"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

6 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრებს ედინბურგში, ქვეყნის მთავარ სარაგბო არენა "მერიფილდზე" ვერკინებით და ეს ჩვენი გუნდისთვის იაპონიაში გამგზავრებამდე უკანასკნელი რეპეტიციაა. ამავდროულად, წელს პირველად ხდება, რომ ერთ კვირაში ტიერ1-ის გუნდს ზედიზედ მეორედ ვეთამაშებით.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს შოტლანდიას "დინამო არენაზე" დავუხვდით და მეტოქემ 44:10 იმარჯვა, ახლა კი იმავე გუნდს სტუმრად, საქართველოს დროით 22:30 საათზე ვეთამაშებით.

ერთი კვირის წინანდელი მატჩის შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში სულ სამი ცვლილება განახორციელა, თუმცა არის გარკვეული გადაადგილებები. ღერძი უცვლელი დარჩა და 9 ნომერი - ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე იქნება. ფულბეკად იწყებს თამაშს იოსებ მათიაშვილი. ცენტრში დავით კაჭარავას ამჯერად ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ცენტურიონ კაჭარავასთვის ეს 116-ე სანაკრებო შეხვედრაა და ის ამ კუთხით ერთპიროვნულად დაწინაურდება. ფრთაზე გადაინაცვლა ზურაბ ძნელაძემ, რომელიც სანდრო თოდუას შეცვლის, ხოლო მეორე ფრთა კვლავ მირიან მოდებაძე იქნება.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი იწყებენ. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ამჯერად გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში გადაინაცვლა შალვა სუთიაშვილმა, რომელიც ოთარ გიორგაძის ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს გიორგი თხილაიშვილი შეცვლის. შერკინების შემკვრელი კვლავ ბექა გორგაძე იქნება.

ცვლილებებია მარქაფაშიც და კვაჭად თამაშში 19 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ბურჯებად კი გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე შევლენ. მეორე ხაზში შეცვლაზე - ლაშა ლომიძე, ხოლო მესამეში საღინაძე შევა. 9 ნომრის მარქაფა კვლავ გელა აფრასიძეა. ასევე ცვლილებაზე რჩება თამაზ მჭედლიძე, ხოლო ხაზის კიდევ ერთი შემცვლელი გიორგი კვესელაძეა, რომელმაც ხელის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და მოსამზადებელ მატჩებში პირველად ითამაშებს.

უკანა ხაზი: სოსო მათიაშვილი, ზურაბ ძნელაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, მირიან მოდებაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე

თადარიგი: გიორგი კვესელაძე, ვანო კარკაძე, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ლაშა ლომიძე, ბექა საღინაძე, გელა აფრასიძე, თამაზ მჭედლიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი 48
გული მტკივა, რაა... როდემდე უნდა წააგოს საქართველომ, იმის გამო, რომ განსხვავებული სუბიექტური აზრის მოსმენას ვერ ვიტანთ? ასეიშვილის და ჟვანიას არ წაყვანა, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა არის და ამას ურუგვაის და განსაკუთრებით, ფიჯის ნაკრებთან თამაშისას მივხვდებით....
ანდრო
მაინტერესებს, ბრეგვაძე რომ წაიყვანა ნაკრებში, რატომ არ ათამაშებს, ტრამვა აქვს თუ საიდუმლო იარაღად ინახავს? კარლენ ასეიშვილის ამოგდება დიდი შეცდომაა მგონი, რადგან პირველ ნომრებიდან დღეს ის უფრო ოპტიმალურ ფორმაში არის, ვიდრე ნარიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკრებში წლების მანძილზე ამ პოზიციაზე პირველი ნომერია. აშკარაა, რომ ნარიაშვილს წინა სეზონის ტრამვამ სერიოზული დაღი დაასვა და ეს ამ თამაშებშიც გამოჩნდა. გოგიჩაიშვილი კარგია, მაგრამ ამ ორთან ასეიშვილის ყოფნა კიდევ უფრო მეტ კრეატივს მისცემდა ნაკრებს ტურნირის განმავლობაში. რატომ არაფერს წერენ, რატომ დაიწუნა კარლენი, მაინცდმაინც მაგანაც ჟვანიასავით საჯაროდ უკმაყოფილება უნდა გამოთქვას, რომ მერე ათასი ჭორ-მართალი გავრცელდეს?!
ლევანი
ეს საინტერესოა

:) გამიხარდა ლაშა მალაღურაძის უკან უკახაზში გამოჩენა! იმედია აწი შეცდომებს აღარ დაუშვებს.
ჭია
ნამდვილად უკეთ ვითამაშებთ! შარიქაძის არყოფნაში, მალაღურას დაყენება ოპტიმალური მგონია. ხაზში მეორე 10-იანის ყოლა ნამდვილად დაგვეხმარება შეტევაში.
irakli81
მგონია რომ უკეთ ვითამაშებთ ვიდრე თბილისში. რა თქმა უნდა არ ვფიქრობ რომ მოვიგებთ უბრალოდ უკეთ ვითამაშებთ. წარმატებებს და იღბალს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. ეს უკანასკნელი ძალიან დაგვჭირდება შოტლანდიასთან
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს