მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიელი რონალდო "პენტაკამპეონებს" ერთი მატჩით დაბრუნდება
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიელი რონალდო "პენტაკამპეონების" ნაკრებში ერთი მატჩით დაბრუნდება.

რონალდო ეროვნულ გუნდში გამოსათხოვარ მატჩს 2011 წლის 7 ივნისს ჩაატარებს. 34 წლის ფორვარდი მოედანზე რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში გამოვა. ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის მანო მენეზესის თქმით, რონალდო პირველ ტაიმში რამდენიმე წუთს ითამაშებს.

სულ მენეზესმა ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა. ისინი რუმინეთთან მატჩისთვის, ასევე ჰოლანდიასთან თამაშისთვის მოემზადებიან, რომელიც 4 ივნისს გაიმართება. ბრაზილიელთა შემადგენლობაში სამი ახალი ფეხბურთელია - "ფლუმინენსეს" ფორვარდი ფრედი, "კრუზეიროს" მეკარე ფაბიო და "ფლამენგოს" ნახევარმცველი ტიაგო ნევესი.

რონალდომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 1994 და 2002 წელს მოიგო, ამასთან 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1996, 1997 და 2002 წელს ფიფამ ბრაზილიელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, 1997 და 2002 წელს ის "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს, იმავე 1997 წელს კი "ოქროს ბუცით".

კარიერის მანძილზე ფორვარდი "ბარსელონაში", მილანის" ინტერსა" და მადრიდის "რეალში" თამაშობდა. 2008 წლიდან რონალდო ბრაზილიის "კორინთიანსში" გამოდიოდა და ამ კლუბში თამაშს 2011 წლის ბოლომდე აპირებდა, მაგრამ თებერვალში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. რონალდომ თქვა, რომ მას "თამაში მეტი აღარ შეუძლია".

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა