2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

მათივე ცნობით, ახალი საკოლექციო მონეტა დღეს საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და წარმატება უსურვა მათ. მან საკოლექციო მონეტით დაასაჩუქრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოში აღიარებული მორაგბე, ქართული რაგბის ლეგენდა - მამუკა გორგოძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

"ჩვენმა მორაგბეებმა წარმატებებით გაგვანებივრეს. დღეს რაგბის არაერთი გულანთებული გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოფენა ასახავს ქართული რაგბის გზას ლელოდან მსოფლიო ჩემპიონატამდე. ხალხური რაგბიდან, რომელსაც დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა დღესასწაულზე ოდითგანვე თამაშობდნენ, მაღალი რანგის თამაშამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ 20 ქვეყნის საუკეთესო გუნდს ხვდა წილად.

ცოდნა, ძალა, გუნდურობა - ეს რაგბის თამაშის მთავარი ქვაკუთხედია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა რაგბის ეროვნული ნაკრების მიმართ და წარმატება ვუსურვო ჩვენს საამაყო "ბორჯღალოსნებს"! დღეიდან მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია! საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას, ეხმიანება ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ამჯერად რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს წარმოგიდგენთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით. მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, "2019" და "5 ლარი".

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები "ლელო", "LELO", "Georgia", "საქართველო".

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 აგვისტოდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით.

interpressnews.ge

გია
საიუბილეო მონეტის გამოშვება კარგია, მაგრამ თავის საქმე აკეთონ და ლარის კურს მიხედონ სჯობია, თორემ დაიწყო კუპონიზაცია!
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა