"შტურმი"-"დინამოს" მატჩის მიმოხილვა გუშინ შემოგთავაზეთ ახლა კი შეხვედრის მონაწილეთა კომენტარებს გაგაცნობთ. თამაშის შესახებ საკუთარი აზრი გოლების ავტორებმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა და რომან კინასტმა, და გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ფრანკო ფოდამ და კახა კაჭარავამ გამოთქვეს...

"შტურმი"-"დინამოს" მატჩის მიმოხილვა გუშინ შემოგთავაზეთ ახლა კი შეხვედრის მონაწილეთა კომენტარებს გაგაცნობთ. თამაშის შესახებ საკუთარი აზრი გოლების ავტორებმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა და რომან კინასტმა, და გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ფრანკო ფოდამ და კახა კაჭარავამ გამოთქვეს.

რომან კინასტი: "ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გავიტანეთ, რაც განმეორებითი შეხვედრისთვის უდიდეს ფორას გვაძლევს. უპირატესობას თავიდანვე ვფლობდით, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერ შევძელით, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ რისკს ვერიდებოდით. ფელდჰოფერის გოლმა კი დამშვიდების საშუალება მოგვცა და საკუთარი ძალების რწმენაც გაგვიძლიერა. ამის შემდეგ უკვე აღარ გაგვჭირვებია ჩვენი ფეხბურთის თამაში. მწვრთნელის დავალება კარგად შევასრულეთ და მეტოქეს კომბინაციური ფეხბურთით ვაჯობეთ. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა ამ კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ისიც აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე მატჩში შევძელით საკუთარი კარის მშრალად შენახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბარიერსაც გადავლახავთ და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოსახვედრადაც ვიბრძოლებთ".

ფერდინანდ ფელდჰოფერი: "ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გოლმა ამდენი რამ გადაწყვიტა. მეტიც შეგვეძლო, მაგრამ 2:0-იც იდეალური ანგარიშია. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ეჭვი არ მეპარება, რომ თბილისში რთული თამაში გველის, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. პირველ მატჩში მეტოქეს საგრძნობლად ვაჯობეთ და სამი რეალური საგოლე შანსი გავუშვით ხელიდან. თუმცა სუსტი მოწინააღმდეგე სულაც არ გვყავს. "დინამოს" ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ გრაცში წარმატებისთვის მიეღწიათ, მაგრამ "შტურმი" გაცილებით ძლიერი გუნდი აღმოჩნდა".

ფრანკო ფოდა: "ძალიან გახარებულები ვართ იმით, რომ ასე შთამბეჭდავად გავიმარჯვეთ. ჩვენი მიზანი იყო ისე მოგება, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიგვეღო. ამოცანა წარმატებით შევასრულეთ. მთელი შეხვედრა კონცენტრირებულებმა და მოწინააღმდეგის კარზე დაგეშილებმა ჩავატარეთ. პირველმა ტაიმმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, რადგან ზედმეტ რისკზე არავინ მიდიოდა. შესვენების შემდეგ კი მოედნის ცენტრში უპირატესობა მოვიპოვეთ და შეხვედრის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა. შეგვეძლო, უფრო სოლიდური ანგარიშითაც მოგვეგო, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობაც კარგია. "დინამომ" დაცვაში კარგად ითამაშა.

ამ გამარჯვების მიუხედავად, არავის ეგონოს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გარანტირებული გვაქვს, თბილისში წარმატების მიღწევა გაცილებით უფრო რთული იქნება".

კახა კაჭარავა: "ვულოცავ "შტურმს" ამ გამარჯვებას, ჩვენმა მეტოქემ ეს შედეგი ნამდვილად დაიმსახურა. "შტურმი" ძლიერი გუნდია, რომელსაც კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ კი სამწუხაროდ, ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდი გვყავს. განმეორებითი მატჩის მოსაგებად აუცილებლად ვიბრძოლებთ და სტადიონზე დაახლოებით 10 ათასი გულშემატკივრის მოსვლის იმედი გვაქვს".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო