15 აგვისტოს თბილისის "დინამოსა" და როტერდამის "ფეიენოორდს" შორის "დინამო არენაზე" ჩატარებული ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართული კლუბებისთვის ევროთასებზე ბოლო მატჩი გამოდგა.

ამ შეხვედრით ქართული კლუბების გამოსვლა ევროთასებზე დასრულდა და შეგვიძლია ჩვენი კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები და გამომუშავებული თანხები დავთვალოთ.

უეფას კოეფიციენტების რეიტინგში საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის 1 ქულა იწერება, ხოლო ფრისთვის - 0.5. რადგან საქართველოს ევროთასებზე 4 წარმომადგენელი ჰყავს, ეს ქულები 4-ზე იყოფა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის ქართული კლუბი 0.25 ქულას იღებს, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულას.

ერთი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან იწყებს, ხოლო 3 - ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

"საბურთალო"

დავიწყოთ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "საბურთალოს" ასპარეზობით.

"საბურთალომ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო. საბურთალოელების მეტოქე მოლდოვური "შერიფი" იყო. პირველი მატჩი ქართველებმა 3:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:3 დამარცხდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" ზაგრების "დინამოს" შეხვდა. პირველი მატჩი "საბურთალომ" შინ 0:2 წააგო, ხოლო საპასუხო - 0:3.

ამის შემდეგ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც თითქოს სასურველი მეტოქე "არარატ-არმენია" შეხვდა. პირველი მატჩი "საბურთალომ" სტუმრად 2:1 მოიგო, თუმცა შინ 0:2 დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა.

"საბურთალომ" ევროთასებზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ 2-ის მოგება შეძლო, 4 კი წააგო.

მათი სარეიტინგო ქულები კი ასე გამოიყურება:

"შერიფთან" - 0.25 ქულა მოიპოვეს (1 მოგება, 1 მარცხი)

ზაგრების "დინამოსთან" - 0 ქულა (2 წაგება)

"არარატ-არმენიასთან" - 0.25 ქულა (1 მოგება, 1 მარცხი)

ჯამში: 0.5 ქულა

რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, "საბურთალომ" 3 ეტაპზე იასპარეზა და ჯამში უეფასგან სეზონის ბოლოს 940 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 3 042 216 ლარია.

აქ კი შეგიძლიათ კონკრეტულად ნახოთ, რომელ ეტაპზე რა თანხა გამოიმუშავა "საბურთალომ":

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო

ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 380 000

ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

ჯამში: 940 000 ევრო

თბილისის "დინამო"

ახლა კი თბილისის "დინამოზე" გადავიდეთ, რომლის გამოსვლა შეგვიძლია ყველაზე უკეთესად შევაფასოთ.

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორულ "ენგორდანს" შეხვდა და პირველ მატჩში შინ 6:0 მოუგო, ხოლო სტუმრად - 1:0.

მეორე ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" სტუმრად 2:0 სძლია და შინ 3:0 მოუგო.

მესამე ეტაპზე როტერდამის "ფეიენოორდთან" სტუმრად ანგარიშით 0:4 დამარცხდა, ხოლო შინ 1:1 ითამაშა.

"დინამო" ევროთასებზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ერთხელ ფრე ითამაშა და 4-ჯერ მოიგო.

"დინამოს" სარეიტინგო ქულები ასე გამოიყურება:

"ენგორდანთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)

"გაბალასთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)

"ფეიენოორდთან" 0.125 ქულა (1 მოგება, 1 წაგება)

ჯამში: 1.125 ქულა

ამდენი მოგების მიუხედავად, "დინამომ" "საბურთალოზე" ნაკლები გამოიმუშავა და ეს იმით არის განპირობებული, რომ "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზა, სადაც უფრო მეტი დაფინანსებაა.

საერთო ჯამში, თბილისის "დინამომ" 780 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 2 528 791 ლარია.

"დინამოს" მიერ გამომუშავებული თანხები კონკრეტულ ეტაპზე:

ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 000 ევრო

ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000

ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

ჯამში: 780 000 ევრო

საჩხერის "ჩიხურა"

შემდეგი გუნდი სოსო ფრუიძის საჩხერის "ჩიხურაა", რომელმაც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ფოლას" სტუმრად 2:1 სძლია, ხოლო შინ კვლავ ამავე ანგარიშით დაამარცხა.

"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე შოტლანდიური "აბერდინი" გახლდათ. ფრუიძის გუნდმა შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად მტკივნეული მარცხი (0:5) იწვნია და ევროთასებს გამოეთიშა.

"ჩიხურამ" ევროთასებზე 4 ჩატარებული მატჩიდან 2 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და 1 წააგო.

"ჩიხურას" სარეიტინგო ქულები ასე გამოიყურება:

"ფოლასთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)

"აბერდინთან" - 0.125 (1 ფრე, 1 წაგება)

ჯამში: 0.625 ქულა

რაც შეეხება ფინანსებს, "ჩიხურამ" 500 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 1 620 903 ლარია.

"ჩიხურას" მიერ გამომუშავებული თანხები კონკრეტულ ეტაპზე:

ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 000 ევრო

ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000

ჯამში: 500 000

ქუთაისის "ტორპედო"

სამწუხაროდ, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა.

"ტორპედოს" ევროთასების წინ ფინანსური კრიზისი დაეწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

"ტორპედო" პირველ ეტაპზე კახა ცხადაძის "ორდაბასს" შეხვდა და პირველ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი შინ 0:2 წააგო.

ქუთაისელებმა სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვეს, თუმცა უეფასგან პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 000 ევროს მიიღებენ, რაც დღევანდელი კურსით 778 138 ლარია.

ქართული კლუბების საერთო მონაგარი

თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" მოპოვებული ფრით საქართველოს რეიტინგში 0.125 ქულა დაუმატა.

ამ დროისთვის საქართველოს უეფას რეიტინგში 2.25 ქულა აქვს, რაც ქართული კლუბების მიერ დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

ბოლო ხუთი წლის შედეგების დაჯამებით, საქართველოს 5.75 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით 45-ე ადგილზე იმყოფება.

ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

"დინამო" (თბ) - 1.125 ქულა (4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება)

"ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)

"საბურთალო" - 0.5 ქულა (2 მოგება, 4 მარცხი)

"ტორპედო" - 0 ქულა (2 მარცხი)

ჯამში: 2.25 ქულა

ქართული კლუბების მიერ გამომუშავებული თანხა:

"საბურთალო" - 940 000 ევრო

თბილისის "დინამო" - 780 000

საჩხერის "ჩიხურა" - 500 000

ქუთაისის "ტორპედო" - 240 000

ჯამში: 2 460 000 ევრო

იყო თუ არა წლევანდელი სეზონი უკეთესი წინაზე? ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. თუ შევადარებთ სარეიტინგო ქულებს, დიახ, იყო, რადგან გასულ სეზონში 1.625 ქულა მოიპოვეს, რაც წლევანდელთან შედარებით 0.625-ით ნაკლებია.

თუმცა გასულ სეზონში "ტორპედო" პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. წელს მესამე ეტაპზე ორი კლუბი გვყავდა, მაგრამ პლეი-ოფში ვერც ერთი ვერ გავიდა.

სარეიტინგო ქულების მხრივ ნამდვილად უკეთესი შედეგი გვაქვს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, "საბურთალოს" მიერ სომხურ "არარატ-არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა ყველაფერი დაჩრდილა.

"საბურთალოს" დებიუტს ევროთასებზე კარგსაც ვერ დავარქმევთ, გუნდმა 6-დან 4 მატჩი წააგო. უფრო მეტი სარეიტინგო ქულის მოპოვება "ჩიხურამაც" კი შეძლო, რომელიც მეორე ეტაპიდან გავარდა.

ერთადერთი კარგი, რაც "საბურთალოს" ამ ევროთასებიდან დარჩა, ალბათ, გამოცდილებაა, თუმცა მაგაშიც დარწმუნებულები არ ვართ და ასევე - ის ფული, რომელსაც უეფასგან სეზონის ბოლოს მიიღებს.

ირაკლი ქუთაისი
ტორპედო 2 წაგებულ თამაშში აიღებს 778 000 ლარს. გუნდი დაიშალა ტურნირამდე 1 კვირალაქისით ადრე ხელფასების გაუცემლობის გამო. ამ თანხის ნახევარი რომ მიეცათ ბიჭებისთვის დარწმუნებული ვარ რომ შეჭამდნენ ორდობასს[თითოს დაახლოებით 20 000 ლარი ხვდება]. ეს წაგებული თამაშებიდან და თუ გავიდოდნენ შემდეგ ეტაპზე ,ის კიდე სხვა თანხებია. ეხლა იქნებ ვინმემ ამიხსნას რას აკეთებს ამ დროს ფედერაცია,ქალაქის მთავრობა [ფანკლუბმა რომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო ვიცით].
გიგა
რაც ქუთაისის ტორპედოს დამართეს, იმის მერე ქართული ფეხბურთის წინსვლის იმედი თუ კიდევ აქვს ვინმეს ნამეტანი ოპტიმისტი ყოფილა. ყველაზე შეკრული და დაბალანსებული გუნდი ბოლო წლებში საქართველოში მარტივ მამრავლებად დაშალეს. კახა ჩხეტიანს მთელი შრომა და ამაგი წყალში ჩაუყარეს და მაინც ყველაზე კარგი შედეგი ამის ფონზე ტორპედომ დადო!!! მეამაყება ტორპედო მისი ერთგული გულშემატკივრებით!!! მეამაყება, რომ იმერლებს ასეთი გუნდი გვყავს!!! ვერ წაგვართმევენ რაც ჩვენია, ჩვენი კი ჟინი და მამულიშვილობაა!!! მიეცით კახა ჩხეტიანს მეტი გასაქანი, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი ვითხოვ ამას!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ევთანაზია ქართულ ფეხბურთს!!! კობიაშვილ-კალაძეც დაისვენებენ ამ შემთხვევაში და ჩვენც!!!
ddgfdf
მთელი წლის ფინანსები და ეკიპირება დაფინანსებულია?
კახა
მიმაჩნია რომ სახელმწიფო არაა ვალდებული შექმნას მაღალბიუჯეტიანი კლუბი ხალხის ხარჯზე,ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში და ბიზნესი უნდა დაინტერესდეს ასეთი კლუბის შექმნით! ასეთია ევროპული პრაქტიკა და უნდა მივბაძოთ მათ! სახემწიფომ უნდა გააკეთოს ბავშვთა აკადემიები და იმფრასტრუქტურა!
გ
სწორია. ყარაბაღის მსგავსადაა საქმე კვიპროსის ანორთოსისის შემთხვევაში. ეს კლუბი ქ. ფამაგუსტას გუნდია, კვიპროსის ეს ქალაქი 1974 წლიდან თურქებს უკავიათ, თუმცა, გუნდი კვიპრიოსელებმა გააცოცხლეს და დღემდე აცოცხლებენ, თანაც საკმაოდ ნორმალურადაც. ათიოდე წლის წინ ევროპაშიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო თუ გახსოვთ.
კაია
ძაან კაი შეფასებაა
zurabi
რა ფულის ჩარიცხვა ამათ მე რომ ვიყო დავაჯარიმებდი ანტი ფეხბურთისთვის ტორპედოს გარდა
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხს მინდა შევეხო. როგორც ვხედავთ, ყოფილმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა (არ ვგულისხმობ რუსეთსა და უკრაინას) გადაწყვიტეს, რომ ყავდეთ მინიმუმ 1 ისეთი დონის კლუბი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ტურნირებზე. შედარებით ადრე ეს იყო რიგის სკონტო, ამჯამად კი თითქმის ყველა ქვეყანას ყავს მინიმუმ თითო ასეთი დონის კლუბი. შერეფი, ბატე, ასტანა, ფახთაქორი, ყარაბაღი და ეხლა უკვე მრავალეგიონერიანი არარატიც შეუერთდა მათ რიგებს. აზერებმა საერთოდ ჯოკერი შექმნეს. ადგა სახელწიფო და შექმნა ერთი შედარებით მაღალბიუჯეტიანი კლუბი, რომელსაც დაარქვა მისთვის პოლიტიკურად მტკივნეული მხარის, ყარაბაღის სახელი და მოიყვანა ნორმალური ლეგიონერები. შედეგი სახეზეა, გუნდი უკვე გაუშინაურდა ევროტურნირებს. ამით აზერბაიჯანელებმა ორი კურდღელი დაიჭირეს, ერთი სპორტული და მეორე პოლიტიკური - მიიღეს მაღალი დონის შემოსავლიანი კლუბი, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და პლიუს მსოფლიოს უჩვენეს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. დარწმუნებული ვარ იგივეს იზამენ სომხები. და სწორედ აქ ჩნდება ერთი ლოგიკური შეკითხვა: რატომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე ძლიერნი ამა ქვეყნისანი? რატომ არ არის სურვილი რომ იგივე გააკეთოს სახელმწიფომ? რომ შექმნას (ან გააძლიეროს) ერთი ისეთი კლუბი, რომელიც ქვეყნის სახელს ღირსეულად გაიტანს საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროში? ამას ხომ არამხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს! როგორ ვერ უნდა შეძლოს სახელმწიფომ თუნდაც ერთი ასეთი კლუბის შემნა და რჩენა? აქ არ არის საუბარი უმაღლესი დონის მრავალმილიონიან კლუბებზე. თუ კი ეს მოხდება, სხვა შედარებით შეძლებული კლუბების მეპატრონეებიც იძულებულნი გახდებიან უფრო მეტად გააძლიერონ თავიანთი კლუბები. რადგან სხვაგვარად ეროვნულ ლიგაშიც კი ვღარ მიარწევენ შედეგს. ეს კი გარკვეულწილად აწევს ეროვნული ლიგის დონეს და გაზრდის მისდამი ინტერესს. მთავარია იყოს მსგავსი პროექტის სურვილი და ამ ყველაფრის შექმნა რეალურია...
s..s
ჩიხურა და ფრუიძე მაინც სულ წუწუნებენ.
lasha
საბურთალომ ჰანდიკაპებში იმდენი იშოვნა 8 მილიონს რამე საქველმოქმედო ფანდში გადარიცხავს, მაინც არაფერი შეეტყობათ
gio
საბურთალოს რა ვუთხარი მე ასეთი შანსი გაუშვეს ოოოხ! ხეჩიკაშვილი გაკვირვებული როა რატო გაბრაზდა ხალხიო, იმიტომ ტარას გუნდს ასეთი შანსი ქონდა და გაძლიერების მაგივრად, ჯგუფში შესვლის ამბიციის მქონე გუნდი ისეთ ფეხბურთელებს ამატებდით საბურტალო 2 ისთვის თუ გამოდგება!
llcl
ტორპედოს პრეზიდენტი ჩაჩავა გაგიწევთ კონსულტაციას, არ დაგზარდებათ, თუ როგორ უნდა მოიხმარო ფული, დანარჩენებმაც კი იცით, მაგრამ ეგ ყველაზე მიზანდასახული გამოდგა
ტოტტი
ამ 8 მლნ ს კიდევ საბურთალოს ლევად ნაშოვი ათჯერ 8 მლნ და გამოვიდა 88 მილიონი.
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
სარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
უეფამ ევროპა ლიგის 2017/18 წლების სეზონის მონაწილე კლუბებს 428 მლნ ევრო გადაუნაწილა
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ევროპის ჩემპიონთა თასი რაგბიში - რევოლუცია თუ სიცრუე?
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონში
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სუსტებს განსაცდელი ელით - როგორი იქნება უეფას ახალი ტურნირი და რა დაემართება საქართველოს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
წინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
3 მლნ ლარი - "საბურთალომ" ევროთასებზე ჯერჯერობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა