდნელად მას რუმინელმა მარიან ოპრიამ მოუგო - მათ შორის სხვაობამ ექვსი სანტიმეტრი შეადგინა.

დიდი ბრძოლა გაიმართა ათჭიდში გამარჯვებისთვის. ბოლო სახეობის, 1500 მეტრზე სირბილის წინ ლიდერი - ფრანგი რომენ ბარა სულ რაღაც 29 ქულას უგებდა მეორე ფავორიტს - ბელარუს ანდრეი კლავჩენკოს. მათ შორის კი ახალგაზრდა ჰოლანდიელი ელკო სინტინიკოლაასი მოექცა, რომლის ჩამორჩენა ფრანგთან სულ რაღაც 5 ქულა იყო! ბარა ბოლო გარბენის ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან 1500 მეტრზე სირბილში კონკურენტებზე უკეთესი პირადი რეკორდი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელმა დიდი ბრძოლა გაუმართა ფრანგს და პირველი ათასი მეტრი ისინი ერთად მიდიოდნენ. მხოლოდ ბოლო მოსახვევში შეძლო ბარამ მეტოქის ჩამოტოვება და ოქროს მედლის განაღდება. ჰოლანდიელს ვერცხლი ერგო, კრავჩენკოს - ბრინჯაო.

კაცები

სამხტომი

1. ფილიპს აიდოვუ (ბრიტ) 17,81

2. მარიან ოპრია (რუმ) 17,51

3. ტედი ტამგო (საფ) 17,45

სიმაღლეზე ხტომა

1. ალექსანდრ შუსტოვი (რუს) 2,33

2. ივან უხოვი (რუს) 2,31

3. მარტინ ბერნარდი (ბრიტ) 2,29

ათჭიდი

1. რომენ ბარა (საფ) 8453

2. ელკო სინტინიკოლაასი (ჰოლ) 8436

3. ანდრეი კრავჩენკო (ბლრ) 8370

ქალები

შუბის ტყორცნა

1. ლინდა შტალი (გერ) 66,81

2. კრისტინა ობერგფიოლი (გერ) 65,58

3. ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხ) 65,36

100 მ

1. ფერენა ზაილერი (გერ) 11,10

2. ვერონიკ მანგი (საფ) 11,11

3. მირიამ სუმარი (საფ) 11,18

ლელო

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში