საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებათა დარბაზში ჯორჯ ვავეცისის ორდღიანი სემინარები დაიწყო.

ვავეცისი გახლავთ ფიზიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სპორტული ფიზიოთერაპიისა და ფიზმომზადების სპეციალისტი, რომელსაც საკუთარი კლინიკები გააჩნია საბერძნეთში და მის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. ვავეცისი არაერთი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და სხვადასხვა წლებში ფიზმომზადების მთავარ სპეციალისტად ისეთ საკალათბურთო კლუბებში უმუშავია, როგორებიც არიან მოსკოვის “ხიმკი”, კრასნოდარის “ლოკომოტივი”, ყაზანის “უნიკსი”, სტამბოლის “ეფესი”, ათენის “მარუსი” და სხვადასხვა სახეობების – ფრენბურთის, ფეხბურთისა და ხელბურთის საბერძნეთის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები.

ჯორჯ ვავეცისი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც ჩვენი გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადა და გარკვეული პაუზის შემდეგ დღეს ის კვლავ ჩვენს ნაკრებთანაა. ილიას ზუროსთან და მის ქართველ ასისტენტებთან ერთად ვავეცისი საქართველოს ნაკრებს ამზადებს, რომელიც ვერის ბაღში 25 ივლისიდან ემზადება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით, ცნობილმა ფიზმომზადების სპეციალისტმა ზემოთხსენებული სემინარები დაგეგმა, რათა ქართველი მწვრთნელებისთვის და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის თავისი ღრმა გამოცდილება გაეზიარებინა. დღევანდელ სემინარებს დაესწრო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.

სემინარები 2 დღედ დაიგეგმა – 9 და 10 აგვისტოს, რომლებიც ჯამში 8 საათი გაგრძელდება. დღევანდელი სემინარები ძირითადად ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის იყო განკუთვნილი და მას კალათბურთთან ერთად რაგბის, ფეხბურთის, ჭიდაობის, ბადმიტონის, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის სფეროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ვავეცისმა დეტალურად ახსნა ყველა ის ზოგადი თუ სპეციფიკური საკითხი, რომელიც ფიზმომზადებისას გახლავთ გასათვალისწინებელი.

სემინარების მეორე დღე უმეტესწილად სპორტულ მედიცინას დაეთმობა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სემინარებს სპორტის სხვადასხვა სახეობების მედიკოსებიც დაესწრებიან.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა