კლოზე "ბაიერნთან" მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე იქნება თანახმა, რუმენიგეს და ჰიონესს კი, მისთვის მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურთ
დარჩება თუ არა მიროსლავ კლოზე „ბაიერნში“, ეს ამ დღეებში უნდა გადაწყდეს. როგორც იცით, 32 წლის თავდამსხმელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება მისთვის დღემდე არავის შეუთავაზებია. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები კლოზეს მომავლის შესახებ კომენტარს აქამდე არ აკეთებდნენ, გუშინ კი, „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, ამ დღეებში მიროს დაველაპარაკებით და ყველაფერს გავარკვევთო.

ვითარება გუნდის მომავალი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის მიუნხენში ვიზიტმა შეცვალა. „ბილდის“ ინფორმაციით, „დონ იუპმა“ მიუნხენური გრანდის ბოსებს უთხრა, კლოზე მჭირდებაო, რის შემდეგაც, რუმენიგემ და ჰიონესმა მიროსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, კლოზე მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე იქნება თანახმა, რუმენიგეს და ჰიონესს კი, სავარაუდოდ, მისთვის მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

„ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებლის, ლუის ვან გაალისგან განსხვავებით, ჰაინკესი როტაციის მოყვარული მწვრთნელია და რაკი თქვა, რომ კლოზე სჭირდება, მისთვის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებასაც მოითხოვდა. იმ შემთხვევაში, თუ მირო და შეფები ვერ მორიგდებიან, ტურინის „იუვენტუსი“ და „ვალენსია“ მზად არიან, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ხელში უფასოდ ჩაიგდონ.

კლოზესთან ერთად, მიუნხენიდან აბარგების უპირველესი კანდიდატია 28 წლის თურქი ნახევარმცველი ჰამით ალთინთოფიც, რომელსაც მადრიდის „რეალში“ ეპატიჟებიან. „ბილდი“ წერდა, რომ მას უკვე შეხვდნენ მესუთ იოზილი და „რეალში“ ახლახან გადასული ნური შაჰინი და მადრიდული გრანდის შესახებ ბევრ კითხვაზე უპასუხეს. გაირკვა, რომ ჰამითის გადაბირება ინგლისურ „ლივერპულსაც“ უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ინგლისელები ალთინთოფს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევენ.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა