მილანის "ინტერის" ფანკლუბმა "კურვა ნორდმა" მიმართა რომელუ ლუკაკუს, რომელმაც "კალიარისთან" გასვლაზე ჩატარებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მას რასისტული ფრაზებით მიმართავდნენ და რასიზმი იტალიაში პრობლემას წარმოადგენს.

"გამარჯობა, რომელუ. ჩვენ "კურვა ნორდის" სახელით გწერთ - ეს ის ხალხია, რომელიც თბილად დაგხვდა მილანში. ძალიან ვწუხვართ, რომ კალიარიში მომხდარი ამბავი რასიზმად მიიღე. შენ უნდა იცოდე, ეს იტალიაა - ის არ ჰგავს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც რასიზმი რეალური პრობლემაა. გვესმის, ეს რასიზმად შეიძლებოდა მოგჩვენებოდა, თუმცა ეს ასე არაა.

იტალიაში ჩვენ გვაქვს საკუთარი ხერხები, თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენებს და მოწინააღმდეგე კი ვანერვიულოთ. საქმე რასიზმში არაა. ჩვენ სხვადასხვა ეთნოსისგან შემდგარი ჯგუფი ვართ, ჩვენ ნებისმიერი ქვეყნიდან მოსულ ფეხბურთელებს მივესალმებით. თუმცა ამ ხერხებს ყოველთვის ვიყენებთ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების წინააღმდეგ და გავაგრძელებთ კიდეც ამის გაკეთებას. არც ჩვენ და არც "კალიარის" ფანები არ ვართ რასისტები. შენ უნდა გაიგო, რომ იტალიის ყველა მოედანზე ხალხი მხარს საკუთარ გუნდს უჭერს და ამავდროულად, მეტოქე გუნდის წინააღმდეგაც გამოდიან. ეს არაა რასიზმი, ეს საკუთარი გუნდის დახმარებაა.

გთხოვთ, ფანატების ის მოქმედება, როგორც პატივისცემა, ისე მიიღე. ისინი არათუ რასიზმის გამო ვერ გიტანენ, არამედ შენი და შენი გოლების ეშინიათ. ნამდვილი რასიზმი სავსებით სხვა ისტორიაა და ყველა იტალიელმა გულშემატკივარმა ეს ძალიან კარგად იცის. როცა შენ ამბობ, რომ რასიზმი პრობლემაა, რომელსაც იტალიაში უნდა ებრძოლონ, ამ დროს ეხმარები რეპრესიას ფეხბურთის ფანების მიმართ, მათ შორის, ჩვენ წინააღმდეგაც. შენ ისეთ პრობლემაზე ამახვილებ ყურადღებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად არ არსებობს.

სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში სხვადასხვა რასის წარმომადგენლები არიან. ისინიც პროვოცირებენ მოწინააღმდეგეებს, შესაძლოა, იმათაც, რომლებიც მათივე რასას მიეკუთვნებიან. გთხოვთ, სწორად გაიგე, რასაც გიხსნით, თუ რა არის ნამდვილი რასიზმი და ისიც, რომ იტალიელი ფანები რასისტები არ არიან. ნამდვილი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სკოლებში უნდა დაიწყოს და არა სტადიონებზე. გულშემატკივრები, ეს უბრალოდ გულშემატკივრები არიან, ისინი მოედანსა და რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად იქცევიან.

გარწმუნებთ: რასაც ფანები მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს სტადიონზე ეუბნებიან, არასდროს არავის ეტყვიან იმავეს რეალურ ცხოვრებაში. იტალიელი ფანები იდეალურები არ არიან და ჩვენც გვესმის შენი იმედგაცრუებისა. მათ მართლა არ უნდოდათ შენთვის რასისტულ საფუძველზე შეურაცხყოფის მოყენება. კიდევ ერთხელ: "კეთილი იყო შენი მობრძანება, რომელუ!" - წერია გავრცელებულ ტექსტში.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში მილანის "ინტერისა" და რომის "ლაციოს" ფანები განსაკუთრებულად გამოირჩევიან რასისტული და ფაშისტური ქცევით, რიტორიკითა და სიმბოლოებით. ვნახოთ, როგორ მიიღებს ამ პასუხს მილანელთა 9 ნომერი.

Megreli
Forza Italia
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
კვერნაძის "ფროზინონე" თასზე "კალიარისთან" დამარცხდა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი