მოსკოვის "სპარტაკის" საიტმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- რვა წლის წინ თქვენ "ბაზელთან" გადამწყვეტი გოლი გაიტანეთ. როგორი მოგონებები შემოგრჩათ იმ დაპირისპირებასთან დაკავშირებით?

- მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ჩვენ ახლა სრულიად სხვა გუნდი გვყავს, მაგრამ იმ მატჩის მოგონება სასიამოვნოა. 93-ე წუთზე მაკგიდიმ საჯარიმო გამოიმუშავა. ალექსმა, შეთანხმებისამებრ, ბურთი დამიგორა. ცოცხალი კედელი დაიშალა და გოლი გავიტანე.

- ეს "სპარტაკში" თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი იყო?

- პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში "კრასნოდართან" გატანილი გოლი 10 წლის შემდეგაც განსაკუთრებულად ძვირფასია.

- ახლა გუნდში გუს ტილი გამოჩნდა. მზად ხართ კონკურენციისათვის?

- კონკურენცია ყოველთვის კარგია. თუ ჰოლანდიელი ალექსივით კარგად ითამაშებს, მაგას რა აჯობებს. დაე, ისეთივე გადაცემები გააკეთოს და ისეთივე გოლები გაიტანოს. ეს "სპარტაკს" მხოლოდ წაადგება. ჩვენ ამ ბიჭს ადაპტაციაში ყველანაირად დავეხმარებით.

- სამარელთა მწვრთნელმა ბოჟოვიჩმა თქვა, რომ ჯანოს საუკეთესო წლები კიდევ წინაა, მათ შორის, "სპარტაკში". გჯერათ, რომ ასეც იქნება?

- "სპარტაკის" ლიდერობა მინდა, თუმცა მესმის - ან ახლა, ან არასოდეს. ვგრძნობ, ისე შემიძლია ვითამაშო, როგორც გუნდის გულშემატკივრები ჩემგან მოელიან. სამწუხაროდ, აქამდე ამაში ხელს ტრავმები მიშლიდა, "სპარტაკში" გატარებული 10 წლიდან 3 წელი მკურნალობას მოვუნდი. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველა უბედურება ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ ბეილს. ჩემზე სამჯერ მეტს იწონის, კუნთებიც სამჯერ ჩემზე ძლიერი აქვს, მაგრამ ტრავმებს ჩემზე უფრო ხშირად იღებს!

- გასულ გაზაფხულზე იჯარით "კრილია სოვეტოვში" თამაშობდით. რა შეგძინათ ამ პერიოდმა?

- ყველაზე მთავარი - სათამაშო პრაქტიკა, რადგან 30-40 წუთი თამაში ფეხბურთელისთვის ცოტაა. სამარაში მოედანზე რუგულარულად გავდიოდი, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ ტურებს, რომლებიც მცირე ტრავმის გამო გამოვტოვე. საბედნიეროდ, ახლა არაფერი არ მტკივა.

- თქვენი ხშირი ტრავმების მიზეზი რა არის?

- შესაძლოა, "მუჟიკების" წინააღმდეგ ძალიან ადრე დავიწყე თამაში. პლუს, თავად ვარ დამნაშავე, რომ თავიდან ხშირად არ დავდიოდი ტრენაჟორებზე.

- ის წელი "როსტოვში" თქვენთვის საერთოდ განსაკუთრებული იყო: თასზე მოგებამდე ცოტა ხნით ადრე ქალიშვილი შეგეძინათ...

- დიახ, რამდენიმე წლის წინ ჩემპიონობამდე კი მეორე ქალიშვილი შემეძინა. ასე რომ, მესამე ბავშვია საჭირო, რათა რაიმე მოვიგო.

- გეგმები გაქვთ?

- ბიჭი მინდა. მეუღლე საქმის კურსშია.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი