რომის მასტერსის მოგების შემდეგ სერბმა ჩოგბურთელმა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს" ინტერვიუ მისცა
რომის მასტერსის მოგების შემდეგ სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს", სადაც მან თავი შორს დაიჭირა "გრუნტის მეფის" ტიტულისგან, კომენტარი გაუკეთა საკუთარ რეკორდებს, აგრეთვე გამოაცხადა, რომ ოთხი დღე კორტს ახლოსაც არ გაეკარება.

- ნოვაკ, ზედიზედ ორჯერ დაამარცხეთ რაფაელ ნადალი გრუნტის კორტზე? ხომ არ მოვიდა დრო გამოვაცხადოთ გრუნტის ახალი მეფის დაბადება? ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ნადალი ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე.

- მოდით ამ საკითხში სიცხადე შევიტანოთ: გრუნტის მეფე ნადალია. ამ საფარზე ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. დიახ, ბოლო რვა დღის განმავლობაში მას ორჯერ მოვუგე, რაც ჩემთვის დაუჯერებელი მიღწევაა და ის დამაჯერებლობას მმატებს როლან გაროსის წინ. მე ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტურნირი მოვიგე ამ სეზონში, რაფა კი გრუნტზე რამდენიმე წელია დომინირებს.

- როგორც ჩანს, დღეს თქვენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ხართ.

- მადლობა. სინამდვილეში მეც გაკვირვებული ვარ იმით, რასაც ბოლო დროს მივაღწიე. ორჯერ მოვუგე მსოფლიოს პირველ ნომერსა და გრუნტის საუკეთესო სპეციალისტს. ეს საოცარია. დღემდე ვტკბები ამ წარმატებით. მაგრამ დიდი ხანი ეიფორიაში ყოფნას არ ვაპირებ. სულ მალე როლან გაროსი იწყება და მისთვის კარგად მომზადებაა საჭირო.

- ზედიზედ 37 შეხვედრა მოიგეთ. შეგიძლიათ შეაფასოთ ეს მიღწევა?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავხდე საჩოგბურთო ისტორიის ნაწილი ისეთ მოთამაშეებთან ერთად, როგორებიც არიან ფედერერი, ნადალი, მაკინროი ან ლენდლი. მათაც ჰქონიათ დაახლოებით ანალოგიური სერიები. არ ვიცი, შესაძლოა, ეს საკმარისად თამამად ჟღერს, მაგრამ მეჩვენება, რომ ბევრი ადამიანი მოხარულია იმ ფაქტით, რომ დიდ ტურნირებზე გამარჯვებისთვის მხოლოდ რაფა და როჯერი არ იბრძვიან.

- თქვენი მიღწევებიდან რომელს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად? ნადალთან ორ გამარჯვებას, რეიტინგში მოსალოდნელ პირველობას თუ გამარჯვებათა სერიას, რომელიც უკვე ოთხი თვეა გრძელდება?

- ყველაზე ამაყი ვარ იმის გამო, რომ გრუნტზე თამაში ვისწავლე. იმისთვისაც, როგორ ვიბრძოდი ამ ტურნირებზე და როგორ ვუგებდი უძლიერეს მოთამაშეებს. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ გრუნტზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შემიძლია. ვიცი, რომ თუ ასე გავაგრძელებ თამაშს, შედეგი აუცილებლად იქნება.

- რაფა ყოველთვის ხაზს უსვამს სრულყოფისკენ მუდმივ სწრაფვას. დღეს ის იმდენად კარგად თამაშობს, რომ რთული დასაჯერებლია თქვენი ლიდერობა.

- ცოტათი ხმამაღალი ნათქვამი იქნება ის, რომ კიდევ უფრო უკეთ თამაში შემიძლია. მადრიდსა და რომში მართლაც ყველაფერი გამომდიოდა. ყველანაირი დარტყმა მიზანს აღწევდა, უკეთესად ვაწვდიდი... ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადრე ყოველთვის მაკლდებოდა რამდენიმე იოლი ქულა, რომელიც შეიძლება მოწოდებამ მოგიტანოს. თუმცა უკეთესობისკენ სწრაფვა ყოველთვის უნდა არსებობდეს.

- თავად როგორ ახსნით თქვენს ფენომენალურ გარღვევას?

- ამის შესახებ უკვე არაერთხელ ვთქვი. ყველაფერი დევისის თასიდან დაიწყო. ჩემს თამაშში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ეს ყველაფერი ჯიუტმა და მონდომებულმა ვარჯიშმა მოიტანა. ადრეც მომიგია დიდი ტურნირები, მაგრამ მთავარი, რაც მაკლდა - სტაბილურობა იყო. არ მქონდა ფსიქოლოგიური დამაჯერებლობა უძლიერესი მოთამაშეების წინააღმდეგ. როჯერთან და რაფასთან "დიდი სლემისა" და მასტერსების ბოლო რაუნდებში მხოლოდ იმის გამო ვაგებდი, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა. დევისის თასის მოგებამ დაუჯერებელი იმპულსი მომცა. ახლა საერთოდ არ ვფიქრობ დამარცხებაზე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება შემიძლია.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ მოთამაშეები უკვე შიშით ხვდებიან თქვენთან კორტზე შეხვედრას?

- არ მგონია, რომ აქამდე მივიდა საქმე. მე არ მჩვევია მეტოქის შეუფასებლობა. წინასწარ ვიქმნი განწყობას იმისთვის, რომ კორტზე გავიდე, ვაჩვენო საუკეთესო თამაში და გავიმარჯვო.

- ATP-ის ტურის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გაქვთ. როგორ გაატარებთ იმ დღეებს, რომელიც როლან გაროსამდეა დარჩენილი?

- უახლოესი ოთხი დღე ჩოგანს არ გავეკარები. ბოლო დროს საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მივიღე და დღეს მხოლოდ დასვენება მჭირდება. შემდეგ კი დავიწყებ მზადებას გრუნტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის.

- რამდენად რთულია თვეების განმავლობაში ასეთი ფორმის შენარჩუნება?

- ეს იოლი არ არის. მსოფლიოს ყველა საუკეთესო ჩოგბურთელი, მათ შორის მეც, გარკვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. რა თქმა უნდა, ამას თანდათან ეჩვევი და ახლა უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო სხვადასხვა სიტუაციაში. საერთოდ მიყვარს ჩოგბურთის თამაში, ჩემი ძირითადი სამუშაო - მოგებაა, ამიტომაც ყოველთვის კორტზე გასვლისას მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.

ანა
სხვების არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ნოლე ყოველთვის პირველი იქნება!!!!❤❤❤
ანა
სხვების არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ნოლე ყოველთვის პირველი იქნება!!!!❤❤❤
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!