"საბურთალო"-"არარატ-არმენიას" მატჩის შემდეგ აქტუალური გახდა უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე წერდა.

15 აგვისტოს "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, რომ ის აპირებდა მიემართა უეფასთვის, ეს მატჩი საფუძვლიანად გამოძიებულიყო, რადგან აღარ ყოფილიყო ხალხში ის ეჭვი, რომ ეს შეხვედრა იყო გარიგებული.

ჩვენ დღეს დავუკავშირდით თბილისური კლუბის პრესსამსახურს და გვითხრეს, რომ ისინი უკვე ამზადებენ უეფასთვის მიმართვას.

ამავდროულად, ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, უეფას მხრიდან ამ მატჩის საეჭვო მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი რეპორტი არ მისულა და მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ისინი გაავრცელებდნენ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, თბილისური მატჩი სომეხთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, ხოლო პირველი მატჩი "საბურთალომ" სტუმრად 2:1 მოიგო.

Vakhtang Lobzhanidze
ეგ თამაში ტოტალიზატორზე არ გაყიდულა. ანუ არ მიცემული ტოტალიზატორში მოგების მიზნით. ამ თამაშის ბედი ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და დავალება მისცა ფეხბურთელებს წაეგოთ. ამის სანაცვლოდ რამდენი მიიღო ეგაა საინტერესო!
Iberia
ტენდერ ხაჩიკიანის კლუბმა სკ "შულავერმა" ახლა გინდ უეფას მიმართოს გინდ გაეროს.
სვოი
ხეჩიკაშვილი რო იძახის თამაში არ გამიყიდიააო მართალია პრეზიდენტს რატო უნდა გაეყიდა მოგების შემთხვევაში უეფასგან ისედაც ბევრს მიიღებდა, თმაში ბატონო ტარიელა ბიძუა ფეხბურთელებმა გაყიდეს რომლებმაც ტოტალიზატორის მეშვეობით ლამის ერთი წლის და მეტი ფული გააკეთეს...
სვოი
ხეჩიკაშვილი რო იძახის თამაში არ გამიყიდიააო მართალია პრეზიდენტს რატო უნდა გაეყიდა მოგების შემთხვევაში უეფასგან ისედაც ბევრს მიიღებდა, თმაში ბატონო ტარიელა ბიძუა ფეხბურთელებმა გაყიდეს რომლებმაც ტოტალიზატორის მეშვეობით ლამის ერთი წლის და მეტი ფული გააკეთეს...
chabuka
თუ მაგათმა თამაში არ გაყიდეს, მაშინ მათ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ..............
გულშემატკივარი
პირველ თამაშში დაჯდა ტაიმბოლი - კოეფიციენტი 45. მეორე თამაშში არარატის მოგება -კოეფიციენტი 3,5. ნამრავლი 160 !!! ორი თამაშის ყომარით 100 დოლარად შეიძლებოდა 16 000 დოლარის მოგება!
sormona
აქ ისეთი კომენტარები იწერება ქართველი ფეხბურთელების არაპროფესიონალიზმზე და ქართული ფეხბურთის ათას პრობლემაზე რო იფიქრებს ვინმე ალბად დიდი საფეხბურთო კულტურის და დისციპლინის გუნდთან წავაგეთ. ხალხო, კარგად ვიცით ჩვენი ფეხბურთის ამბავი მაგრამ იცით კენჭისყრის შედეგი რატო გაგვიხარდა??? იმიტომ რომ ჩვენზე კიდე უფრო არაპროფესიონალი, სუსტი, გამოუცდელი და ფეხბურთის უმეცრები შეგვხვდნენ!!! ამათთან არ შეიძლებოდა წაგება ძაან თუ არ მოვინდომებდით და ამაშია საქმე. ჩვენმა სანაქებოებმა კიდე მართლა ძაან მოინდომეს და შეასრულეს, აი ეს არის უბედურება და სამარცხვინო საქციელი!!!
sormona
ეს გუნდი ქვეყნის სირცხვილი გახდა, ტფუი თქვენ, ნეტა როგორ უნდა გახვიდეთ აწი და ითამაშოთ .....
Gogita
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს,ქართულ ფეხბურთზე საუბარი საერთოდ.გაყიდეს,არ გაყიდეს რა მნიშვნელობა აქვს?დინამომაც ხომ არ გაყიდა თამაში ფეინორდთან? ვაღიაროთ ერთხელ და სამუდამოდ.ნებისმიერ სპორტს სჭირდება პროფესიონალიზმი,დიდი შრომა,თვითდისციპლინა და თუნდაც მინიმალური ინტელექტი.ჩვენ,ქართველებს,ზემოთჩამოთვლილიდან არცერთი არ გვახასიათებს.ჩვენ ვართ სსრკ-ს შთამომავალნი და შინაგანად ისევ იქ დარჩენილი ერი,რომელმაც ვერა და ვერ გაიგო რომ კარს მიღმა 2-ე საუკუნეა.იგივე პრობლემა გვაქვს ბიზნესში,პოლიტიკაში,ხელოვნებაში. უბედურება იმაშია,რომ არც გვინდა რაიმე ცვლილება.უფრო მოგვწონს წუწუნი და "ოცნება". საბურთალოს ფეხბურთელებს რა უნდა მოსთხოვო,კლუბის პრეზიდენტს არ შესწევს ორი სიტყვის დალაგებულად გამოთქმა.ჰყოფნით ის 6-10 ათასი ლარი თვიურად,არც უნდათ მეტი.მთავარია ხიკლაზე და 10 წლის ბმვ-ზე ეყოთ.უმრავლესობა პლანის ქაჩვას ლამის ვარჯიშებზეც არ ეშვება.მერე გვიკვირს,რომ გარდა ყაზახეთის და რუსეთის კლუბებისა,არავის არ სჭირდებიან.
KUTAISELI
ra uepas mimartavt, daakenet erti adgili romelic somex miliarders mikidet.
თბილისელი
კიდევ უფრო უარესი. თუ ჩაწყობილი არ იყო, მაშინ ასეთი თამაშისათვის უფრო გასაკიცხია გუნდი.
ტოტტი
თამაშებს ბარსა და რეალიც ყიდიან მაგრამ გაყიდვასაც ხო გააჩნია ნეტა რა მისცეს ამდენი რომ ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელი ამხელა შანსი გაყიდეს ეგ ხომ შეუფასებელია. მთელი საქართველო წლებია შევციცინებთ ქართულ კლუბებს იქნებ ჯგუფში მოხვდნენთქო და ამათმა სომხებს მისცეს თამაში. არ გცხვენიათ ? ნეტა როგორ გძინავთ ღამით
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"საბურთალოს" მძლეველ "არარატ არმენიას" "დუდელანჟმა" პენალტების სერიაში მოუგო [VIDEO]
რა ხდება "საბურთალოს" მიერ უეფაში გაგზავნილ წერილზე "არარატთან" დაკავშირებით?
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"თელავმა" "არარატ-არმენიას" სძლია
"არარატ-არმენია" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ბრავოო! - "არარატ-არმენიას" სომხეთის საბაჟოზე პურმარილით დახვდნენ [VIDEO]
დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს