3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება დასრულდა. ტურნირი, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა, ლიეტუვისა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ ქვეყნებმა მოიპოვეს ჩემპიონატის ოქროს მედლები: ვაჟებში - ლიეტუვამ, ხოლო გოგონებში - ესპანეთმა.

ევროპის თასის დასკვნით დღეს გაიმართა პლეი-ოფის შეხვედრები, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რამდენიმე მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. პლეი-ოფის მატჩები წარმატებით დაძლიეს და ფინალში გავიდნენ ესპანეთისა და გერმანიის გოგონათა ნაკრებები, ხოლო ვაჟებში საჩემპიონო შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლიეტუვამ და საფრანგეთმა მოიპოვეს.

ორივე ფინალურ მატჩში რიყის პარკში შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. თავდაპირველად ჩემპიონი გოგონებში გამოვლინდა. ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 17:16 დაამარცხა გერმანიის ნაკრები, ხოლო ვაჟთა ფინალში ლიეტუვამ საფრანგეთს 21:14 მოუგო.

დაჯილდოების ცერემონიალმა სავსე ტრიბუნებისა და მაყურებელთა ოვაციების ფონზე საკმაოდ ემოციურად და შთამბეჭდავად ჩაიარა. ღონისძიება პრიზების გადაცემით და ულამაზესი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა - კამილ ნოვაკმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა - გიორგი ქართველიშვილმა, ასევე 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - გიგა გურგენიძემ.

ევროპის თასი ჩატარდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - FIBA-ს ეგიდით. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაციამ და 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტმა. ევროპის თასი თბილისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალი

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP)

3X3 კალათბურთში ევროპის თასის საუკეთესო მოთამაშე გოგონა გახდა ესპანელი მარტა გარსია, ხოლო ბიჭი - ლიეტუველი გაბრიელიუს ჩელკა. ისინი ტურნირის სიმბოლურ მოთამაშეებთან - ალექსანდრა ანდრიუშენკოსთან, ლაურა ზოლპერთან, ომერ ზადეჰთან და საია პლაკოსტესთან ერთად მედლებითა და სიმბოლური პრიზებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

მესამე ადგილიx3

3X3 კალათბურთში ევროპის თასის მესამეადგილოსანი გუნდები გახდნენ რუსეთი (გოგონები) და ისრაელი (ბიჭები), რომლებსაც ბრინჯაოს მედლები გადასცა 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ.

მეორე ადგილი

მეორეადგილოსანი გუნდები გახდნენ გერმანია (გოგონები) და საფრანგეთი (ბიჭები), რომლებსაც ვერცხლის მედლები გადასცა 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ.

პირველი ადგილი

3X3 კალათბურთში ევროპის თასის ჩემპიონი გუნდები გახდნენ ესპანეთი (გოგონები) და ლიეტუვა (ბიჭები), რომლებიც ოქროს მედლებით დააჯილდოეს ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჩემპიონ გუნდებს, ესპანეთს და ლიეტუვას საჩემპიონო თასები გადასცა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კახა ქ.
ერთმანეთში ეთამაშათ სუპერფინალი,გაერთობოდა ხალხი....
emigranti
ფონზე რომ აფიშაა იქ თბილისი რატომ არაა მითითებული, სად ჩატარდა აუცილებლად უნდა იყოს.
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"