18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ახალმოსახლეობას იზეიმებს - თბილისის ძველ უბანში, მაჩაბლის ქუჩის 11 ნომერში, ისტორიულ შენობაში დაიდებს ბინა
18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ახალმოსახლეობას იზეიმებს - თბილისის ძველ უბანში, მაჩაბლის ქუჩის 11 ნომერში, ისტორიულ შენობაში დაიდებს ბინას, რომელსაც ქალაქში უფრო "სახალხო დამცველის ოფისად" იცნობენ.

ჯერჯერობით იქ გამალებული რემონტია - სეოკ-ის ხელმძღვანელობის სურვილით, იქაურობა სუპერთანამედროვე ოფისად უნდა გადაიქცეს, სადაც უცხოელი სტუმრების მიყვანა არ შეგვრცხვება. მიმსვლელი კი იცოცხლეთ, ბლომად იქნება. თან, ფრიად ჩინმაღალი რანგისა და საპატიონი. როგორც იცით, თბილისი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, მისი საორგანიზაციო კომიტეტი კი სწორედ ამ მისამართზე განთავსდება. მოსამზადებელ ეტაპზე ევროპელ სტუმარს რა დალევს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად თვალსაჩინო ფიგურა სექტემბერში, ამ ოფისის საზეიმო გახსნაზე გვესტუმრება - საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით მონაკოს პრინცი ალბერი ჩამოვა. ახალგაზრდობაში ის თვითონ იყო სპორტსმენი, ამჟამად კი თავისი ქვეყნის ეოკ-ის პრეზიდენტია.

გუშინ მაჩაბლის ქუჩაზე ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა მას მეორე, არანაკლები დატვირთვაც ჰქონდა - საზოგადოებას ფესტივალის სპორტული დირექტორიც წარუდგინეს, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი. დასახელდა კიდევ ერთი კონკრეტული პიროვნება - საორგანიზაციო საკითხებში პროექტების მენეჯერი გიორგი ხაჩიძე. ხაბარელი ფესტივალისთვის მზადებას სპორტული კუთხით ანუ გუნდების მომზადების თვალსაზრისით გაუწევს, ხაჩიძის სფერო კი ორგანიზაციული საკითხების ეფექტურად მოგვარებით შემოიფარგლება. ღია ცის ქვეშ გამართულ პრესკონფერენციას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უძღვებოდა. მასთან ერთად იქვე იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ჩომახიძე და გენერალური მდივანი არჩილ გეგენავა, შეხვედრას კი იმ 9 სპორტული ფედერაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელიც ფესტივალის პროგრამაშია შეტანილი.

გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რაოდენ მნიშვნელოვანია ფესტივალისთვის მომზადება. გუნდები, რომლებსაც ახლა ჩამოვაყალიბებთ და მოვამზადებთ, მერე ხომ არ დაიშლება, ისევ ისე გააგრძელებენ გამოსვლას და ბევრად უფრო დიდი ტურნირებისთვის მოემზადებიანო, ითქვა. "მონაკოს პრინც ალბერის ჩამოსვლა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ის ხომ სოკ-ის წევრიცაა და ამ ფესტივალის მასპინძლობისთვის გამართულ არჩევნებშიც ჩვენ გვიჭერდა მხარს. ვფიქრობ, ამ ოფისში გადმოსვლაც დიდად წაადგება ქართულ ოლიმპიურ მოძრაობას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის სპორტულ დირექტორად შოთა ხაბარელი დაინიშნა, რომელიც ჯერ ცნობილი სპორტსმენი იყო, მერე - ასევე წარმატებული მწვრთნელი. ვიმედოვნებ, ის კარგად გაუწევს კოორდინაციას ჩვენი გუნდების მომზადების პროცესს და ამ ფესტივალზე ღირსეულად გამოვალთ" - განაცხადა ნაცვლიშვილმა. "ჩემი სურვილი იქნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა იმ ფედერაციებისა და გუნდების მთავარ მწვრთნელებთან, რომლებიც ფესტივალზე უნდა გამოვიდნენ. არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მით უფრო, წინ მთელი ოთხი წელიწადია, რაც ნამდვილად არაა მცირე დრო და მჯერა, შევძლებთ ფესტივალისთვის ღირსეულად მომზადებას" - თქვა ხაბარელმა.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე