21 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო კომპლექსი მოინახულეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საფეხბურთო კომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მსგავსი პროექტების თბილისის სხვადასხვა რაიონში განხორციელებაა.

“დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ტერიტორია გადმოგვეცა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას. ჩვენი მხრიდან ავიღეთ ვალდებულება, რომ აღნიშნულ პროექტს განვახორციელებდით. აღსანიშნავია, რომ პროექტი მოზიდული თანხებით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ იხარჯება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საფეხბურთო კომპლექსი FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის თანადაფინანსებით შენდება.

აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთისთვის, რადგან ვარკეთილში არსებული ყველა საფეხბურთო სკოლას საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს”, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

სპორტული მოედნების მნიშვნელობაზე ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა:

“ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საფეხბურთო მოედნები თბილისის ყველა რაიონში აშენდეს. ამ ყველაფერს ემატება მულტიფუნქციური მოედნები, რომელთა მშენებლობას ვარკეთილიდან და დიდი დიღმიდან დავიწყებთ. მიხარია, რომ ვარკეთილს ასეთი მაგარი სპორტული სივრცე შეემატება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თბილისის მერიის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა”.

ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი.

ამასთან ერთად, სტადიონზე დამონტაჟდება 220-250-ლუქსიანი განათება. სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და შესაბამისი სივრცეებით. სტანდარტულ მოედანთან ერთად საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდება მინი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.

საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის დახმარებით 2018 წლის ბოლოს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და ქალაქ თბილისის მერთან ერთად საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი მოსიძემ და რევაზ სოხაძემ და საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ დაათვალიერეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

zZz
ჩინელების ახალ კორპუსებთან ზღვეზე სანამ ახვალ.
თემო
ვარკეთილი არც თუ ისე პატარა ადგილია. კონკრეტულად სად მდებარეობს ეს კომპლექსი?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე