დევიდ ჰეისთან ისტორიული ჩხუბის წინ თავისი ძმის, ვლადიმერის მზადყოფნის შესახებ ჟურნალისტებს ვიტალიმ უამბო
ბრიტანელ დევიდ ჰეისთან საჩემპიონო ბრძოლამდე ექვსი კვირით ადრე უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ავსტრიის ალპებში დაიწყო მზადება. ისტორიული ჩხუბის წინ საკუთარი ძმის მზადყოფნის შესახებ ჟურნალისტებს ვიტალი კლიჩკომ მოუყვა.

- ადრე ბრძოლის ორგანიზებისას არასოდეს შეხვედრიხართ ამდენ ბარიერს და მეტოქის მხრიდან უცნაურ და მოულოდნელ მოთხოვნებს. რა იყო ყველაზე რთული ჰეისთან მოლაპარაკებების დროს?

- რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველაზე რთული იყო ჰეის რინგზე შეტყუება. რაღაც მომენტში დევიდმა საკუთარი ხმამაღალი განცხადებებით უბრალოდ ჩიხში მოიქცია თავი და ახლა პუბლიკა უბრალოდ არ აპატიებს, თუ კიდევ ერთხელ იტყვის უარს ვლადიმერთან შეხვედრაზე. კრივის მოყვარულებს ამ ბრძოლის ხილვა პირველ რიგში იმიტომ უნდათ, რომ სწორედ ჰამბურგის რინგზე დამოკლდება სპორტში ყველაზე გრძელი ენა.

- ვლადიმერმა ერთ-ერთ ინტერვიუში იხუმრა - ბრძოლის კონტრაქტში ჰეის რინგზე პირველ ნომრად გამოსვლა მხოლოდ იმის გამოა ჩაწერილი, რომ ბრძოლის ველიდან არ გაგვეპაროსო. აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ ჰამბურგში საჩემპიონო შეხვედრა ნამდვილად გაიმართება?

- უფრო ზუსტი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ამის იმედი გვაქვს. წინა შემთხვევაში დევიდმა დათქმულ თარიღზე ერთი კვირით ადრე თქვა უარი და გაიქცა, როგორც პატარძალი ჯვრისწერიდან. ამიტომაც ბოლომდე ვერ ვიქნები დარწმუნებული, სანამ ბრიტანელს რინგის კვადრატში არ ვიხილავ. ჰეიმ ორჯერ აარიდა თავი ბრძოლას: თავიდან ტრავმის შესახებ გამოაცხადა, არადა არ გვიჩვენეს სამედიცინო დასკვნა, მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტის გაფორმების წინ დაივიწყა ჩვენი ყველა მოლაპარაკება და ნიკოლაი ვალუევთან ბრძოლა ამჯობინა.

- თქვენი ძმა ირწმუნება, რომ არ იჩქარებს ნოკაუტს, რომელიც შეიძლება 50-ე იყოს მის კარიერაში. ბოლო დარტყმას ის უკანასკნელი რაუნდისთვის შეინახავს. ესეც ხუმრობაა?

- ნაწილობრივ. ხომ ამბობენ, რომ ყოველ ხუმრობაში არსებობს სიმართლის ნატამალი. ვლადიმერი ძალიან გაბრაზებულია და თუ ჰეის წამების საშუალება მიეცემა, ამას თორმეტივე რაუნდის განმავლობაში გააკეთებს. წერტილს ბოლო გონგის წინ დასვამს.

- ეს იქნება ვლადიმერის კარიერაში ყველაზე ეფექტური ნოკაუტი?

- ამის შესახებ ბრძოლის დასრულების შემდეგ მკითხეთ.

- თქვენი აზრით, ჰეი - მხოლოდ მოლაყბეა, რომელმაც სუპერმძიმე წონაში გარკვეულ დონეს ხმამაღალი განცხადებებით მიაღწია თუ მართლაც ნიჭიერი მოკრივე, ვისაც შეუძლია დიდი პრობლემები შეუქმნას თქვენს ძმას?

- დევიდს ყველაზე ნიჭიერ მოლაყბეს ვუწოდებდი - ყველაზე ნიჭიერი, ვინც ვლადიმერს ოდესმე შეხვედრია. ხოლო რას დაუპირისპირებს მას ბრიტანელი - ამას 2 ივლისს ვნახავთ.

- როგორ ემზადება თქვენი ძმა მომავალი ბრძოლისთვის?

- ბრძოლამდე ექვსი კვირით ადრე მან ავსტრიის ალპებში დაიწყო საწვრთნელი პროცესი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და იმედია, ჰამბურში ჩემს ძმას საუკეთესო ფორმაში ვიხილავთ.

- პირად ცხოვრებაში ცვლილებები გავლენას ხომ არ იქონიებს მის სპორტულ ფორმაზე?

- ვიცი, რომ გულშემატკივრები შფოთავენ - ხომ არ ჩავარდება ვლადიმერი დეპრესიაში და რინგზე ჰეის ნაცვლად ჰეიდენზე (მსახიობი ჰეიდენ პენეტიერი, რომელსაც უმცროსი კლიჩკო ცოტა ხნის წინ დაშორდა) ხომ არ იფიქრებს. შემიძლია ყველა დავაწყნარო: ჩემი ძმა სპორტში დებიუტანტი არ არის და შესანიშნავად იცის, როგორ მოახდინოს კონცენტრაცია მნიშვნელოვან ბრძოლებში. ვფიქრობ, პირად ცხოვრებაში ვერანაირი მოვლენა ვერ შეუშლის ხელს ბრიტანელის ნოკაუტში გაგზავნაში.

- თუ ვლადიმერი ჰეის წაართმევს WBA-ის ტიტულს, განხორციელდება კარიერის დასაწყისში ძმები კლიჩკოების მიერ დეკლარირებული ოცნება - ერთ ოჯახში მოიყრის თავს ძირითადი ვერსიებით საჩემპიონო ქამრები. დარჩებათ თუ არა ამის შემდეგ ძმებ კლიჩკოებს რაიმე სტიმული?

- კარიერის მწვერვალზე მას შემდეგ უნდა იმსჯელო, როცა მას დაიპყრობ.

- მაგრამ არსებობს აზრი, რომ ოცნების ასრულების შემდეგ პირადად თქვენ დატოვებთ კრივს და სრულად გადაერთვებით პოლიტიკურ კარიერაზე...

- მოვა დრო და დავუბრუნდებით ამ საკითხს. ახლა სისულელეა კარიერის დასრულებაზე ლაპარაკი, როცა 10 სექტემბერს მორიგი ბრძოლა მაქვს დაგეგმილი, ხოლო ჩვენი კონტრაქტი ტელეკომპანია RTL-თან კიდევ ხუთ შეხვედრაზეა გაგრძელებული.

- თქვენი ბრძოლა ტომაშ ადამეკთან ვროცლავში გაიმართება. რატომ დაგეგმეთ 10 სექტემბრის ჩხუბი მეტოქის ტერიტორიაზე?

- ადამეკის მშობლიურმა ქალაქმა ოპტიმალური ვარიანტი შემოგვთავაზა. ეჭვი არ მეპარება, რომ მეტოქეს უდიდესი მხარდაჭერა ექნება, თუმცა რინგზე ეს დიდ როლს არ თამაშობს: მე და ვლადიმერს სხვადასხვა კონტინენტზე გვიჩხუბია და ბოლოს იმ აზრამდე მივედით, რომ მნიშვნელოვანია არა ბრძოლის ადგილი, არამედ შენი ძლიერი თვისებების მაქსიმალურად გამოვლენა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?