რა უნდოდათ "შალკეს" ბოსებს პუტინთან? რა თქმა უნდა, ფული!

პრინციპში, ეს სეზონი „შალკესთვის“ მაინც ძალიან წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. მართალია, ლევან ყენიას გუნდმა ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად იასპარეზა და სეზონის მიწურულამდე ელიტაში ადგილის შენარჩუნებაც კი არ ჰქონდა განაღდებული (არადა, „შალკე“ შარშან ვიცე-ჩემპიონი გახდა), სამაგიეროდ, გელზენკირხენელები გერმანიის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც შაბათს მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ „დუისბურგს“ ეთამაშებიან და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშეს.

ამ სენსაციურმა წარმატებამ „შალკეს“ ბევრი ფული აშოვნინა, ფული კი, გელზენკირხენელებს ძალიან სჭირდებოდათ, რადგან აგერ უკვე ორი წელია, ვალებში იხრჩობიან. ამ თვალსაზრისით მთავარ წარმატებას გუნდმა გუშინ მიაღწია, როცა გადაწყდა, რომ გენერალური სპონსორი, რუსული ნავთობ-გიგანტი „გაზპრომი“ „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს. ძველ ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს ეწურებოდა, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, „გაზპრომი“ „შალკეს“ გენერალური სპონსორი 2017 წლამდე იქნება. რუსულ გიგანტს თანამშრომლობის გაგრძელებაზე გელზენკირხენული კლუბის შეფები, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესი და ფინანსური დირექტორი პეტერ პეტერსი შეუთანხმდნენ.

„ბილდის“ ინფორმაციით, „გაზპრომი“ „შალკეს“ 2017 წლამდე, ყოველწლიურად 16 მილიონ ევროს გადაურიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიონიესმა და პეტერსმა 80-მილიონიან კონტრაქტს გამოჰკრეს ხელი. და ეს ყველაფერი არ არის: ამ თანხას ხომ სხვადასხვა წარმატებებისთვის გათვალისწინებული პრემიები დაემატება და დიდი შანსია, რომ „გაზპრომისგან“ საერთო შემოსავალმა 100 მილიონსაც გადააჭარბოს. ცნობისათვის, რუსები „შალკეს“ აქამდე ყოველწლიურად მხოლოდ 12.5 მილიონ ევროს უხდიდნენ.

ტიონიესი და პეტერსი მოსკოვში ორშაბათს გაფრინდენ, სამშაბათს კი „გაზპრომის“ შეფ ალექსეი მილერთან გამართეს მოლაპარაკებები. საღამოს, „შალკეს“ შეფები თვით რუსეთის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც მიიღო...

„თანამშრომლობით ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია. „გაზპრომი“ საფეხბურთო გერმანიაში დღეს ყველაზე ცნობილი სპონსორია. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა ის, რომ თურმე ვლადიმირ პუტინმა „შალკეს“ შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის,“ - აცხადებს ტიონიესი.

„შალკესა“ და „გაზპრომს“ შორის ახალი კონტრაქტი ოფიციალურად ორ კვირაში გაფორმდება და თუ გელზენკირხენული კლუბი გერმანიის თასს მოიგებს და ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს, რუსები ხელშეკრულებას კიდევ უფრო გაუმჯობესებული კონდიციებით გააფორმებენ. სხვათა შორის, „გაზპრომს“ სანკტ პეტერბურგის „ზენიტისთვის“ ახალი სუპერ-სტადიონის აშენება უნდა და „ბილდის“ ინფორმაციით, პუტინს „შალკეს“ შეფებისთვის დახმარება უთხოვია - გელზენკირხენის „ფელტინს არენა აუფ შალკე“ ხომ ევროპის ერთერთი საუკეთესო სტადიონია და რუსებსაც სწორედ ასეთის აშენება სურთ.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...