ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აღმასკომისკენ მიმავალი ჩემპიონატის პროექტი გზაში გაიჩხირა

აღმასკომისკენ მიმავალი ჩემპიონატის პროექტი გზაში გაიჩხირა

საქართველოს ჩემპიონატის სისტემის შეცვლის ექვსმა მოწინააღმდეგემ უმრავლესობა დაითანხმა
ქართული ფეხბურთი სანახაობრივი არ არისო - რა სისულელეა! ბოლო დროს ქართულ ფეხბურთი ისეთ შოუს დაემსგავსა, ვერც ერთი მომღერლის თუ მსახიობის შოუ რეიტინგით ვერ გაუტოლდება.

ასე იყო გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრაზეც, სადაც ეროვნული ჩემპიონატის სისტემის შეცვლაზე კლუბების წარმომდგენლებმა იმსჯელეს.

სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდეთ: ბოლო დროს ბევრი ამბობს, ქართულ ფეხბურთში ყველა შეხვედრა ჩხუბით მთავრდებაო. ქართულ ფეხბურთს გულახდილი ლაპარაკი სჭირდება და არა ყველაფერზე თავის დაქნევა და მიგვაჩნია, რომ ეს მწვავე ლაპარაკი (და არა ჩხუბი) საჭიროც არის, რადგან საფეხბურთო სამყაროს რეალური წარმოდგენები ექმნება პრობლემებზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმშვიდეს ამოფარებული ზღვა პრობლემები კარგად ყოფნას ნიშნავს, ძალიან ცდება.

...ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებას ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კლუბების წარმომადგენლებს თავის მოკატუნება არც უცდიათ.

შეხვედრა იმით დაიწყო, რომ სიჭინავამ დილით გაცნობილ კომენტარებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა: - დიახ, ჩვენ გვსურს ჩემპიონატის დებულების შეცვლა, მაგრამ ეს რეგლამენტის დარღვევა არ იქნება.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გუნდების გაზრდის წინააღმდეგ გაილაშქრა:

- მე ფედერაციასთან ჩხუბი და ომი არ მჭირდება, მოვედი იმიტომ, რომ გულახდილად ვილაპარაკო და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გუნდების გაზრდა შეცდომა იქნება.

თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილმაც იგივე უფრო დიპლომატიურად თქვა: "ზოგადად გუნდების გაზრდა ურიგო იდეა არ არის, მაგრამ საამისოდ საკმარისი ინფრასტრუქტურა ბევრ გუნდს არ გააჩნია".

ზვიად სიჭინავა: "ეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ფეხბურთი უფრო მასობრივი და პოპულარული გახდეს. სანამ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, მანამდე ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება".

ილია კოკაია: "მესმის, რომ გარკვეული იმედები არსებობს, მაგრამ ჯერ ეს დანაპირები შესრულდეს და მერე თუნდაც 20 გუნდით ვითამაშოთ, ვინ იქნება წინააღმდეგი?

ახლა კი საამისოდ პირობები არ არის. მაგალითად, აქ ხომ არის მარტვილის "მერანის" წარმომადგენელი, მაინტერესებს, თქვენ გაქვთ უმაღლესი ლიგის მატჩების სამასპინძლოდ შესაფერისი სტადიონი და მოედანი?"

"მერანის" წარმომადგენელი: "ამ საკითხზე ვმუშაობთ".

ილია კოკაია: "მუშაობა არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი უკვე უნდა გქონდეთ. მოდით, ჯერ გავაკეთოთ მოედნები, გასადელები, ტრიბუნები და მერე გამოვთქვათ უმაღლესში თამაშის სურვილი".

ზვიად სიჭინავა: "მოედნები გაკეთდება და თორმეტივე გუნდს სპონსორი ეყოლება".

ილია კოკაია: "ჯერ გამოჩდნენ და გადაწყვეწტილება მერე მივიღოთ. 12-გუნდიანი ჩემპიონატისთვის 12 ნორმალური სტადიონი და მოედანია საჭირო. თუ უზრუნველყოფილნი იქნებიან, თუნდაც 16-გუნდიანი ჩემპიონატი იყოს".

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "სასურველია, რომ ინფრასტრუქტურა გადაწყვეტილების მიღებამდე მოწესრიგდეს".

უჩა ნებიერიძე, თბილისის "ლოკომოტივის" დირექტორი: "საინტერესოა, ლიცენზიებს როგორ გასცემთ, როდესაც "ლოკომოტივს" საკუთარი ბაზაც აქვს, სპონსორიც ჰყავს და ეროვნული ლიცენზია სტადიონის არქონის გამო არ მოგვცეს. ტრადიციულად, "მიხეილ მესხს" ვქირაობდით და რატომღაც უარი გვითხრეს. ახლა იმათი მიკვირს, ვისაც არაფერი გააჩნია, მაგრამ უმაღლეს ლიგაზე პრეტენზია აქვს".

მალხაზ კაკაურიძე, "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი: "იმიტომ არ მოგცეს ლიცენზია, რომ "ლოკომოტივს" უსაფრთხოების ლიცენზია არ გააჩნია".

ზვიად სიჭინავა: "დაგვიჯერეთ, სახელმწიფოსა და სპონსორების მხარდაჭერით მოედნებიც გაკეთდება და სტადიონებიც".

ილია კოკაია: "აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვისმინოთ, როგორ ააყვავა ფედერაციამ ქართული ფეხბურთი?"

ზვიად სიჭინავა: "როგორც შენ მიიღე "ზესტაფონი", ისე მივიღე მე ფედერაცია და რაღაცებს ვაკეთებთ, ისეც არ არის საქმე".

ილია კოკაია: "ხმას ნუ უწევ. ეს შენი სახლი არ არის".

ზვიად სიჭინავა: "ეს სწორედ ჩემი სახლია და როგორც მინდა, ისე ავუწევ ხმას. აქ საქმეზე სალაპარაკოდ შვეიკრიბეთ და არა სხვა რამეზე... აქ 90 პროცენტი ტყუილებს ხართ მიჩვეული".

ილია კოკაია: "ვინ არის მიჩვეული?"

ზვიად სიჭინავა: "90 პროცენტი!"

ვითარება დაიძაბა და ტრადიციულ გამოსავალი მოიძებნა: დარბაზი მედიისთვის დაახურა. თუმცა გამჭირვალე და ნახევრად ღია კარიდან ჩანდა, რომ იყო ქართველი მამაკაცების მწვავე, მაგრამ გულღია მსჯელობა პრობლემებზე, რაც რამდენჯერმე ცხარე კამათში გადაიზრადა, მაგრამ არ ყოფილა სკანდალი.

საინტერესო იყო გაიოზ დარსაძის პოზიცია: "ჩვენ თუ ვუყურეთ მხოლოდ იმას, ვის აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ასე უმაღლეს ლიგაში ექვსი გუნდი არ დაგვრჩება. ბატონო ილია, მე მინდა, რომ თქვენ უკეთესი შევსება გაგეზარდოთ, ამისთვის კი მეტი კლუბია საჭირო. 10 გუნდით კარგად მომზადებული გუნდი როგორ გეყოლებათ, როდესაც ყოველ მეოთხე დღეს გიწევთ თამაში?"

საბოლოდ ცნობილი გახდა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ეროვნული ჩემპიონატის ახალ პროექტს აღარ განიხილავს. წინააღმდეგ ექვსი გუნდი წავიდა - უმაღლესი ლიგის ლიდერთა ოთხეული ("ზესტაფონი", "დინამო", "ოლიმპი", "ტორპედო") და ორი პირველლიგელი ("გაგრა" და "ლოკომოტივი").

აღმასკომს კი დაევალება, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დახვეწილ პროექტს უახლოეს დღეებში ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა მორიგ შეხვედრაზე წარადგენს.

• xavi

თავის ნებით ფულს ვინ ჩადებს ქართულ ფეხბურთში? უნდათ, რო დაავალონ სხვადასხვა დიდ კომპანიებს და ან იზამენ მაგას და ან, არა.

• dachi

და, იმას თუ აქცევთ ყურადღებას ხალხო სიჭინავას ~ენა რომ შეაჩვიეს~? საჯაროდ, ცოტა არ იყოს აგდებულად და უხეშად რომ ელაპარაკებიან ატყობთ. ამასწინათ ძოძუაშვილი, ახლა კოკაია... რისი ბრალი უნდა იყოს, ავტორიტეტი რომ არაა ქართულ ფეხბურთში მგონი ეგაა მიზეზი? ასე თუ გაგრძელდა ვინც მოულოდნელად მოიყვანა მგონი ის წაიყვანს მოულოდნელადვე ბატონ ზვიადს...

• daviti

ვინაა ეს სიჭინავა ნათელმხილველია?რა იცის გუნდებს სპონსორები რომ ეყოლება აუცილებლად?რა,როდის გახდა ასეთი მიმზიდველი ქართული ფეხბურთი სპონსორებისტთვის?მე რას ვაკვირდება კარგა ხანია უკვე ისეთი ამბები ხდება ნეთა ვინც არიან ისინი არ გაიქცნენ,თორე ახალი სპონსორების მოსვლის ობიექტურ რეალობას ნამდვილად ვერ ვხედავ სამცუხაროდ.რომ არ გამოჩნდნენ მერე რა ვქნატ?კიდე შევცვალოთ რეგლამენტი თუ მაიმუნობას ვუყუროდ ისევ სახელად საქარტველოს ჩემპიონატი?

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო

"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი

[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ

"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ოთარ კაკაბაძე:  ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა