რაჭაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ესტუმრა.

მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბექა ოშხერელთან და სოფელ ჭრებალოს გამგებელთან შალვა სალუქვაძესთან ერთად საფეხბურთო მოედნის მშენებლობა მოინახულა.

კახა ჭუმბურიძის თქმით, აღნიშნული მოედნის მოწყობა ძალზე მნიშნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით, კი სოფელ ჭრებალოს ბავშვთა გუნდს, რომელიც რეგიონალურ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, და ამჟამად სკოლის პატარა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უწევს ვარჯიში, საშუალებას მისცემს, კეთილმოწყობილ მოედანზე ივარჯიშონ და გამართონ შეჯიბრებები.

"გრძელდება ფეხბურთს ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი: "საფეხბურთო მოედანი ყველა სოფელში. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ჭრებალოში, სადაც მშენებარე სტადიონი მოვინახულეთ.

ვფიქრობთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია სოფლის გამგეობასთან ერთად სექტემბრის ბოლომდე დაასრულებს მოედნის მოწყობას და ბავშვებს შეეძლებათ აქ ვარჯიში.

მოგეხსენებათ, რომ ამ სოფელში ძალიან უყვართ ფეხბურთი, ჰყავთ 2006-2007 წლიან ბაშვთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც რეგიონალურ ტურნირებშიც იღებს მონაწილეობას და უწევდათ ამ პატარა მოედანზე ვარჯიში. სექტემბრის ბოლომდე კი საშუალება მიეცემათ ახალ ბუნებრივსაფარიან მოედანზე ივარჯიშონ და ითამაშონ ფეხბურთი."

მოგვიანებით, სტუმრები სოფელ ჭრებალოს სკოლას ესტუმრნენ, სადაც ამჟამად ბავშვთა საფეხბურთ გუნდი ვარჯიშობს და საჩუქრად ბურთები გადასცეს.

სოფელი ჭრებალოს საფეხბურთო მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შენდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე