საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების პირველი და ბრწყინვალე გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა გუნდმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მიმდინარე კონტინენტის B დივიზიონში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა. ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიასთან და ირლანდიასთან მარცხის შემდეგ ქართველებმა მესამე ტურში ნავსი გატეხეს და მათსავით 2 წაგების მქონე კვიპროსი 22 ქულის სხვაობით – 72:50 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულში მეტოქე საბოლოოდ გატეხა. გააზრებულად და რაც მთავარია, ზუსტად მოთამაშე ქართველებმა მეორე პერიოდი 26:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე გულდამშვიდებულები – 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა იმდენად სოლიდური გახლდათ, მიზერული შანსი იყო იმისა, რომ კვიპროსელებს მეორე ნახევარში რამე შეეცვალათ და წარმატებისთვის მიეღწიათ. დიდი მონდომების მიუხედავად, კუნძულელებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მესამე პერიოდი 2 ქულით მოიგეს. ბოლო პერიოდში ქართველებმა დაიბრუნეს მატჩის სადავეები და მატჩის ბოლომდე ლიდერობა 22 ქულამდე გაზარდეს.

მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, რომელმაც 17 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი 6 ჩაჭრა და 7 მოხსნაც მიითვალა. 10 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს, ხოლო სანდრო კასაბურმა შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს 1 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და ჯგუფში კიდევ 2 მატჩი დარჩა გასამართი – 12 აგვისტოს ჯგუფის ლიდერ ჩეხეთთან და 13 აგვისტოს პორტუგალიასთან. ხვალ, 11 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

SL
რას ამბობთ, ავტორის აზრით "ბრწყინვალე გამარჯვებაა" )))
Bubako
arafris mtkmeli mogebaa
bajo
კალატ,ბურტი სოს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა