"ვოლგას" ქართველმა პლეიმეიკერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც მუხლის ტრავმით იყო გამოწვეული, ვარჯიში განაახლა და ამ ფაქტმა გუნდის ქომაგები ერთობ გაახარა. "ვოლგას" საიტზეც უმალ პლეიმეიკერთან ინტერვიუ გამოჩნდა.

- გოჩა, შენი დაბრუნება ძალიან გვახარებს. რამდენად სერიოზული აღმოჩნდა ტრავმა?

- "კუბანთან" დათარსული მატჩის შემდეგ სამი დღის განმავლობაში საირულიც კი არ შემეძლო. გადამიღეს მუხლის სურათი და მითხრეს, რომ მკურნალობას არანაკლებ ორი კვირა დასჭირდებოდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ლამის მთელი თვეა არ მივარჯიშია.

- გაგიჭირდა ფეხბურთის გარეშე?

- თქვენ ვერცკი წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თამაში. ვეხვეწებოდი, წავეყვანე ნალჩიკში, თუნდაც მაყურებლის როლში, მაგრამ ექიმებმა თავის შეკავება და ტრავმის ბოლომდე მოშუშება მირჩიეს. იმ თამაშს ტელევიზორში, ვაჟიშვილთან ერთად ვუყურე. ჩემმა ბიჭმაც კი შენიშნა, რომ "ვოლგამ" ბოლო თამაში უკეთ ჩაატარა.

- ახლა როგორ გრძნობ თავს?

- კარგად. ბიჭები გასახდელში მეხუმრებოდნენ - როგორ დაისვენეო. არადა, დასასვენებლად სად მქონდა საქმე? შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურთან ერთად მორალური ტრავმაც მივიღე. ყოველდღე ვრეკავდი ნიჟნი ნოვგოროდში, ძალიან განვიცდიდი გუნდის წარუმატებლობას. გუნდთან ერთად ყოფნა და მისთვის სარგებლის მოტანა მსურდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ვეფხვი გალიაში.

ახლა, მადლობა უფალს, ყველაფერი უკან მორჩა. დავბრუნდი ნიჟნი ნოვგოროდში და დავიწყე ვარჯიში. მართალია - ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით. ექიმები ამბობენ, რომ ათი დღის შემდეგ საერთო ჯგუფთან ერთად ვივარჯიშებ, "კრილია სოვეტოვთან" საშინაო მატჩში კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ.

- რას იტყვი ცსკა-სთან მატჩის 21 ივლისისთვის გადატანაზე?

- მე ძალიან მიხარია, ეს თამაში რომ გადაიტანეს. ასე რომ არა, მასში მონაწილეობას ვერ მივიღებდი. იმედი მაქვს, არმიელებთან თამაშამდე ოპტიმალურ ფორმას აღვიდგენ და ცსკა-საც და რუსული ფეხბურთის სხვა გრანდებსაც მედგრად შევებრძოლებით.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"