საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეექვსე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში. მეხუთე ადგილისთვის მატჩში ჩვენები 16:30 დამარცხდნენ ფარერის კუნძულებთან. ფინალში შვეიცარიამ 35:27 დაამარცხა სერბეთი, მესამე ადგილისთვის უკრაინამ 30:22 მოუგო ლიეტუვას.

ჩვენს გუნდს ბოლო, მეექვე მატჩისთვის ენერგია აღარ ეყო. დანიის ქვეშევრდომებთან მატჩის ბედი დასაწყისშივე გადაწყდა, როდესაც კუნძულელებმა ზედიზედ გაგვიტანეს 7 გოლი და 11:4 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი მეკარე დიანა ქარჩავა იყო, რომელმაც 12 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

ბოლო მატჩში დამარცხების მიუხედავად, შედეგი ცალსახად დადებითია. ამ რანგის ტურნირზე არცერთ ჩვენს ასაკობრივ გუნდს არ მოუგია 3 თამაში და არც მეექვსე ადგილი დაუკავებია - ეს ასაკობრივი ნაკრებების ევროპულ რეიტინგში საკმაოდ დაგვაწინაურებს.

ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე, რომელმაც თავის პოზიციაზე მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი, 23 გოლი გაიტანა. ბომბარდირებში 36 გოლით ელისაბედ ჩხაიძემ მე-6-8 ადგილი გაიყო.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები, 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე. 11 აგვისტო, ფინალი.

(7-8) საბერძნეთი - ფინეთი 35-17

(5-6) ფარერები - საქართველო 30-16

ფარ: ვარდუმი, რ. ლარსენი - მიტუნი 9, ჰამერი 5, ოლსენი 5, ეგჰოლმი 5, პალსდოტირი 3, ნოლსოი 2, ლ. ბენტსდოტირი 1, ვ. ბენსდოტირი, მორკი, ფ. იაკობსენი, სიგრუნარდოტირი, ნიკლასენი, ს. იაკობსენი, პ. ლარსენი

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 6, სურამლიშვილი 3, გოგია 3, ა. ჩხაიძე 1, საბაშვილი 1, გაგნიძე, მ. ცინცაძე 1, დვალიშვილი, ბურკაძე, კორძაია, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე

მსაჯები: ვეიმანსი, ვოლბერტუსი (ჰოლ), დელეგატები: კაზნიექსი (ლატ), ბაუმი (პოლ)

(3-4) უკრაინა - ლიეტუვა 30-22

(1-2) შვეიცარია - სერბეთი 35-27

კლასიფიკაცია. 1. შვეიცარია, 2. სერბეთი, 3. უკრაინა, 4. ლიეტუვა, 5. ფარერები, 6. საქართველო, 7. საბერძნეთი, 8. ფინეთი, 9. ბულგარეთი, 10. ლატვია

ტურნირის ყველა ვარსკვლავი: GK სორაია შალერი (შვც) - LW ანა ჩხაიძე (საქ) - LB მილიცა პაპი (სრბ) - CB იანა მიტუნი (ფარ) - RB მალენ ალთჰერი (შვც) - RW დიანა დმიტრიშინი (უკრ) – P დებორა ანენი (შვც) - საუკეთესო მცველი მარია ილიჩი (სრბ) – MVP ალექსანდრა კრსტიჩი (სრბ) - ბომბარდირი მარი ტომოვა (ბულ, 55 გოლი)

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი

ჯგუფური ეტაპი. 3 აგვისტო. ლიეტუვა - საქართველო 28:19, 4 აგვისტო. საქართველო - ფინეთი 23:22, 5 აგვისტო. საქართველო - ლატვია 24:21, 8 აგვისტო. შვეიცარია - საქართველო 31:18. მე-5-მე-8 ადგილებისთვის პლეი-ოფი. 10 აგვისტო, საქართველო - საბერძნეთი 22:21 (20-20), 11 აგვისტო. ფარერები - საქართველო 30:16

შემადგენლობა

GK: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია - 6 მატჩი), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა - 6 მატჩი), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი - 6 მატჩი)

LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა - 6 მატჩი, 23 გოლი), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა - 6 მატჩი)

RW, RB: 25. ნინო გაგნიძე (2002, 6 მატჩი, 14 გოლი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი - 6 მატჩი, 11 ), 23. ციცინო ბჟალავა (RW, 2003, ფოთი -/-)

P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი - 6 მატჩი, 2 გოლი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა - 6 მატჩი, 10 გოლი)

LB, CB: 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა - 6 მატჩი, 1 გოლი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი - 1 მატჩი, 1 გოლი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი - 6 მატჩი, 1 გოლი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა - 6 მატჩი, 1 გოლი), 18. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი - 6 მატჩი, 9 გოლი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია - 6 მატჩი, 13 გოლი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი - 5 მატჩი, 36 გოლი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა - 5 მატჩი)

მწვრთნელები: ინა ჭკუასელი (1985), გელა ჟვანია (1990), გიგა ტორონჯაძე (1989)

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი ლანა მარგიანი (1988)

geohandball.ge

U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
WU17 | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა A ლიგაში პირველი მატჩი გამართა
WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო