გუშინდელ პრესკონფერენციაზე დიეგო მარადონამ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და ზედ პროგნოზებიც დააყოლა. მავანმა იტალიელმა ჟურნალისტმა "ალბისელესტეს" თავკაცს "სკუადრა აძურაზეც" ჰკითხა. იტალიის ნაკრების ნეგატიური სტარტი აპენინებზე საყოველთაო შეშფოთების საგანია...

გუშინდელ პრესკონფერენციაზე დიეგო მარადონამ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და ზედ პროგნოზებიც დააყოლა. მავანმა იტალიელმა ჟურნალისტმა "ალბისელესტეს" თავკაცს "სკუადრა აძურაზეც" ჰკითხა. იტალიის ნაკრების ნეგატიური სტარტი აპენინებზე საყოველთაო შეშფოთების საგანია. ბევრი შეგუებულია იმ აზრს, რომ "აძურას" ტიტულის დათმობა მოუწევს. თუმცა გულშემატკივარი არა ერთხელ გამხდარა იმის მომსწრეც, როცა წარუმატებელი სტარტის შემდეგ იტალიის ნაკრები შორს წასულა, თვით მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალამდეც კი...

ამდენად, განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არის. ბოლო ტურში სლოვაკეთის ნაკრების ძლევის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალისტური ამოცანაა), "სკუადრა აძურა" მერვედფინალში გავა. აი, რას ამბობს მარადონა იტალიის ნაკრებზე:

"თუ იტალია მერვედფინალში ვერ გავა, ეს დიდი სკანდალი იქნება მათთვის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ "სკუადრა აძურა" წინ წავა, ისევე, როგორც ყველა სერიოზული ნაკრები. ნუ დაგავიწყდებათ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა იტალიელები ჯგუფიდან სამი ფრით გავიდნენ და მერე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ".

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა