„ფულჰემს“ ევროპის ლიგაში თამაში კი უნდა, მაგრამ ბოლო ხანს იმდენი ყვითელი ბარათი მიიღო, საეჭვოა „ფეარ პლეის“ ჯილდო მიიღოს
„ფულჰემს“ მომავალ სეზონში ევროპის ლიგაში თამაში უნდა, მაგრამ ბოლოხანს იმდენი ყვითელი ბარათი მიიღო, რომ ძალიან საეჭვოა „ფეარ პლეის“ ჯილდო მიიღოს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთლონდონელთა გუნდი, რომელსაც დღეს 47 წლის უელსელი მარკ ჰიუზი უდგას სათავეში, ორი წლის წინ სწორედ ასე მოხვდა შეჯიბრებაში.

მიმდინარე სეზონში, „სანდერლენდთან“ თამაშამდე (ეს შეხვედრა 30 აპრილს გაიმართა), „ფულჰემის“ ფეხბურთელებს 35 შეხვედრაში 40 ყვითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ „ფეარ პლეის“ გზაც გაიხსნებოდა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში, „ლივერპულსა“ და „ბირმინგემთან“, მსაჯებმა მათ თავს ყვითელი ნაკადი მიუშვეს - ათჯერ გააფრთხილეს.

კლუბის პრეს-მდივანმა თქვა: „ეს, უბრალოდ, სამწუხარო უიღბლობაა და მეტი არაფერი. ჩვენ, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს ჯერ არ გადაგვიწურავს ევროპის ლიგაში მოხვედრის იმედი“.

მეორე მხრივ კი, ევროლიგაში მონაწილეობა ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას ართმევს. ასე მაგალითად, „ფულჰემის“ ნორვეგიელ მცველ ბრედე ჰანგელანდს შვებულება მხოლოდ ორკვირიანი გამოსდის. საქმე ის გახლავთ, რომ ჰანგელანდს ზაფხულში სანაკრებო თამაშებშიც მოუწევს მონაწილეობა.

ჰანგელანდმა თქვა: „ცუდი ის არის, რომ თუ ევროლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებ, სეზონი მეტისმეტად ადრე დაგეწყება და დასვენებას ვერ მოასწრებ. პრემიერლიგის კლუბები წლის განმავლობაში თერთმეტი თვე და ორი კვირა თამაშობენ. შეუძლებელია, გუნდებს კვლავ მოედანზე გასვლა სთხოვო, როდესაც მათ დასვენება ფიზიკურად სჭირდებათ“.

აღსანიშნავია, რომ „ფულჰემი“ პრემიერლიგის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ამ სეზონში ფეხბურთელი არ გაუგდეს. „ფეარ პლეის“ რეიტინგი ყოველთვიურად ახლდება და მისი შედგენის დროს ითვალისწინებენ ფანების ქცევას, მსაჯებისადმი დამოკიდებულებას და, რასაკვირველია, დისციპლინას მოედანზე.

ბოლოს, აპრილში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით „ფულჰემი“ დასავლეთლონდონელი მეზობლის, „ჩელსის“ შემდეგ იყო, მაგრამ „ჩელსი“ მათი კონკურენტი არ გახლდათ - „ლურჯები“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ. „ფეარ პლეის“ თვალსაზრისით კარგი პოზიცია აქვს „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“, მაგრამ როგორც ბოლო ტურებში ირკვევა, ევროლიგაში მოხვედრისთვის არც მას სჭირდება ეს ხერხი - თუ მეხუთე ადგილზე გავა, პირდაპირ, სპორტული პრინციპიდან გამომდინარე იქ ამოჰყოფს თავს.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ 2008-09 წლებში „ფულჰემი“ სწორედ „ფეარ პლეის“ გზით მოხვდა შეჯიბრებაში და ფინალამდე მივიდა, სადაც „ატლეტიკოსთან“ წააგო 1:2. მაშინ ლონდონელებს როი ჰოჯსონი წვრთნიდა.

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?