საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჰოლანდიასთან მატჩით ჩაება. კონტინენტის პირველობის B დივიზიონს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცე მასპინძლობს, სადაც 24 ქვეყნის ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. ყველას მიზანი ჯგუფიდან გასვლა და სამეულში მოხვედრაა, რადგან 24-დან მხოლოდ სამ საუკეთესოს ეძლევა მომავალ სეზონში A დივიზიონის საგზური. ვინ აინაცვლებს ელიტაში, ეს 17 აგვისტოს გადაწყდება, მანამდე კი საინტერესო ბრძოლები გველის.

საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მატჩი სოლიდური გაქცევით დაიწყო. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 13:0 იგებდა, თუმცა ბენილუქსელები მალევე გამოფხიზლდნენ და მეოთხედის ბოლომდე ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს – 7:17.

ყველაფერი შეიცვალა მეორე პერიოდიდან. ჰოლანდიელებმა დაცვა გააძლიერეს, შეტევაში ტემპს უმატეს და შედეგად უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალევე ანგარიშშიც აისახა. ჰოლანდიამ 23:8 მოიგო ათწუთეული და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე ათწუთეული თანაბარი გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ ჰოლანდიელებს 5-ქულიანი ლიდერობა შერჩათ. დასკვნით მეოთხედში ქართველები ბევრს ეცადნენ, მეტოქეს 2 ქულითაც მიუახლოვდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს. საფინალო სირენამდე 2:55 წუთით ადრე ჰოლანდია 52:50 იგებდა, როცა ქართველებმა რამდენიმე შეტევა გააცუდეს და მეტოქის ჯერიც დადგა. ჰოლანდიელებმა ბოლო წუთზე 6-მდე გაზარდეს უპირატესობა და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე სარგებლიანი ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ, რომელმაც 13 ქულა, 7 ჩაჭრა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 14 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, სანდრო კასაბურის ანგარიშზე კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ კვიპროსს 59:46 მოუგო, ჩეხეთისა და ირლანდიის მატჩი გვიან ღამით დასრულდება. საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 9 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ATP 16
გუნდმა , რომელმაც ერთი სამიანიც ვერ ჩააგდო , ნაკრებში არ აიყვანა ოჩხრიკიძე , გუნდმა რომელმაც პასები ვერ გააკეთა , პერიმეტრიდან ვერ ისროლა , ნაკრებს გარეთ დატოვა : გულიაშვილი , ჭიჭინაძე , ბოკუჩავა , ვაშაყმაძე და რუსთავის გამთამაშებელი , ხოდა მაგიტომაც დადეთ შედეგი პირველივე ტურში .
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა