ინტერვიუ. კევინ გროსკროიტცი: ჩემპიონთა ლიგაში ჩვენნაირი სულისკვეთების მქონე მეტოქე მინდა: "ნაპოლი" ან "სელტიკი"
ცოტა ხნის წინ, კევინ გროსკროიტცი ჯერ კიდევ „ვესტფალენშტადიონის“ სახმრეთ ტრიბუნაზე იდგა ხოლმე, სხვა ფანებთან ერთად, ფეხბურთს კი ძალიან დაბალი დონის გუნდში, „ალენში“ თამაშობდა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი „დორტმუნდის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღმოაჩინა და მას BVB-ს ფორმა მოარგო. ამ სეზონში კევინმა 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე „ბორუსიას“ ერთერთი ლიდერია. თანაც, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელიც გახდა...

- ჰერ გროსკროიტც, დორტმუნდში დაიბადეთ და დორტმუნდში გაიზარდეთ, ბავშვობაში აუტების დროს „ვესტფალენშტადიონზე“ ბურთის მიმწოდებელი იყავით, მერე კი სახელგანთქმულ სამხრეთ ტრიბუნიდან ქომაგობდით BVB-ს. დღევანდელი შემადგენლობიდან, გუნდში ყველაზე ნაღდი დორტმუნდელი თქვენ ხართ. როგორ იზეიმეთ ჩემპიონობა? გუნდის წარმატება დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ფანმა აღნიშნა...

- ასეთი რამ გერმანიაში მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ჩემპიონი „ბორუსიაა“ ხოლმე. BVB-ს ყველაზე ერთგული ფანები ჰყავს და ამ მხრივ ვერასდროს ვერავინ გვაჯობებს. ეს ზღაპრული დღეებია.

- ათასობით გულშემატკივარმა ჩემპიონების ახლოს ნახვა ვერ შეძლო, რადგან ქუჩებში 450 000-ზე მეტი ფანი გამოვიდა, თქვენ კი ყველგან ვერ მიხვედით.

- ვფიქრობ, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. ყველასთან მისვლა მართლა შეუძლებელი იყო, მაგრამ არა უშავს, ავტოგრაფების ჩამორიგებას სხვა დროსაც მოვასწრებთ.

- ორი-სამი წლის წინ წარმოგედინათ, რომ „ბორუსიას“ ფეხბურთელის რანგში გერმანიის ჩემპიონი გახდებოდით?

- ცხადია, ამას ვერ წარმოვიდგენდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაშინ ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი ვიყავი და მხოლოდ ოცნების დროს თუ ვიფიქრებდი იმას, რომ ერთხელაც, BVB-ს მოთამაშის რანგში ჩემპიონობას ვიზეიმებდი. ორი წლის წინ მეთვითონ მხოლოდ გულშემატკივარი ვიყავი, ფეხბურთს კი მეორე და მესამე ბუნდესლიგებში, „ალენის“ ფორმით ვთამაშობდი. ხომ გეუბნებით, ჩემს შემთხვევაში მოვლენები მართლა ისე განვითარდა, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე.

- გიხარიათ, შვებულება რომ დაიწყო?

- რა თქმა უნდა, რადგან ძალების აღდგენაა საჭირო. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ და იქაც ძალიან კარგად უნდა ვიასპარეზოთ. ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაც გვინდა.

- ახლა ჩემპიონები ხართ და ცხადია, რომ მომდევნო სეზონში უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცევით...

- პირადად მე არ მახსოვს სეზონი, როცა „დორტმუნდი“ წნეხის ქვეშ არ იყო. კარგია, რომ ფანები გვენდობიან. მათ იციან, რომ თავს არცერთი ჩვენგანი არ დაზოგავს, ეს კი ყველაზე მთავარი რამაა.

- ჩემპიონთა ლიგაში უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგებით. უკვე იცით, რომელ გუნდებთან ერთად გსურთ ჯგუფში მოხვედრა?

- ყველაზე დიდი სიამოვნებით იქ ვთამაშობ, სადაც სტადიონზე ბევრი ფანი მოდის და იდეალური საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება. აქედან გამომდინარე, მინდა, რომ მაგალითად, „ნაპოლისთან“ ან გლაზგოს „სელტიკთან“ ერთად მოვხვდეთ. სამწუხაროდ, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაში არ იასპარეზებს, თორემ პირველ რიგში ამ გუნდთან თამაშს მოვინდომებდი. არა უშავს, სამაგიეროდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგაც სიამოვნებით ვითამაშებთ.

- ამ სეზონში „ბორუსია“ ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა და ვინც თქვენს მატჩებს უყურა, ფიქრობს, რომ BVB-ს საერთაშორისო ასპარეზზე ბევრის მიღწევა არ შეუძლია. როგორ ფიქრობთ, „რეალთან“ ან „ბარსელონასთან“ დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვების შანსი არ გექნებათ?

- ჩემი აზრით, ევროპის ლიგაში უბრალოდ არ გაგვიმართლა. გაიხსენეთ, ყველა შეხვედრაში დომინანტის რანგში ვიყავით, „სევილია“ ათი კაცით მივაჯაჭვეთ საჯარიმოს. უბრალოდ, გოლები ვერ გავიტანეთ და 0:1 წავაგეთ. მოკლედ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაში კარგად ვიასპარეზებთ.

- ნური შაჰინმა გუნდი დატოვა. რამდენად მტკივნეულია ეს „ბორუსიასთვის“?

- მე მისი ძალიან კარგად მესმის – ნურის გაკრიტიკება არ შეიძლება. მას შესანიშნავი პერსპექტივა გაუჩნდა და ამაზე უარის თქმას ვერავინ აიძულებდა. რვა წელია, რაც შაჰინს ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანია. ეს „დორტმუნდის“ ქომაგებმაც იციან. მჯერა, „რეალის“ ლიდერი გახდება და ჩვენს სკოლას ასახელებს.

- არადა, შაჰინი ძალიან ბევრმა ქომაგმა გააკრიტიკა...

- არა მგონია, რომ მასზე ბევრი იყოს გაბრაზებული. ჩემი აზრით, ვინც ახლა შაჰინს ლანძღავს, ის ფეხბურთის აზრზე არაა. ნაღდი ფანები მას ძალიან აფასებენ და ემადლიერებიან.

- გუნდს თქვენი უსაყვარლესი ფეხბურთელი, დედეც დატოვებს...

- დედეზე მე ახალს ვერაფერს ვიტყვი – ყველამ იცის, რამდენად დიდი ადამიანია. ფაქტია, რომ ბრაზილიელი სიკვდილამდე მეყვარება. სხვათა შორის, 9 ივლისს ბრაზილიაში მივყვები. ვამაყობ, რომ მისი მეგობარი ვარ.

- მომდევნო სეზონში, შესაძლოა, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში მოგიხდეთ. ამბობენ, დედეს გადაბირება ბერლინის „ჰერტას“ და „ბოხუმს“ უნდათო...

- ეს ძალიან სამწუხარო იქნებოდა. არ მინდა, რომ დედემ ბუნდესლიგაში რომელიმე სხვა გუნდის ფორმით ითამაშოს. ასე იქნება, თუ ისე, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა