ფიორენტინას" გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდება - დღე არ გავა, რომ ჟურნალისტებმა გუნდის ესა თუ ის ფეხბურთელი სხვაგან არ გადაიყვანონ...

ფიორენტინას" გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდება - დღე არ გავა, რომ ჟურნალისტებმა გუნდის ესა თუ ის ფეხბურთელი სხვაგან არ გადაიყვანონ. არადა, კლუბის სპორტული დირექტირი პანტელეო კორვინო მუდმივად იმას აცხადებს, რომ წამყვან ფეხბურთელებთან განშორებას არ აპირებენ და პირიქით, აგვისტოს თვეში რამდენიმე მაღალკვალიფიციური ფეხბურთელის დამატება სურთ. როგორც ჩანს, კორვინოს სიტყვები ჟურნალისტებისთვის საკმარისი არ არის და საქმეში სინიშა მიხაილოვიჩი ჩაერთო:

"არც მონტოლივოს ვყიდით, არც ჯილარდინოს და არც იოვეტიჩს. კარგი იქნება თუ ერთხელ და სამუდამოდ მორჩება ამაზე ლაპარაკი. ვერ ვხვდები საიდან ჩნდება ასეთი აბსყრდული ინფორმაციები. მესმის, რომ გაზეთში რამე უნდა დაიწეროს, მაგრამ რაღაც წინაპირობა ხომ უნდა არსებობდეს ინფორმაციის გასავრცელებლად? - არც ერთი ჩემი შეგირდი წასვლას არ აპირებს და ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან. პირიქით, რამდენიმე ფეხბურთელის დამატება გვსურს, რათა მომავალ სეზონს ყოველმხრივ მომზადებულნი შევხვდეთ".

მიხაილოვიჩმა დასახულ გეგმებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვისახავ. არაფერს არ გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ გუნდმა სკუდეტოსთვის იბრძოლოს. თუმცა, თუ უფრო რეალისტები ვიქნებით, ჩვენი ამოცანა ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ჩემს ხელთ საკმაოდ დიდი რესურსია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, მიზნის მიღწევა წესით არ უნდა გაგვიჭირდეს. კონკურენცია დიდია, მაგრამ არ მაშინებს, არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს".

პრესასთან საუბარში ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა რიკარდო მონტოლივომ. "ფიორენტინას" კაპიტანი კმაყოფილია როგორც გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით, ისე ჩეზარე პრანდელის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნით. აი, რას ამბობს რიკარდო:

"ახალი ხელშეკრულება "ფიორენტინასთან" ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ შემექმნება. დავჯდებით, დავილაპარაკებთ და კონტრაქტსაც მოვაწერთ ხელს, ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. მიხაილოვიჩი ძალიან კარგი მწვრთნელი ჩანს და მჯერა, რომ მის ხელში დიდ წარმატებებს მივაღწევთ. დიდი იტალიური ოთხეული ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს პრობლემა შეექმნა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, რისთვისაც ყველანი თავგამოდებით ვიბრძოლებთ. გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა და ეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრე შესანიშნავად გავიარეთ.

ორ ფრონტზე საბრძოლველად ძალა არ გვეყო და სამომავლოდ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამჯერად, მხოლოდ სერია A-ზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, რაც მიზნის მიღწევას გაგვიადვილებს. რაც შეეხება პრანდელის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნას, ბუნებრივია, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩეზარეს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მის ხელში "სკუადრა აძურა" წარმატებებს მიაღწევს. თავის მხრივ, პრანდელიც კარგად მიცნობს, იცის ჩემი შესაძლებლობები და იმედია, ნაკრებშიც ვითანამშრომლებთ. ბევრს ჰგონია, რომ ეროვნულ გუნდში გარანტირებული მაქვს ადგილი, თუმცა ასე ნამდვილად არ არის - როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩეზარეს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის მხოლოდ დამსახურების მიხედვით შეარჩევს შემადგენლობას".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა