"ვულვერჰემპტონი" სეზონს დიდი ამბიციებით იწყებს. პრემიერლიგის პირველ ტურში "ლესტერთან" გასვლაზე არ წააგეს, არც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დათმეს საშინაო შეხვედრა.

სომხური "პიუნიკის" განადგურების შემდეგ ევროპა ლიგის პლეი-ოფში სერიოზული მეტოქე ელით "ტორინოს" სახით, თუმცა აღსანიშნავია, რომ "პიუნიკთან" გამართულ ორივე შეხვედრაში "ვულვზის" ფორმით 22 წლის მცველმა მაქს კილმენმა ითამაშა და ეს შეხვედრები მისი პირველი სრულად ჩატარებული ოფიციალური თამაშები იყო კლუბის ძირითად გუნდში.

მაქსი პირველად სინჯებზე "ფულემში" მივიდა, როცა ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო. ის ახალგაზრდულ გუნდში არ დაიტოვეს და ამის შემდეგ ბევრ სამოყვარულო კლუბში მოუწია თამაში.

ერთხელაც მეგობრებმა ფუტსალის თამაში შესთავაზეს და კილმენს ეს შესანიშნავად გამოუვიდა. მისი თამაში ბევრმა ნახა და კლუბ Genesi-ში მიიწვიეს.

მაქსმა ფუტსალში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და საოცარ დონეზე დაიწყო თამაში. მალე ინგლისის ფუტსალის ნაკრებში მიიწვიეს, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუმცა კილმენის ოცნებად მაინც დიდი ფეხბურთი რჩებოდა.

დარბაზში თამაშის პარალელურად, ახალგაზრდა მცველმა მეხუთე დივიზიონის "მეიდენჰეიდ იუნაიტედში" თამაში სცადა, იქიდან კი მე-7 დივიზიონის "მარლოუში" გაანათხოვრეს. თუმცა ინგლისის ქვედა დივიზიონებისთვის დამახასიათებელი უხეში თამაში ტექნიკური მაქსისთვის შესაფერისი არ იყო.

ის მალე დაბრუნდა "მეიდენჰეიდში" და რეგულარულად დაიწყო თამაში. სწორედ იქ შეამჩნია ის "ვულვერჰემპტონის" სკაუტმა და დაარწმუნა "მგლები", რომ კილმენში საკომპენსაციო თანხა გადაეხადათ.

ასეთი რადიკალური ცვლილება მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლიდა და მაქსს ფუტსალის ნაკრების დატოვება მოუწია.

თუმცა ის მოხვდა გუნდში, რომელშიც რადიკალური პორტუგალიური რევოლუცია მიმდინარეობს. მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ გუნდს ტექნიკურ, კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს. სწორედ ამიტომ, მაქსში ის პოტენციალი დაინახეს, რაც "ვულვზის" თამაშს შეეფერება. მას ისიც დაეხმარა, რომ პორტუგალიელებს ფუტსალი ძალიან უყვართ. მაქსი რეგულარულად თამაშობს ჟოაუ მოუტინიუსა და დიოგუ ჟოტასთან ერთად და ტექნიკაში არცერთს არ ჩამორჩება.

დიდ ფეხბურთში მცველისთვის მხოლოდ ტექნიკა საკმარისი არ არის. ამიტომ კილმენი ძალიან ბევრს მუშაობს ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მხრივ და შრომაც დაუფასდა.

ბოლოს წინა ტურში "ფულემის" წინააღმდეგ ნუნუმ მაქსი სათამაშოდ მეორე ტაიმში შეიყვანა. სიმბოლურია, რომ პრემიერლიგაში დებიუტი სწორედ "ფულემის" წინააღმდეგ ჰქონდა. მართალია, მაქსმა სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ახალ სეზონში სამწვრთნელო შტაბი უფრო მეტად ენდობა მაქსს. კილმენმა გუნდთან ერთად გაატარა მოსამზადებელი პერიოდი და ევროპა ლიგაზე ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა.

ბოლოს და ბოლოს, ფუტსალიდან ფეხბურთში ისეთი ვარსკვლავები მოსულან, როგორებიც ჟუნინიო და ფილიპე კოუტინიო არიან. ასე რომ, მაქსისთვის შეუძლებელი არაფერია.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ეს სირცხვილია. ძირითადის მეკარე "ვულვზის" მწვრთნელმაც კი დაასვენა" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები სლოტის უცნაურ გადაწყვეტილებას?
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
[VIDEO] აუტსაიდერმა ალისონს ორი გაუტანა - "ლივერპული" დამარცხდა
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა