ინგლისური კლუბის რეალურად განიხილავენ ზე რაგბის გათამაშების დებიუტანტ "მელბურნ რებლზში" მოასპარეზე მგეზავის, დენი სიპრიანის უკან, სამშობლოში დაბრუნებას
"ბასის" წარმომადგენლებ ინგლისური კლუბის "ბასის" წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რეალურად განიხილავენ ზე რაგბის გათამაშების დებიუტანტ "მელბურნ რებლზში" მოასპარეზე მგეზავის, დენი სიპრიანის უკან, სამშობლოში დაბრუნებას.

სიპრიანიმ ავსტრალიურ კლუბთან ხელშეკრულება შარშან დეკემბერში, ორი პლუს ორი სისტემით გააფორმა. ინგლისელი კი, "მელბურნ რებლზში" მხოლოდ ერთი სეზონია, რაც თამაშობს, თუმცა უკვე გუნდის ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრობლემები აქვს.

როგორც ჩანს, დენი თავისას არც ავსტარლიაში იშლის და გუნდის განაწესს ხშირად არღვევს. "რებლზის" თავკაცმა როდ მაკქუინმა ის რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა, მერე, როცა სიპრიანიზე არაფერმა იმოქმედა, ფაქტობრივად, გუნდიდან მოკვეთა. ჭირვეული მორაგბე უკვე მესამე ტურია განაცხადში ვერ ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ მელბურნელები თამაშს თამაშზე აგებენ, მაკქუინი მის შემადგენლობაში დაბრუნებას არ აპირებს.

რაც შეეხება "ბასის", გუნდი დატოვა მგეზავმა ბუჩ ჯეიმზმა და ამიტომ, იძულებულნი არიან მისი სრულფასოვანი შემცვლელი სასწრაფოდ მოძებნონ.

"ჩვენ მართლაც დავუკავშირდით დენი სიპრიანის მენეჯერს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სასურველი მოთამაშეების სიაში პირველი ნომერია. სიპრიანი ნამდვილად უნიჭიერესი მორაგბეა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა ავსტრალიაში, რატომ აღარ ათამაშებენ. ასე რომ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, დიდი ფიქრი და განსჯა გვმართებს" - თქვა "ბასის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ბლოფელდმა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს