ფოტო: fcdinamo.ge

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდთან" დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა.

საპასუხო შეხვედრა თბილისში, "დინამო" არენაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

Sportall.ge გთავაზობთ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ხოსე პერალესი - 4.5 - თბილისის "დინამოს" ესპანელ მეკარეს თითქოს კარგი მატჩი ჰქონდა, რამდენჯერმე საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია, თუმცა როდესაც საკუთარ კარში 4 გოლს უშვებ, რთულია შენი თამაში დადებითად შეფასდეთ.

გუჯა რუხაია - 3.0 - თბილისელთა კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო. პირველი გოლი სწორედ მის უხეშ შეცდომას მოჰყვა, როდესაც ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ არ გადაუშვა და მეტოქეს ჩააბარა, ბოლო გოლის მომენტში კი ლარსონმა ბურთი ფეხებს შორის უმარტივესად გაუტარა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ მომენტების გარდა, რუხაიამ კიდევ არაერთი სხვა შეცდომაც დაუშვა.

ვიქტორ მონხილი - 3.5 - ესპანელი ცენტრალურ მცველს რუხაიას მსგავსად ორ გოლში მიუძღვის ბრალი, პირველი გოლის ეპიზოდში ვალდებული იყო ბერგვისის გადაცემა ჩაეჭრა, მესამე გოლის დროს კი პენალტი მისი ხელით თამაშის გამო დაინიშნა. ჰქონდა რამდენიმე მომენტი, როდესაც დაცვაში კარგად ითამაშა.

დავით კობოური - 3.5 - თანაგუნდელების მსგავსად ბევრი საქმე ჰქონდა თბილისელთა ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, დავით კობოური მთელი მატჩის განმავლობაში მეტნაკლებად დამაჯერებელი იყო, თუმცა 82-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში გაიტანა, ბოლო გოლის მომენტში კი თამაშიდან მთლიანად გამოთიშული იყო.

გიორგი ქიმაძე - 4.5 - ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მოთამაშე "დინამოელთა" მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ცდილობდა შეტევაში თამაშს და თამაშის გამწვავებას, თუმცა ეს რამდენად გამოუვიდა, ცალკე საკითხია. ბოლო გოლის მომენტში ნარსინს ის ფარავდა, თუმცა სულ ტყუილად.

ნიკა ნინუა - 4.5 - "დინამოს" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ბევრს ცდილობდა საკუთარი გუნდის კონტრშეტევა წამოეწყო, ხშირად გრძელ პასებსაც აკეთებდა. ერთხელ კი ჯარიმიდან დარტყმის შანსიც მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა.

გიორგი პაპავა - 4.5 - თბილისელთა გამოცდილი ნახევარმცველი სხვების ფონზე ნამდვილად გამორჩეული იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. დაცვით ფაზაში ძალიან კარგად თამაშობდა, ცდილობდა ბურთის ამოტანას, რამდენჯერმე მეტოქის დარტყმულს გადაეფარა.

გიორგი კუხიანიძე - 4.5 - გოლის გატანის საუკეთესო შანსი "დინამოს" მხრიდან სწორედ კუხიანიძეს მიეცა, თუმცა მის შესანიშნავ დარტყმას ასევე შესანიშნავი სეივით უპასუხა ვერმეერმა. მანამდე მისი ძლიერი დარტყმული მცველმა აისხლიტა.

ლევან შენგელია - 4.5 - თბილისის "დინამოს" ვიცე-კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანებით ითამაშა, ცდილობდა მატჩის გამწვავებას და პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა კიდეც, ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი მცველმა თავით მოიგერია.

ნოდარ ქავთარაძე - 4.5 - "დინამოს" 38-ე ნომერს ბევრი შანსი არ მიცემია, კარში ერთხელ დაარტყა და გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მეორე ტაიმის ბოლოს კი შეცვალეს.

ლევან კუტალია - 3.5 - "დინამოს" თავდამსხმელმა უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა, მართალია ის თანაგუნდელებმა მომენტებით ვერ გაანებივრეს და ხშირად უკან ჩამოსვლა უწევდა, თუმცა რამდენჯერმე უმარტივესი გადაცემის გაკეთებაც კი არ გამოუვიდა. გუშინ მისი დღე ნამდვილად არ ყოფილა.

აკაკი შულაია - 3.0 - თბილისელთა ახალგაზრდა ფლანგელი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზევე ლევან შენგელიას ნაცვლად ჩაერთო. იყო აქტიური, ცდილობდა გამწვავებას, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო ჯარიმაც მოიპოვა, თუმცა 3 წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რომლებიც არ უნდა მიეღო. მისი მხირდან წესის დარღვევის გამო დანიშნულ ჯარიმას კი "დინამოს" კარში მეორე გოლი მოჰყვა და შულაიას გაძევების შემდეგ "დინამო" სრულად მოიშალა.

ბაქარ ქარდავა - შეფასების გარეშე

კვამე კარიკარი - შეფასების გარეშე

ჩისკო - 4 - თბილისის "დინამოს" თამაში მეტნაკლებად სასურველი შედეგით მიჰყავდა, 0:1 დე კუიპზე საპასუხო შეხვედრის წინ ურიგო შედეგი ნამდვილად არ იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი გოლის დროს მცველები ქაოტურად მოქმედებნენ და არანაირი დაცვითი სისტემა არ გააჩნდათ. მწვრთნელმა მაქსიმალურად გასაგებად უნდა მიიტანოს სათქელი ფეხბურთელებთან და შეასრულებინოს თავისი დავალებები. ჩისკომ მეორე ტაიმში შენგელიას ნაცვლად შულაია გამოიყვანა, მანაც მოახერხა თამაშის გამწვავება და "დინამომ" ყრუ დაცვიდან ამოსვლა მოახერხა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელის არასწორი ქმედებების გამო ჩისკოს გეგმა ჩაიშალა, 10-კაციანმა გუნდმა კი მძლავრი "ფეიენოორდის" გაჩერება ვეღარ მოახერხა.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

ahi
კუტალაის მაგივრად კარიკარი უნდა დეყენებინა სწრაფია ბევრად და ელემენტარული პასების მიცემაში უნდა ივარჯიშონ.
გულშემატკივარი
აუცილებლად უნდა დაისაჯოს შულაია სამაგალითოდ.სწორედ მისი "დამსახურებაა"რომ დინამო ასე უშანსოდ დამარცხდა.მაგას თავი სად ეგონა საინტერესოა,სოფლის პირველობაზე?
ddgfdf
მეკარე, პაპავა და მარცხენა ფლანგი ნორმალური იყო.დაცვის ცენტრსაც არა უშავდა.დანარჩენი საშინელება. მაგრამ როცა ვარსკვლავები არ გყავს 11-ვემ მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს და მინიმუმ 3-იანზე.
დათო
პასუხი არასწორია. 80 წუთიც არ შცველის საქმეს. ვინაიდან გოლს უშვებენ ბოლო ხუთ წუთში - თამაში უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები.
ka
ვერ ვხვდები შენგელიას 4.5 რატო აქვს საერთოდ 0 იყო მოედანზე და მე თუ მკითხავთ გაბალასთან მატჩის გარდა არცერთ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და დიდად არ დააკლდება დინამოს )))))) წავიდეს ესპანეთის 5 ლიგაში
ბათუმის ფანი
თქვენსავით კეთილი მასწავლებელი რომ მყოლოდა რა იქნებოდა,საშინაო დავალება ვერ შეასრულე?არაფერი ჰა შენ სამიანი,ზოგსაც ოთხიანი)))
უშველიდათ? :)
მერე ვარჯიშს კიდევ მოუკლებდნენ და 70 წუთს გაძლებდნენ ;))
დათო
პასუხი არასწორია. 80 წუთიც არ შცველის საქმეს. ვინაიდან გოლს უშვებენ ბოლო ხუთ წუთში - თამაში უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები.
kote
სააკაშვილი და ივანიშვილი, ანუ ვინსენტე და ჩისკო
giorgi
რუხაიას ჩემი აზრით 1 უნდა ეწეროს და შულაია კი სამაგალითოდ უნდა დასაჯო!!!
ბექა
ბოლობოლო ვინ არის დინამოს მთავარი მწვრთნელი ჩისკო თუ ფელეს ვისენტე?
სოსო
მხოლოდ ესენი?გაიხსენეთ ქუთაისელების კარში გოლი ბოლო წუთზე.საერთოდ გაჩერდნენ და თვალი გააყოლეს მეტოქეს.წესად იქცა ბრძოლის შეწყვეტა წასაგებად განწირულ მატჩში.ისედაც თამაშს იწყებენ ანგარიშის შენარჩუნებაზე და მეტოქე თუ გარისკავს და წინ წამოვა,ჩვეულებრივ ,ვერ ინარჩუნებენ ამ ანგარიშს,წუხელ ლივერპულმა ნორვიჩს,თავიდანვე გაუტანა 4 გოლი და ითქოს ყველაფერი დაამთავრა,მაგრამ ნორვიჩმა მატჩის ბოლომდე ლომივით იბრძოლა და უამრავი მომენტი შექმნა მეტოქის კართან.ჩვენგან განსხვავებით,ინგლისელები მოლო წამამდე იბრძვიან განწირულ მატჩშიც კი და ამით პატივს სცემენ როგორც თავს,ისევე მაყურებელსაც.სწორედ ამიტომ ივსება მათი სტადიონები,ჩვენი კი ცარიელია.წუხელვე ჩვენმა კალათბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა,ბოლო პერიოდი,39-9 წააგო ირლანდიასთან და მთლიანი მატჩი კი,88-58.აი ეს არის სხვაობა,ასეთი უნებისყოფო სპორტსმენი,ვერასოდეს მიაღწევს დიდ მიზნებს.ეს ხომ გამონაკლისი არ არის,ეს უკვე ჩვევად ჩამოყალიბდა ქართულ სპორტში,არა და დრო იყო,ქართველი მებრძოლი,სხვის ომშიც კი,წინ მიდიოდა და სიკვდილს არჩევდა უკან დახევას.დამარცხებულის სინდრომი გვჭირს მგონი ქართველებს,ჩვენი მმართველი ძალების მიერ აქტიურად დანერგილი და ჩვენი სულის დამადუნებელი
ემირი
საბურთალოც და დინამოც ბოლო ხუთ წუთში აგებენ თამაშს და უშვებენ 3_3 გოლებს ნეტა 80 წუთი იყოს სათამაშო :)
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"ფეიენოორდის" ფანების უღირსი საქციელი - მეტოქის პრეზიდენტს მაგიდები დაუშინეს
[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
"აიაქსთან" განადგურების შემდეგ ფანებმა "ფეიენოორდი" ავტობუსში კინაღამ ჩაქოლეს
ფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ
იაპ სტამი: შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში ადგილი არ გვაქვს
"ფეიენოორდის" მწვრთნელად დიკ ადვოკატი დანიშნეს
დინამო VS ფეიენოორდი - თამაში ღირსებისთვის, თამაში სარეიტინგო ქულებისთვის
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა