<p>თბილისის "ოლიმპისა" და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ლუკა მაზიაშვილი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შესარჩევ კემპზე დაიბარა, კარიერას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს. მაზიაშვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტს მასაჩუსეტსის ლოუელის უნივერსიტეტთან და ის სწავლისთვის სრულ დაფინანსებას მიიღებს, ხოლო კალათბურთში ამ უნივერსიტეტის გუნდის – "რივერ ჰოუქსის" ღირსებას დაიცავს.</p><p>"მასაჩუსეტს ლოუელ რივერ ჰოუქსი" NCAA-ს პირველი, ანუ უმაღლესი დივიზიონის წევრია. "ქორები" არცთუ მძლავრ – America East-ის კონფერენციაში ასპარეზობენ, სადაც მთლიანობაში 9 გუნდია. მათგან ყველაზე ცნობილი და ძლიერი ვერმონტის უნივერსიტეტია, რომელიც კონფერენციის ჩემპიონი გახდა და NCAA-ს ფინალურ ტურნირში იასპარეზა. ვერმონტენელმა პირველივე წრეში ფლორიდის უნივერსიტეტთან წააგეს. რაც შეეხება ლუკა მაზიაშვილის გუნდს, მასაჩუსეტსელებმა გასულ სეზონში America East-ის კონფერენციაში გამართული 16 მატჩიდან 7 მოიგეს, მე-5 ადგილი დაიკავეს, თუმცა პლეი-ოფის პირველივე წრეში "ჰარტფორდთან" წააგეს.</p><p>მაზიაშვილმა გასული სეზონი სუპერლიგის კლუბ "ოლიმპში" გაატარა, სადაც ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია და საშუალოდ 2.4 ქულას, 0.9 პასს და 0.7 ჩაჭრას ითვლიდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში კი, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, მაზიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 21.3 წუთში საშუალოდ 12.5 ქულას, 2.9 პასს, 2.4 მოხსნას და 1.9 ჩაჭრას ითვლიდა.<br></p>
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს