პოლონურ სპორტულ პრესაში ვაკო გვილია "ლეგიას" გმირად არაერთხელ მოიხსენიეს, თუმცა futbolnews.pl-მ სტატია აღნიშნული სათაურით გაავრცელა - "ვალერიან გვილია "ლეგიას" გმირია!"

ქვევით მოვიტანთ სტატიის იმ ნაწილს, რომელიც ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო იქნება.

სტატიაში წერია, რომ "ლეგიამ" სეზონი არც ისე კარგად დაიწყო და ფანებს ოპტიმიზმის საშუალება არ მისცა, თუმცა იმედის ნაპერწკლად ქართველი ნახევარმცველი ვალერიან გვილია იქცა.

გვილია ექსტრაკლასას გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. მართალია, თავიდან სტაბილურად ვერ თამაშობდა და ცენტრში ბევრჯერ კარგავდა ბურთს, თუმცა საბოლოოდ "გურნიკმა" გასავარდნ ზონას მისი საშუალებით დააღწია თავი. სეზონის შემდეგ გვილია "ლეგიაში" აღმოჩნდა და ფანებს ახალი იმედები ჩაუსახა, რადგან ვარშავულ კლუბს მოედნის ცენტრში პრობლემები ჰქონდა. თუ უკანასკნელ მატჩებში გვილიას თამაშსა და განწყობას შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

"ლეგიამ" მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. 8 გოლიდან 5-ში უშუალო მონაწილეობა გვილიამ მიიღო - 2 გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. თან მისი ყველაზე შედეგიანი მოქმედება უმნიშვნელოვანესი იყო "ლეგიასათვის".

გვილიამ "ატრომიტოსთან" გამართული შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა, თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის ბოლოს დათმობილ ცენტრს, როცა ბერძნებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს. გვილიასა და პორტუგალიელი კაფუს თანამშრომლობას მოედნის ცენტრში ძალიან კარგი შედეგი მოაქვს. პოზიციების მუდმივი ცვლა და ზონის ეფექტიანი დაცვა აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ვალერიან გვილიას "ლეგიას" თამაშზე უდიდესი ზეგავლენა აქვს და ისეთი პირი უჩანს, ზაფხულის ყველაზე წარმატებული ტრანსფერი ის იქნება. შეიძლება ინდივიდუალური პრიზის მინიჭება ცოტა ნაადრევია, თუმცა ეჭვგარეშეა, სეზონის ბოლოს გვილია "ლეგიას" უდიდესი მონაპოვარი იქნება, მიუხედავად გუნდის შედეგისა.

კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
შოტლანდიელი ფეხბურთელი: "რეინჯერსმა" გვილიას თამაშის ტემპის წარმართვის საშუალება არ უნდა მისცეს
პოლონური პრესა: გვილია შევიდა და "ლეგიას" მოაგებინა [VIDEO]
გვილია "აიბროქსზე", ქვილითაია ხორვატიაში - ქართველების გუნდების გადამწყვეტი მატჩები ევროპა ლიგის პლეი-ოფში
ვაკო გვილია 13 ივნისს "ლეგიაში" ჩაირიცხება - არმიული კლუბი მის კონტრაქტს გამოისყიდის
ვარშავის "ლეგიას" მწვრთნელი: იმედია, ვაკო გუნდში აკლიმატიზაციას მალე გაივლის
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]