ევროპის ლიგა. ფინალის გამოძახილი: ეშინოდეს ჩემპიონთა ლიგას, "პორტუ" მოდის!
როგორც არ უნდა დასრულებულიყო დუბლინური ფინალი, პორტუგალიაში მაინც დღესასწაული გაიმართებოდა, ოთხშაბათის 90 წუთს უნდა დაედგინა, სად მოეწყობოდა ფიესტა ქვეყნის "ჩრდილოეთის დედაქალაქ" ოპორტოში თუ მისგან აღმოსავლეთით მდებარე და ორჯერ უფრო პატარა ბრაგაში. ფავორიტმა "პორტუმ" ივარგა, 1:0 მოიგო და შინ თასით ხელდამშვენებული წავიდა.

გამარჯვებულმა ანდრე ვილას-ბოასმა აღიარა, რომ ირლანდიური ფინალი მოსაწყენი გამოვიდა: "ფინალით არცთუ კმაყოფილი ვარ, ვერ გამოვიდა ისეთი ფეხბურთი, როგორსაც გულშემატკივრები ელოდნენ, ნამდვილად შეიძლებოდა ხალხს უკეთესი თამაში ენახა. თუმცა ეს არ არის უჩვეულო ფინალური მატჩებისათვის. ორივე გუნდი დაძაბული იყო, რის გამოც კომბინაციური ფეხბურთი არ გამოგვდიოდა. ეს კი პორტუგალიური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ ჩვენ შევძელით მთავარი, გადამწყვეტი გოლი გავიტანეთ მეტოქის კარში და ევროპის ლიგა მოვიგეთ. ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში, რაშიც მეტოქის წვლილიცაა. ისე კი, ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ, ბრწყინვალე სეზონს ახლა ერთი, ფინალური გამარჯვებაღა აკლია - პორტუგალიის თასიც უნდა მოვიგოთ".

მისმა ოპონენტმა დომინგუშ პასიენსიამ, რომელიც ამ თამაშით გამოეთხოვა "ბრაგას", მარცხში ესპანელ არბიტრს ადანაშაულებს: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ბიჭებიც ასე არიან. თამაშმა დაგვანახა, რომ "პორტუს" ჩვენზე სულაც არ ჰქონდა ის უპირატესობა, რასაც ყველა მატჩამდე ვარაუდობდა. 44-ე წუთზე მეტოქემ ჩვენივე შეცდომის წყალობით გაიტანა გოლი. მეორე ტაიმში "ბრაგას" ჰქონდა უპირატესობა და ძალიან სამწუხაროა, რომ მოსორომ გატანა ვერ შეძლო. მას, რომ ის შანსი გამოეყენებინა, სიუჟეტი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო 72-ე წუთზე, როცა მსაჯს უნდა გაეგდო სეპუნარუ, მაგრამ ესპანელმა არბიტრმა ეს არ გააკეთა. მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ "პორტუ" დაუმსახურებლად გახდა ჩემპიონი".

მწვრთნელს კაპიტანიც ეთანხმება, ვანდინიო აცხადებს, რომ კარბალიო სუსტი არბიტრია და ის ევროპის ლიგის ფინალში არ უნდა დაენიშნათ. აი, კლუბის პრეზიდენტი ანტონიუ სალვადორი კი ამაყია: "ძალიან მეამაყება ჩემი გუნდის და ბიჭების. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აქ ტყუილად არ ჩამოვედით. ვიბრძოლეთ ბოლომდე გასამარჯვებლად, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. პორტუგალიას და მთელ მსოფლიოს ჩვენი მაღალი დონე და პროფესიონალიზმი ვაჩვენეთ".

"პორტუს" პრეზიდენტმა პინტუ და კოშტამ, რომელიც გუნდის ფანებში ძალზე პოპულარულია, დუბლინშივე დადო პირობა, რომ კლუბი ლიდერებს არ გაყიდის: "მომავალ სეზონში ყველა მნიშვნელოვან ფეხბურთელს შევინარჩუნებთ, ამის პირობას ახლავე ვიძლევი, თუმცა ნამდვილად არ მჩვევია წინასწარ მოგებები შეგპირდეთ და ამას არც ამ საყოველთაო სიხარულის ჟამს შეგპირდებით. ერთი ვიცი, რომ გუნდი მომავალშიც კარგ ფეხბურთს ითამაშებს, რადგან ეს "პორტუს" დევიზია. ამბობენ, ვილას-ბოასი გრანდებს სურთო, ჩვენ ეს არ გვაწუხებს - თავად ვართ ევროგრანდი და იმიტომ".

მატჩის გმირმა რადამელ ფალკაომ თქვა, რომ "პორტუ" ტიტულებზეა დაგეშილი და ამაზე გაჩერებას არ აპირებს: "ფეხბურთელები ერთ მუშტად ვართ შეკრულნი, ჩვენი მიზანია - ბევრი ტიტული. ძალიან მიხარია, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი კლუბის წარმატებაა. ყველანი კმაყოფილები ვართ, რადგან სეზონის დასაწყისში სწორედ ამას ვნატრობდით".

მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ბევრი ექსპერტი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ფალკაოს პარტნიორ ჰალკს მიიჩნევს: "ეს საღამო უკვე ისტორიაა. მოვა დრო, როცა მე ამ წარმატების შესახებ ჩემს შვილს სიამაყით მოვუყვები. მომავალში კი ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ, ევროპის ლიგის ტიტულზე უკეთესი ხომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა".

რას წერს პორტუგალიური პრესა

"ო ჟოგო" აღნიშნავს, რომ ფინალი ვერ გამოდგა თვალსასეირო, თუმცა "პორტუს" გამარჯვება ლოგიკური იყო. ამ ტურნირში ვილას-ბოასის გუნდმა უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენა და ღირსეული გამარჯვებულიც გახდა. "ო ჟოგოს" სათაური კი, არც მეტი არც ნაკლები, ასეთია: "ნაციის გმირი". გამოცემა ამტკიცებს, რომ "პორტუ" გაისად ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებული იქნება.

ახალი განსაკუთრებული?

ანდრე ვილას-ბოასი თითქმის 10 წლის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს თანაშემწე იყო. ახლა კი მას ისეთი მიღწევა აქვს, რითაც ვერც თავად "განსაკუთრებული" და ვერც სერ ალექს ფერგიუსონი დაიკვეხნის - ვილას-ბოასი ევროთასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელმაც ტიტული მოიგო. პორტუგალიელმა ეს 33 წლის ასაკში მოახერხა.

ვილას-ბოასი "პორტუში" პირველ სეზონს ასრულებს და წინ კიდევ სათასო ფინალი ელის, მაგრამ მან უკვე შეძლო:

* კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია (ყველა შეჯიბრებაში) გამოაცხო - 36. წინა რეკორდი, რა თქმა უნდა მოურინიოს ეკუთვნოდა - 33 თამაში წაუგებლად.

* ევროთასებზე პორტუგალიური კლუბების მოგებათა რეკორდი დაამყარა სეზონში - 14.

* ლიგასაგრეშში ქულების რეკორდულ მაჩვენებელს მოუყარა თავი - 84 ქულა.

* პორტუგალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგებათა სერია გამოაცხო - 16.

* ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოუგო მეორეადგილოსანს - "ბენფიკა" 21 ქულით ჩამოიტოვა.

* "ბენფიკას" შემდეგ მეორე პორტუგალიური გუნდი გახადა "პორტუ", რომელსაც სეზონში არ წაუგია.

და ეს ყველაფერი მან 9 თვის განმავლობაში მოასწრო! მწვრთნელს კლუბში საფეხბურთო სტილის შესაცვლელად დაუძახეს და უთხრეს, რომ ახალი ფეხბურთელები არ იქნებოდნენ. "პორტუდან" რაულ მეირელეში და ბრუნო ალვეში წავიდნენ, ერთადერთი შენამატი კი ჟოაო მოუტინიოა. რაც შეეხება თამაშის სტილს, ყველაზე მეტად სპეციალისტებს სწორედ ეგ მოსწონთ, რომ "პორტუ" როგორც წესი, მეტოქეებს კი არ ამარცხებს, არამედ ანადგურებს. სეზონში ამ კლუბს გოლების უკეთესი შეფარდება აქვს, ვიდრე "ბარსელონას" - 47 შეხვედრაში "პორტუმ" 114 გოლი გაიტანა და მხოლოდ 32 გაუშვა! ეს ფანტასტიკაა...

სტატისტიკა

გოლები

17 რადამელ ფალკაო პორტუ

11 ჯუზეპე როსი ვილიარეალი

6 ტომაშ ნეციდი ცსკა

საგოლე პასები

6 რომან ერიომენკო დინამო კ.

5 არტურ ბოკა შტუტგარტი

4 ჯეიმს როდრიგესი პორტუ

კარისკენ დარტყმა (ზუსტი)

25 ფალკაო პორტუ

24 როსი ვილიარეალი

24 ჰალკი პორტუ

კარში დარტყმა (არაზუსტი)

21 ჰალკი პორტუ

19 ფალკაო პორტუ

18 კარდოსო ბენფიკა

თამაშგარე

16 პოშტიგა სპორტინგი

15 კუიტი ლივერპული

15 მილევსკი დინამო კ.

გაფრთხილება

5 ხაჩერიდი დინამო კ.

4 პასტორე პალერმო

4 კაკა ბრაგა

გაძევება

2 პასტორე პალერმო

ჯარიმა

32 როდიონოვი ბატე

29 გუარინი პორტუ

27 პოპოვი დინამო კ.

მასზე დაჯარიმდნენ

46 მილევსკი დინამო კ.

38 ალანი ბრაგა

32 ჰალკი პორტუ

[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს