"ზესტაფონის" პრეზიდენტი უმაღლესი ლიგის 12 გუნდამდე გაზრდას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებას საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტს უმაღლესი ლიგის 12 გუნდამდე გაზრდის შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ზესტაფონის"

პრეზიდენტი ილია კოკაია:

- ჯერ იმით დავიწყოთ, რომ 12-გუნდიანი ჩემპიონატი რომ გვქონდეს, უპირველესად, 12 ნორმალური სტადიონი და მოედანია საჭირო. თუ 20 მაისს აღმასკომი ლიგის გაზრდაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის გაუგებარი იქნება.

- ჯერ ხომ საკითხი არ დამტკიცებულა და აღმასკომზე განიხილავენ.

- მე სწორედ ეს არ მესმის, რა საჭიროა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ფორმატის შეცვლა? ეს მიმაჩნია აბსოლუტურ მარაზმად და ამ გადაწყვეტილებას გავაპროტესტებთ აღმასკომზეც და ყველა იმ ინსტანციაში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

ჩვენ კი არ ვზარალდებით, მაგრამ კლუბების წარმომადგენლებს და აღმასკომის წევრებს მოვუწოდებ - კიდევ ერთ ლახვარს ნუ ჩასცემენ ქართულ ფეხბურთს. მიკვირს, ასეთ პროექტზე რომ მუშაობენ, კლუბებთან დალაპარაკება და ჩვენი აზრის მოსმენა არ აინტერესებთ? გეფიცებით, რა, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ფეხბურთს თავი მივანებო.

Shota
fc dila გეთანხმეი, რა მნიშვნელობა აქვს დაამატებენ თუ არა 2 გუნდს!? კოკაიას მხრიდან ეს გავს უბრალოდ მიზეზს ატეხოს სკანდალი! ზესტაფონი შესანიშნავი გუნდია და 1- ლიგის გუნდები ასე არ უნდა "აშინებდეს"!!!
fc dila
რა უნდა რას ჩხუბობს ვერ გავიგე ეს კოკაია რა მნისჰვნელობა აქვს ამისტვის დაამატებენ ტუ არა გუნდებს ან რა წესია ფედერაციის პრეზიდენტს რო ეჩხუბები და კამათობ ამ თემაზე ჩემი აზრით ზალიან თავხედურად გამოუვიდა თავისი ნალაპარაკები ესე არ შეილება ან რა მაგისი საქმეა გაზდიან თუ არა
qifsuta
ბალახის ნაცვლად ტალახი, მაზვა ჩაწყობა თამაშის გაისათ ნახეთ,კიდევ 2 უპატრო, უსტადიონო და უფულო გუნდი თუ დაემატა ჩემპიონატს
mamuka197623
tolika და ziteka რამე ხომ არ გეშლებათ,..ისე თუ დაფიქრდებით კარგი იქნება
ziteka
გაისად შანსი არ აქვს ზესტაფონს, დინამოს და ტორპედოს თავი რომ მოიკლან ვერ გადაუსწრებენ. წელსაც მათი ჩავარდნით ისარგებლეს.
Valeri
ხო, ისე მოფერება კაი იდეაა! კაი მოფერება და კაი პურის ჭამა ჩვენი საკმეა მაინც და!.. ხალხნო, ნუ ჭამტ ერთმანეთს , მხარში დადგომა გვინდა ყველას,გასაებია რომ კოკაიას არ ევასება დრევანდელი ფედერაცია, მაგრამ საერთო საქმეზეა სფიქრალი!
Giorgipirweli
"ზესტაფონი", ჩემი აზრით, ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ საკლუბო პოლიტიკას ატარებს და ეს მათ განვითარებასაც ეტყობა. ამ ყველაფრის შემოქმედი კი კოკაიაა. რას ქვია, "წავიდეს მერე..."??? ასეთ ხალხს უნდა მოვეფეროთ და ქართულ ფეხბურთში შევინარჩუნოთ.
lioxa
იმედია ბატონი ილია არ დაიჯერებს,რომ ეს დიდებული იდეა მარტო ამ სუბიექტის თავ ში დაიბადა.ქართული ფეხბურთის პანაშვიდი კაი ხანია დაწყებულია,მალე დაკრძალვა იქნება.
Shota
კოკაია თუ წავიდა რა გვეშველება აწი!!!! ნუ გვაშინებთ ბატონო კოკაია, ჩვენ ვერაფერი შეგვაშინებს უკვე! წახვალთ და გზასაც დაგილოცავთ!!! სპეკულაციების დრო არ არის დღეს!!!
daviti
tolika წავა კოკაია და იქნება ერთი უპატრონო გუნდი კიდე,უფულო და უპატრონო გუნდები კი იმაიმუნებენ ისე როგორც მაიმუნობდნენ,ჩვენ კიდე უნდა დავიჯეროთ რომ ფეხბურთში მხოლოდ 5 კაცი ყიდდა თამაშებს,ჩემპიონატში იმდენი გუნდი უნდა თამაშობდეს რამდენსაც პატრონი ეყოლება და ტუ სახელმწიფო დაეხმარება კლუბებს მაშინ ყველას თანაბრად,ასე იქნება სამართლიანი!
tolika
10 გუნდიანი ჩემპიონატი თუ გვაქვს, ხომ არის 10 ნორმალური სტადიონი....... აქ საქმე იმაშია, რომ სეზონის ბოლოს ხდება ასეთი რამ, თორემ ამოვიდა ყელში უკვე ერთი და იგივე გუნდების მონაწილებით თამაშების ყურება. რას გვაშინებს ეს კოკაია ფეხბურთიდან წავალო, წავიდეს მერე, სხვა მოვა და გააკეთებს გასაკეთებელს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა