"ესპანიოლის" 35 წლის ნახევარმცველმა ივან დე ლა პენიამ მედია შეჰყარა და ფეხბურთიდან წასვლის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა
გუშინ "ესპანიოლის" ნახევარმცველმა ივან დე ლა პენიამ მედია შეჰყარა და ფეხბურთიდან წასვლა საჯაროდ გამოაცხადა. 35 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ უნიჭიერეს გამთამაშებლად მიიჩნევდნენ, განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანმა და ქრონიკულმა ტრავმებმა აიძულეს მას ეს ნაბიჯი გადაედგა.

"მადლობა ყველას, გუნდს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, მე მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მე საოცრად ლამაზი დრო გავატარე ბავშვობიდან ფეხბურთში. აქ შევიძინე ყველაზე კარგი მეგობრები. ყველაფერი ფანტასტიკური ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთს უკავშირდება. არ მავიწყდება, რამხელა სიყვარულით მიმიღეს გულშემატკივრებმა, მას შემდეგ, რაც პრიმერადივიზიონში გამოვჩნდი", - განაცხადა დე ლა პენიამ პრესკონფერენციაზე და ბავშვივით ატირდა.

დე ლა პენია შაბათს "სევილიასთან" მატჩში უკანასკნელად გავა მოედანზე და ბარსელონურ პუბლიკას გამოეთხოვება: "არავის უნდა ფეხბურთთან განშორება, მას მერე, რაც ამ საოცარ სამყაროში შეაბიჯებს. მეც მინდოდა, კიდევ დიდ ხანს მეთამაშა, მაგრამ ეს შეუძლებელია. გულს სურს მოედანზე გასვლა, მაგრამ ორგანიზმი ჯიუტად მეუბნება: კმარა".

"მართალია, ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია მწვრთნელის ამპლუაში და ეს არც მოხდება, მაგრამ ფეხბურთთანაც განშორება მიჭირს. არ ვიცი მომავალში რითი დავკავდები, მაგრამ ჩემს ოჯახს, რომ მეტ დროს დავუთმობ, ცხადია", - განაცხადა დე ლა პენიამ.

"პატარა ბუდამ" ამ სეზონში სულ 30 წუთი ითამაშა "ესპანიოლის" შემადგენლობაში. დე ლა პენია კანტაბრიაში დაიბადა. ის "ბარსელონას" აღზრდილია და საფეხბურთო სამყაროში გამოზომილი პასით და საჯარიმო დარტყმების უბადლო შესრულებით იყო ცნობილი. 1995 წელს 19 წლის "პატარა ბუდას" იოჰან კრუიფის გუნდში ჰქონდა დებიუტი. ის "ვალიადოლიდთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტმა სეზონში 7 გოლი გაიტანა და მას ყველა ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელად მიიჩნევდა, კრუიფმა აქცენტის გაკეთება სხვა ფეხბურთელებზე გადაწყვიტა. კლუბში ბობი რობსონის მოსვლასთან ერთად დე ლა პენიას მეორე შანსი მიეცა და მან ეს შანსი კარგად გამოიყენა, რონალდოსთან ბრყინვალე დუეტი ააწყო. მაგრამ ლუის ვან გაალის მოსვლით, "პატარა ბუდამ" კვლავ დაკარგა მწვრთნელის ნდობა "ბარსაში".

ამის შემდეგ დაიწყო მისი უიღბლობები, დე ლა პენიამ ვერ გაამართლა "ლაციოში" და ის მარსელის "ოლიმპიკში" გაანათხოვრეს. ვერც იქ იყოჩაღა და დროებით "ბარსას" დაუბრუნდა. 2002 წელს მან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, "ბარსას" მოსისხლე მტერ "ესპანიოლში" გადაბარგდა, სადაც გაატარა კიდეც კარიერის საუკეთესო წლები. 2007 წლიდან კი დაიწყო გაუთავაბელი პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით, "პატარა ბუდა" უმეტეს დროს კლუბის ლაზარეთში ატარებდა. მას ესპანეთის ნაკრებში 5 მატჩი აქვს გამართული.

დე ლა პენიას მოგებული აქვს: ვეროპის თასების მფლობელთა თასი (1997), უეფა-ს სუპერთასი (1997), ესპანეთის ჩემპიონატი (1998), ესპანეთის თასი (1997), ესპანეთის სუპერთასი (1996) - "ბარსელონაში"; თასების მფლობელთა თასი (1999), იტალიის სუპერთასი (1998) - "ლაციოში"; ესპანეთის თასი (2006) - "ესპანიოლში". "დონ ბალონმა" ის 1995-96 წლების სეზონის ლა ლიგის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელა.

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა