ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიასთან ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. მოედნის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ვეტერან ფეხბურთელებთან - ალექანდრე ჩივაძესთან, გიორგი ნემსაძესთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დაესწრნენ.

საფეხბურთო მოედანი სტეფანწმინდისა და ხობის მთავარეპისკოპოსის, მეუფე იეგუდიელისა და დარიალის მონასტრის წინამძღოლის, მამა იოსების ინიციატივით მოეწყო. მეუფე იეგუდიელმა და ლევან კობიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ახალი საფეხბურთო მოედნის გახსნა მიულოცეს და ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნულ მოედანზე, გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, მთელი რეგიონის მოსახლეობას შეეძლება ფეხბურთის თამაში.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი: "დღეს ჩვენ სტეფანწმინდაში ვიმყოფებით, სადაც რეგიონს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატა. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა და ბევრად მეტს ნიშნავს, რადგან წარმოშობით სწორედ ამ რეგიონიდან ვარ. მიხარია, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდა.

ახალი მოედანი მნიშვნელოვანია ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, ხელშეწყობისთვის და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ითამაშონ ფეხბურთი, იცხოვრონ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა რეგიონს, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს ფეხბურთის თამაშის საშუალება. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო მეუფე იეგუდიელს და ასევე - მამა იოსებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს და უდიდესი საქმე გააკეთეს ამ რეგიონისთვის".

ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიმნაზიას სიმბოლურად ეროვნული ნაკრების სახელობითი მაისურები გადასცეს. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიმნაზიის მოსწავლეებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები, ფორმები და სხვადასხვა ინვენტარი გადასცა. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა