ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"

მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"

WTA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ჩოგბურთელის, მარიამ ბოლქვაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და პირველ გვერდზე განათავსა.

Sportall.ge გთავაზობთ აღნიშნული ტექსტის თარგმანს.

"კვალიფიკაციიდან მოსული მარიამ ბოლქვაძე US Open-ის ზღვარზე: მე ვცდილობ, ამერიკის ღია ჩემპიონატს ის მივუდგე, როგორც ჩვეულებრივ ტურნირს.

კარიერის გახურების პროცესში ამერიკის ღია ჩემპიონატზე მარიამ ბოლქვაძე ძალებს ჯერჯერობით თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის იკრებს, რომელშიც მსოფლიოს მე-3 ჩოგან კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდება არტურ ეიშის სახელობის კორტზე.

ქართველ მარიამ ბოლქვაძეს US Open-ის კორტებს შორის გზის გასაკვლევად გიდი სჭირდებოდა, რათა საკვალიფიკაციო რაუნდში თავისი პირველი მატჩი გაემართა, ახლა კი პირდაპირ Arthur Ashe Stadium-ზე მოხვდა, რომელიც ტურნირის ცენტრალური არენა და მსოფლიოში ყველაზე დიდი საჩოგბურთო სტადიონია.

21 წლის ცაციას აქამდე WTA-ს დონეზე ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა მოგებული და დიდი სლემის ტურნირებზე ერთი გამარჯვებითა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული მოგებებით US Open-ის მეორე წრის შეჯიბრებაზე მე-3 ნომრად განთესილ კაროლინა პლისკოვას შეხვდება.

ბერნარდა პერასთან (სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელი იყო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სპორტსმენი, რომლის წინააღმდეგაც ბოლქვაძეს ოდესმე უთამაშია) გამართული 3-სეტიანი დაძაბული მატჩის შედეგ მარიამ ბოლქვაძემ საკუთარი თავი მშვიდ პერსონად წარმოაჩინა, რომელმაც დამაჯერებლად გაიარა პრესდარბაზისკენ მიმავალი გზა; არაფრად ჩაუგდია ის, რომ ნიუ-იორკში სრულიად მარტოა და არც გუნდი ჰყავს და არც ოჯახი, რომელიც მხარს დაუჭერდა.

"ოჯახიც და გუნდიც მე თვითონ ვარ!" - იხუმრა ბოლქვაძემ. "თუმცა, ჩემი მეგობრები, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მოდიან ჩემ საგულშემატკივროდ, როცა შეუძლიათ და ქართული წრე იკვრება.

მწვრთნელი აპირებდა ჩემთან ჩამოსვლას, თუმცა ბოლო დროს გეგმები შეიცვალა და ვეღარ მოახერხა. მას შემდეგ, რაც ძირითად ბადეში გავედი, ვფიქრობდი მის ჩამოყვანაზე, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გეგმა მაინც მუშაობს და ჩემი გზა უნდა განვაგრძო. როცა დედაჩემმა გაიგო, რომ მწვრთნელი არ იქნებოდა ჩემთან ერთად, მას უნდოდა წამოსვლა, მითხრა, "რას ამბობ, სულ მარტო ყოფნას როგორ აპირებ" და მსგავსი ფრაზები.

მე კი მარტო ყოფნას შეჩვეული ვარ და მომწონს კიდეც. ასე რომ, მარტოობა არ მაწუხებს."

ეჭვგარეშეა, ბოლქვაძემ საკუთარ თავთან მუშაობა 13 წლიდან ისწავლა, როცა მშობლიური საქართველოდან ლონდონში ოცნების ასასრულებლად და ჩოგბურთის სათამაშოდ გადავიდა.

თავის ნათლიასთან მცხოვრებმა ბოლქვაძემ ძალიან დიდი სარგებელი ბრიტანეთის ჩოგბურთის პროგრამიდან მიიღო.

"ჩოგბურთის მხრივ, საქართველოს არა უშავს, თუმცა ლონდონში უფრო კარგი პირობები მექნებოდა, საკუთარ თავსაც უკეთ მოვუვლიდი, რადგან საერთო ჯამში, ბრიტანული პროგრამა უკეთესი იყო. მათ ძალიან ბევრი ჩოგბურთელი ჰყავთ. ძალიან მომწონს ის დრო, როცა ჩისუიქის "Dukes Meadows"-ში ვვარჯიშობდი".

ბოლქვაძე, რომელიც ქართულ ენაზეც ბრიტანული აქცენტით საუბრობს, განაგრძობს ლონდონში ცხოვრებას, არის გოგონებში უიმბლდონის წყვილთა შეჯიბრების ფინალისტი და პირველი ქართველი ქალი ჩოგბურთელი სოფია შაფათავას შემდეგ (2014 წელს, როლან გაროსი), რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში მოახერხა თამაში.

21 წლის ბოლქვაძე საუკეთესო პირადი სეზონის შუა ნაწილშია და კარიერის ყველაზე მაღალი შედეგიც დააფიქსირა, ის მსოფლიოს ტოპ 200 ჩოგბურთელს შორის პირველად იქნება. ეს განსხვავდება იმისაგან, რა მდგომარეობაშიც მსოფლიოს 569-ე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე იყო 2018 წლის მარტში, როცა მძიმე ტრავმის შედეგად 6 თვე გაუცდა და სწორედ მაშინ უბრუნდებოდა ჩოგბურთს. ამ წელს კი მძიმე შრომა დაუფასდა და ITF-ის W25-იანი კატეგორიის 3 ფინალში გავიდა, მესამე კი მოიგო კიდეც, ობიდოსში, აპრილის თვეში.

ისე ჩანს, რომ ბოლქვაძე არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისათვის მზად არის და ახლა ის მომენტი დგება, რისთვისაც შრომობდა და რასაც გეგმავდა.

"გასულ წლებში ბევრ შეჯიბრებაში არ მიმიღია მონაწილეობა. ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემი პირველი წელია, როცა სრული სეზონის მანძილზე ვთამაშობ. გარკვეული სახის ტრავმები ისევ მაწუხებს, თუმცა კორტზე ყოფნიდან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

ჩემთვის ეს წარმატება (რეიტინგში დაწინაურება) სწრაფად არ მოსულა. იცით, მე.... ნუ, კარგი, შეიძლება ეს ძალიან თავდაჯერებულად ჟღერდეს, თუმცა ეს ყველაფერი დიდი პროცესის ნაწილია.

რას ველოდი?.. იცით, მე ამ შეჯიბრებაზე ამდენს არ ველოდი, თუმცა მქონდა მოლოდინი, რომ ამ წელს რეიტინგში უნდა დავწინაურებულიყავი, რადგან ფიზიკურად და მენტალურად თავს კარგად ვგრძნობდი, წინსვლის განწყობა მქონდა."

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, ბოლქვაძე სასტუმრო Queens-ში ცხოვრობს, ახლა კი კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს მწვრთნელთან. როგორც ამ საუკუნის ჭეშმარიტი შვილი, ბოლქვაძეს ტექსტური მიმოწერა ურჩევნია ხმოვან კავშირს.

"ადამიანებთან მობილური ტელეფონით საუბარი არ მიყვარს და ეს მწვრთნელმაც იცის."

ბუნებრივია, ბევრი არ უფიქრია და მანჰეტენის მონახულება იქამდე გადადო, სანამ ტურნირი მისთვის არ დასრულდება. ასევე, საოცარია აღფრთოვანების ის ფორმა, რაც მის ხმაში იგრძნობა, როცა მსოფლიოს მესამე ჩოგანთან ჩოგბურთის უდიდეს კორტზე გასამართი შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"იცით, მენტალურად ეს ყველაფერი როგორაა... აი, ჩემს გონებაში ეს ყველაფერი თითქოს, უკვე გავიარე... იცით, რომ აქ არ არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ... როცა შეხვედრას ვიგებ, ეს თითქოს ჩვეულებრივი რამ არის, არაფერი განსაკუთრებული. არ ვიცი, ყველა ასე განიცდის თუ არა, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც ნორმალურად არ მეჩვენება, ჩემი ფეისბუქისა და ინსტაგრამის "აფეთქებაა" (იცინის). ეს ცოტათი უცნაურია, დანარჩენს კი არა უშავს.

მე ვცდილობ, ამერიკის ღია ჩემპიონატს ისე მივუდგე, როგორც ჩვეულებრივ ტურნირს, უბრალოდ უფრო მეტი მაყურებლითა და უდიდესი გამოცდილებით. მინდა, შემდეგ დაპირისპირებას, როგორც რიგით მატჩს, ისე შევხედო და ვნახოთ, რა გამოვა.

კორტზე ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თამაშით სიამოვნება მივიღო. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემგან ბევრს არავინ ელოდება. ასე რომ, მსურს სასიამოვნო წუთები უბრალოდ გაგრძელდეს. მინდა, რომ სანამ გამომივა, თავი ზედმეტ ზეწოლას ავარიდო."

მარიამ ბოლქვაძე კაროლინა პლისკოვას წინააღმდეგ დღეს, 28 აგვისტოს ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

• ნიკა

გილოცავთ მარიამობას! მარიამს დიდი წარმატებას ვუსურვებ დღეს და მომავალში! არტურ ეშზე რადგან არის ევროსპორტი აჩვენებს თუ იცით?

• მ. ტ.

ამ გოგონას სახელს კიდევ არაერთხელ გავიგებთ... სხვათა შორის, უშანსოდ არც პლისკოვასთან იქნება და იქნებ, ლინკი დადოთ - ეცოდინება, რომ მართლა არაა მარტო...

• aburjga

მარიამ დღეს მარიამობაა, ღვთისმშობელი მარიამის ხსენების დღე! ღვთისმშობლის მადლი გადმოსულიყოს შენზე!

Arthur Ashe Stadium-ზე კაროლინა პლიშკოვასთან დაპირსპირებაში ღირსეულ თამაშს გისურვებ მარიამ!

• დათო

რა მაგარი გოგოა!!! როგორი მიზანდასახული!! როგორ სწორად აზროვნებს!!! მებრძოლი სულისკვეთებით!!! ზუსტად ამის იმედი მაქვს, რომ პლიშკოვასაც მიუდგება ისე, როგორც ერთ რიგით WTA-ას მოთამაშეს და არანაირი კომპლექსი არ ექნება!!! არტურ ეშზე თამაში ხომ მართლაც სასწაულია!!! დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე იბრძოლებს და მაქსიმუმს გააკეთებს დღევანდელ შეხვედრაში!!! მარიამ უკვე რაც გააკეთე ამ ტურნირზე, ოთხი მატჩსთვის, დიდი მადლობა!!! მაგრამ შეეცადე, რომ დღეს აალაპარაკო მთელი საჩოგბურთო სამყარო და მოექცე ამ სამყაროს რადარების ქვეშ!!! დღევანდელ დღეს გილოცავ მარიამ , დღეს შენი მფარველის, ყოვლადწმიდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეა!!! შეგეწიოს და დაგიფაროს დედაღვთისამ!!!

• ტოტტი

მარტო კიარ ხარ მარიამ მთელი საქართველო შენს გვერდით არის წარმატებები ამ ლამაზ გოგოს ))))

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა

ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

U18. მეოთხე მატჩიც მოიგეს - საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა

პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა

ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!

მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო

ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება

ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო

ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს