1 თვის წინ ვწერდით, რომ 18 წლის ნახევარმცველი ნიკოლოზ მემარნე ქართული საფეხბურთო სააგენტოს, SmartBall Sports Management-ის დახმარებით "ბეტისის" მეორე გუნდში უნდა გადასულიყო.

Sportall.ge აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენელ ლევან ზუხბაიას დაუკავშირდა და ნიკოლოზ მემარნის საკითხთან ერთად გიორგი პაპუნაშვილისა და ლევან გრძელიძის მდგომარეობითაც დაინტერესდა, რომლების "სარაგოსაში" ირიცხებიან.

როგორც გავარკვიეთ, 18 წლის ფეხბურთელი ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ესპანელები მასზე დაკვირვებას გააგრძელებენ.

"ნიკოლოზ მემარნე ამ ეტაპზე არ დარჩა. გააგრძელებენ ფეხბურთელზე დაკვირვებას. დიდი იმედი მაქვს, რომ მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე ვფქრობთ, რომელ ქართულ კლუბთან გავაგრძელოთ ურთიერთობა.

ვცდილობთ, მისთვის შესაბამისი და სწორი გუნდი შევარჩიოთ. ესპანური მხარე დაინტერესებულია მისით და მასზე დაკვირვებას არ შეწყვეტენ. დანარჩენი თვითონ ნიკოლოზზეა დამოკიდებული.

ლევან გრძელიძის რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს, ფეხის მდგომარეობა კარგია. მოედანზე შესაბამის ვარჯიშებს უკვე ატარებს. ექიმი და ფიზმომზადების მწვრთნელი კმაყოფილები არიან. დიდი მხარდაჭერა აქვს გიორგი პაპუნაშვილის მხრიდან, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

ისეთი ტრავმა ჰქონდა, რაც თავისთავად გამორიცხავს მალე დაბრუნებას, თუმცა, როგორც ვთქვი, რეაბილიტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს.

გიორგი პაპუნაშვილს რაც შეეხება, მიკრო-დაზიანება ჰქონდა ისევ კოჭთან დაკავშირებული. სამი დღე გამოტოვა, თუმცა ამის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში ჩვეულებრივად გააგრძელა, არანაირი პრობლემა აღარ აქვს და 100 პროცენტით მზადაა", - განაცხადა ლევან ზუხბაიამ.

ლა ლიგა 2 სტარტს 17 აგვისტოს აიღებს, "სარაგოსას" პირველი მეტოქე კი "ტენერიფე" იქნება.

ka
ბეტისის 2 გუნდებში წაყვანას ისევ აქ თამაში სჯობს რაღაც არ მახსენდება ლევანტე ბ დან და ეგეთი ბანძი გუნდებიდან ვინმეს რამე ფეხბურთი ეთამაშა
aa
ქართველებიც ესპანელები არიან და ესპანელებიც ქართველები მაგრად ვგავართ და მაგრად გვგვანან :D
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
"კვარაცხელია ტიტანია და მსოფლიო კლასისაა" - ხვიჩას თამაში მოუწონეს
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ამერიკაშია, კარგად არის...
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
"ბეტისი" დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის" - 18 წლის ქართველი სევილიაში ჩადის
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
eldesmarque.com: "სარაგოსაში" სინჯებზე ორი ქართველი მარგალიტია
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
"სარაგოსაში" გადასულ ლევან გრძელიძეს ოპერაცია გაუკეთეს და 6 თვე გაუცდება
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით
ლევან ზუხბაია ჯაბა ჯიღაურზე: ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა