"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს, შესაძლოა, სოციალური ქსელით სარგებლობა აუკრძალონ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთელებისთვის თვითერის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ჩანს, ფერგიუსონის მიმართვა უეინ რუნის ბოლოდროინდელ ინციდენტს უკავშირდება, რომელსაც თვითერში ერთერთ გულშემატკივართან კონფლიქტი მოუვიდა. ფეხბურთელი ვირტუალურ მტერს პირადად შეხვედრითა და საქმის გარჩევით დაემუქრა.

"სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როდისღა რჩებათ ფეხბურთელებს თვითერის დრო. ცხოვრებაში ხომ მილიონი საქმე არსებობს, რომლითაც შეიძლება ამ დროს დაკავდე. თუნდაც ჯობს, ბიბლიოთეკაში შეხვიდე და წიგნი გადაშალო.

სოციალურ ქსელში პუბლიკაცია - ეს საპასუხისმგებლო საქმეა და მოთამაშები საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. კლუბი მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა პრობლემები შეგვიქმნას, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა", - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ თვითერში აკაუნტები "მანჩესტერ იუნაიტედის" სულ ცოტა, ოთხ ფეხბურთელს აქვს: რიო ფერდინანდს, მაიკლ ოუენს, ნანის და უეინ რუნის. ერთი თვის წინ ქსელში დარონ გიბსონიც დარეგისტრირდა, თუმცა გულშემატკივრებისგან წამოსული ზღვა სალანძღავი შეტყობინებების შემდეგ, აკაუნტი გააუქმა.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"