თბილისის ოლიმპიურ აუზზე მიმდინარე 17 წლამდე წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის IX-XII ადგილებისთვის შეხვედრაში საქართველოს გუნდმა სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა მალტის ნაკრები - 7:4.

მატჩის პირველი სამი წუთის განმავლობაში უპირატესობას ქართველები ფლობდნენ და ამ მცირე დროის განმავლობაში მათი იერიშები ბესარიონ ახვლედიანმა ორი გოლით დააგვირგვინა. მალტელები მალევე გამოფხიზლდნენ და მომდევნო სამ წუთში წონასწორობა აღადგინეს - 2:2. პერიოდის ბოლომდე ორიოდე წუთით ადრე ლუკა გიორგაძემ ისევ წინ გაიყვანა ქართველები.

შეხვედრის ბოლო 16 წუთში უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ და ჩვენების მიერ გატანილ ოთხ ბურთს სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 7:4 გაიმარჯვა და 16 აგვისტოს მე-9 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ჰოლანდიას აჯობა - 14:7.

საქართველო - მალტა 7:4

(3:2, 0:1, 2:1, 2:0)

საქართველო: გვეტაძე, ერისთავი, ალავიძე (2), გავაშელი, თევდორაშვილი, დადვანი (1), ახვლედიანი (2), გიორგაძე (1), კირიაკიდი, ჩხეიძე (1), ჩიქოვანი, ტყეშელაშვილი, ჭუმბურიძე.

მალტა: ვასალო, ი. ფარუგია, სკიავონე, მელილო, კარანი, კაჩია (1), ფალზონი, ბუზუტილი (1), ჯ. ფარუგია, ბონავია, ჩირკოფი, მუსკატი (1), როსი.

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა