საქართველოს ნაკრების ფორვარდით ბოლონიის "ვირტუსია" დაინტერესებული, გუნდი, სადაც ვიქტორ სანიკიძე თამაშობს
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა ცქიტიშვილმა სეზონი მარტის ბოლოს დაასრულა - ესპანურ "ლაგუნ აროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თქვა - სეზონის ბოლომდე არსად ვითამაშებ, დავისვენებო. იგი ამჟამად თბილისშია და ინდივიდუალურად ემზადება.

ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ სკიტას დარბაზში მივაკითხეთ და ინტერვიუც შემოგთავაზეთ, რომლის ბოლოს რესპონდენტმა აღნიშნა:

- მენეჯერმა მითხრა, კარგი ამბები მაქვსო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რომელ კლუბზეა ლაპარაკი.

რადგან 2010-11 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ტრანსფერზე ლაპარაკიც ადრეა. თუმცა ქართველი ფორვარდით დაინტერესებული გუნდების დასახელებას წინ არაფერი უდგას.

ჰოდა, ვაკონკრეტებთ: ბოლონიის "ვირტუსი", გუნდი სადაც ვიქტორ სანიკიძე თამაშობს. გუშინ "ვირტუსის" საპლეიოფო შანსებზე ფან-კლუბის ერთ-ერთ წევრს ვესაუბრე. სწორედ მან მითხრა - როგორც გავიგე, გაისად სანიკიძის გარდა "ვირტუსში" კიდევ ერთი ქართველის, ნიკოლოზ ცქიტიშვილის დამატება სურთო. იტალიელს სკიტას შესახებ ესპანური ამბებიც დაწვრილებით სცოდნია...

"ვირტუსი" ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრი რამაა საკითხავი. ჯერ ისიც არ გარკვეულა, დარჩება თუ არა სანიკიძე "ვირტუსში", რომელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა