საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 სძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თამაში "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შეაჯამა:

"ცუცქირიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯერ ზუსტად არ ვიცით, დაწვრილებითი ინფორმაცია 2-3 საათის შემდეგ გვეცოდინება.

მერაბ შარიქაძე კარგადაა, დადის, მოძრაობს და მას სკანირება ხვალ ჩაუტარდება. ამ ეტაპზე გარისკვა არ გვინდა და ვნახოთ, რა იქნება.

წინა მსოფლიოსთვის მომზადების დონეს რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50%-ით უკეთ ვართ მზად, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

ამ შეხვედრაში 15 ქულით ვაგებდით. თავიდან გაგვიძალიანდნენ, კუნთები გვიჩვენეს. თუმცა სწორედ ამ მომზადების წყალობით ბოლოს შევძელით გამარჯვება და პირველი თამაშის კვალობაზე, კმაყოფილი ვარ. არ ვამბობ, რომ კარგი მატჩი იყო, თუმცა ეს პირველი შეხვედრა გახლდათ. კარგად ნამდვილად არ გვითამაშია.

შემდეგ თამაშში ვეცდებით ვაჩვენოთ ის რაგბი, რისთვისაც ვემზადებით. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. ყველამ ვიცით, რამდენად კარგი გუნდია შოტლანდია. ხვალინდელ დღეს მეტოქის შესწავლას დავუთმობთ და განვაგრძობთ მათ წინააღმდეგ მზადებას.

ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი 3 დერეფნის წაგება იყო. აგრეთვე, პირველ ტაიმში ფიზიკურად გვაჯობეს და შემდეგი თამაშისთვის ეს უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, მაღალ ბურთებზე პირველ ტაიმში ვერ გამოვიყურებოდით კარგად და დაწვრილებით უკვე ხვალ განვიხილავთ ყველაფერს.

იმისთვის ვივარჯიშეთ, რომ შოტლანდიის მაღალი ტემპისთვის გაგვეძლო. ჩვენი მონაცემები ციფრებში რომ ნახოთ, ის მაჩვენებელია, რაც ტოპ-დონის გუნდებს აქვთ და თუ შოტლანდია ტემპს მოუმატებს, ჩვენც იმავეს ვიზამთ, ამისთვის მზად ვართ".

ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც. რეალობა რაც არის, ვერ გავურბივართ,თორემ კი არ გვიხარია ამდენი ლაპარაკი. ფიჯის ბურთი თუ მიეცი, ჩვენ კი არა, ნებისმიერს გაუჭირდება. თითოეული დაკარგული ბურთი აუტიდან თუ სხვა სიტუაციიდან მწვავე შეტევად გადაიქცევა. რეალურად კალენდარიც ცუდი გვაქვს და ძნელია სრულად გაანაწილო ჩვენი რესურსი, მითუმეტეს ასეთი სტილი გვაქვს და 2-3 თვეში მისი შეცვლაც გამორიცხულია. ძლიერი დაცვა და დისციპლინა მოიგებს ამ თამაშს - ძლიერი შერკინება და თითოეული ჯარიმის ქულად გარდასახვა
გიორგი
ზურა მინდა მჯეროდეს ფიჯი ს რომ მოვუგებთ მაგრამ ამდენ ბურთს თუ ჩავაბარებთ მოწინააღმდეგეს თუნდაც დაცვის აუტი ხომ კატასროფული იყო საერთოდ არც უცდიათ ხელი ს შეშლა და ჩვენ აუტებსაც ვეღარ ვიგებდით ეგრე თანამედროვე რაგბში ვინც აკონტროლებს ბურთს ის იგებს თამაშს რაც დაემართა თუნდაც ახალ ზელანდიას ავსტრალიასთან! იმედია შოტლანდიასთან უკეთეს თამაშს ითამაშებენ თორე მსოფლიომდე 2 კვირა ღაა დარჩენილი :|
Pozitivi
ემოციების გარეშე თუ შევხედავთ თამაშს სუფთა რაგბის კუთხით იმ დონის თამაში არ იყო მსოფლიოზე ფიჯი ან თუნდაც ურუგვაი რომ დავამარცხოთ იმედი მაქვს პირველი თამაშის ეფექტი იყო და მომოვალ თამაშზე ბევრად გამართულ და დალაგებულ თამაშს ვიხილავთ როგორც აუტში სადაც კატასროფული იყო იმდენი ბურთი ს დავკარგეთ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო მომოვალ მეტოქესთან
ზურა
პირველად 20 წლის წინ დავესწარი ნაკრების თამაშს.. მას მერე არ გამომიტოვებია არცერთი თამაში.. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ნაკრების პროგრესი.. რა შედარებაა იმ დროინდელ ნაკრებსა და ახლანდელს შორის.. პროგრესი სახეზეა და ნელ-ნელა ყველა სათამაშო კომპონენტი უნდა განვავითაროთ... წარმატებები და სულ წინსვლა.. არ დაგვავიწდეს, რომ ბიჭებმა ძნელი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს.. ბურთთანაც იშვიათად ვარჯიშობდნენ.. მსოფლიო ჩემპიონატამდე ფიზიკური მომზადების გარდა ახლა დაიწყებენ კომბინაციების და სათამაშო ელემენტების დახვეწას.. იმედი მაქვს ფიჯის მოვუგებთ და მესამეზე გავალთ...

შეიძლება გუნდი ფიზიკურად იყოს მზად, მაგრამ სხვას თუ გულისხმობს, არ ვიცი. დერეფანში და ზოგადად მეორე ხაზში პრობლემა გვაქვს ამდენი ხანია. სუთიაშვილის გარდა არცერთ მესამეხაზელს არ შეუძლია მეორე ხაზში თამაში. ურუგვაისთან კი, მაგრამ ფიჯისთან მარტო ჩვენი ხასიათით და მოლით ვერ მოვიგებთ. თუ სხვა კოზირი აქვს , არ ვიცი
Tato
ბიჭებო გილოცავთ გამარჯვებას :) მილტონ მორჩი ამ პროცენტებით ლაპარაკს 50% უფრო მაგრად ვართ მომზადებულიო 2015 -ში 2 თამაში მოვიგეთ ჯგუფში ! რა ჯგუფიდან გასვლა ? ალბათ ხუმრობთ :)) ექსპერიმენტები დრო აღარ არი 3 კვირაში მსოფლიო იწყება ეს რა თამაშის ხარისხი იყო ? :|
ზურა
ჯგუფიდან გასვლის მოთხოვნა ცოტა არარეალურია..2 თამაში თუ მოვიგეთ ძალიამ კარგი იქნება!
gia
ჯაბა შენ ჯგუფიდან გასვლა გაქვს გეგმაში? მე-3 ადგილი ჩემთვის სრულიად მისაღები იქნება :)
ჯაბა
ბიჭებო გილოცავთ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებას :)) ბატონო მილტონ იმედია შოტლანდიასთან უფრო გამართულ თამაშს ვიხილავთ თორე ამ თამაშით ჯგუფიდან ვერ გავალთ :|
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია
"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
დავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ცნობილი გახდა, ვის შეხვდება "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაცვლად