თბილისის "დინამოსთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა განაცხადა, რომ კარგი წინათგრძნობა აქვს.

მისი თქმით, ფეხბურთელები დაუღალავად ვარჯიშობენ, მცველმა ერიკ ბოტეგინმა ტრავმა მოირჩინა და მწყობრში ჩადგა, თავდამსხმელი დილან ვენტე კი ისევ ლაზარეთშია, ხოლო რაც შეეხება მეტოქეს, მისი მოთამაშეები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი, ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან და საერთოდ, "დინამო" კარგი გუნდია.

თუმცა ამის შემდეგ სტამი "ტელეგრაფს" პრობლემებზე გაესაუბრა:

"სატრანსფერო ფანჯარა გვიან დავიწყეთ, ეს ცირკს დაემსგავსა. ეს კლუბის შიდა საქმეა და ყველაფერზე ლაპარაკი არ მსურს".

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი სწრაფი მცველი ჯერი სენტ იუსტი შესაძლოა, "მაინცმა" 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. ამ ფულით როტერდამელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ - უნდათ იჯარით დაიმატონ ჯორჯ ჯონსტონი ("ლივერპული" - უკვე დაიმატა), რიკ კარსდორპი ("რომა") და რიკი ვან ვოლფსვინკელი ("ბაზელი"), რომლის ტრანსფერს რამდენიმე დღეში განახორციელებენ.

სტამმა კლუბთან კონტრაქტს ხელი მხოლოდ სატრანსფერო დაპირებების შემდეგ მოაწერა, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა და ეს აკვირვებს.

- როგორ ფიქრობთ, ხვალ "დინამოსთან" საბრძოლველად ძალები გეყოფათ?

- დიახ, თუმცა ვითარება მკვეთრად არ შეცვლილა. როდესაც ასისტენტებთან ერთად გუნდი ჩავიბარე, ვიცოდი, ახალგაზრდებთან მომიწევდა მუშაობა, მაგრამ მათ პროგრესისთვის გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში და თამაში სჭირდებათ.

- კარენდორპი დღეს ჩამოდის და ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს...

- ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა. ეს დროულად უნდა მოგვარებულიყო. "დინამოსთან" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება. სხვა ტრანსფერებზეც ვმუშაობთ. არ ვიცი.

- მოკლედ, აქ ყველაფერია, გარდა იდეალური ვითარებისა. როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას?

- ევროტურნირის ამ გათამაშებაზე მართლაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ბიჭების მონდომებას ვხედავ. მეკარე კენეტ ვერმეერმა ახლახან თქვა, რომ გამარჯვებისთვის თავს არ დაზოგავენ.

- კლუბმა საჭირო დახმარება არ გაგიწიათ?

- ვნახეთ "დინამოს" თამაში. ინდივიდუალურად ყველანი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ფიზიკურადაც ძლიერები. პსვ-ის შემადგენლობაში საქართველოში მითამაშია და მათ ფეხბურთს ვიცნობ.

Confucius
ვის ყავდა შვილი საქართველოს ნაკრების წევრი? ვერ მივხვდი
Dato
არადა შვილი საქართველოს ნაკრების წევრი ყავდა და ერთხელაც არ ჩამოყოლია საგულშემატკივროდ?
paladin
ბარემ მესი და რონალდო დაიმატეთ ))დინამო თბილისი ეთამაშებიან ესენი თუ მადრიდის რეალს? ფულია ფეხბურთი და მეტი არაფერი ,ვისაც ფული აქვს იგებს ვისაც არა ტურნირზე ვერ გახვალ საერთოდ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
დინამო VS ფეიენოორდი - თამაში ღირსებისთვის, თამაში სარეიტინგო ქულებისთვის
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"აიაქსთან" განადგურების შემდეგ ფანებმა "ფეიენოორდი" ავტობუსში კინაღამ ჩაქოლეს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
იაპ სტამი: შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში ადგილი არ გვაქვს
იაპ სტამი: მოგება მინდოდა და ქულამ გამახარა - "დინამოსთან" მატჩს მზადყოფნაში შევხვდებით
"ფეიენოორდის" მწვრთნელი იაპ სტამი გადადგა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა გაიმარჯვეს [VIDEO]
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს