ფოტო: facebook.com/datishaa

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა სანდრო დათიშვილმა 113 დღე ველოსიპედით იარა, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის შოტლანდიაში ექომაგა.

სანდრო ევროპულ მოგზაურობასთან დაკავშირებით hrhub.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.

"რაგბის დიდი ხანია ვქომაგობ და მეორე მნიშვნელოვანი მოტივატორი უკვე ამ თამაშის დაანონსება იყო. ამან თეორიის პრაქტიკაში განხორციელება გადამაწყვეტინა და ვთქვი, მეორე ასეთი შანსი აღარ იქნება მოგზაურობის ტრიუმფალურად დასასრულებლად, უნდა ჩავიდე-მეთქი!

მოგზაურობის მიზანია უშუალო შეხება მქონდეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან და ხალხთან, მოვძებნო საინტერესო ადგილები, თავგადასავლები, გავაცნო ჩვენი კულტურა და ქვეყანა სხვებს. მივცე მაგალითი ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ რასაც ოცნებას ეძახიან, მიზნად აქციონ და მიაღწიონ. მინდა ნაკლები მანქანა და მეტი ველოსიპედი.

მინდოდა, ჩემი ნაკრებისთვის შოტლანდიაში მეგულშემატკივრა და ტრიბუნებიდან საქართველოს დროშას გაემხნევებინა მოთამაშეები. სხვა დანარჩენი პირადი მიზეზები და შინაგანი მოთხოვნილებები იყო", - ამბობს სანდრო.

ქართველმა ახალგაზრდამ მოგზაურობა 21 ივნისს დაიწყო და თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, ლუქსემბურგი, ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი და შოტლანდია ველოსიპედით გადალახა, რათა ქალაქ ედინბურგში ჩასულიყო.

ედინბურგში კი დღეს, 6 სექტემბერს, შოტლანდიის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს.

SL
ძალიან მაგარი ხარ!! სტატიის ავტორი კი გვანცვიფრებს თავისი მათემატიკის ცოდნით, თურმე 21 ივნისის შემდეგ დღემდე 113 დღე გასულა ))) საღოლ ჩაგეთვალა ))))
ზაზა
დავაზუსტებ :) მოიგეთ და ისე დაგვიბრუნდით მშვიდობით.
ზაზა
ყოჩაღ მეგობარო ! მეტი ინფორმაციის შემთხვევაში არაა გამორიცხული მე ან სხვა მსურველიც ყოფილიყო ამ ღონისძიების მონაწილე. მშვიდობით დაგვიბრუნდი..
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან