ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა და იაპონიაში "ბორჯღალოსანთა" მიმართ გამოჩენილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ფორმები და ბავშვთა რაგბიში გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები.

ტადაჰარუ უეჰარა (იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში): "მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ისეთ მნიშვნელოვან ტურნირს, როგორიც მსოფლიო თასია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჩემი ქვეყანა, იაპონია მასპინძლობს. ტოკოშიმოს პრეფექტურა მზადყოფნაში დახვდა თქვენს ნაკრებს და მოხარული ვარ, რომ ქართველები იგრძნობენ იმ სტუმართმოყვარეობას, რასაც მე საქართველოში ვგრძნობ. მე და ჩემმა კარგმა მეგობარმა გოჩა სვანიძემ ვისაუბრეთ გარკვეულ გეგმებზე და შევთანხმდით, რომ უნდა გაიზარდოს ხალხთაშორისი ურთიერთობა, რისთვისაც გაცვლითი პროგრამების განხორციელება კარგი საშუალება იქნება".

გოჩა სვანიძე: "ჩვენი ნაკრები უკვე იაპონიაშია და ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობს. გუნდს ტოკოშიმოს პრეფექტურის ხელმძღვანელობის სახით, ძალიან კარგი მასპინძლები ჰყავს, რისთვისაც იაპონიაში ჩასვლისას მათ პირადად გადავუხდი მადლობას.

დღეს იყო ჩვენი მორიგი მეგობრული შეხვედრა იაპონიის ელჩთან და მასაც მადლობა გადავუხადეთ იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩვენ მიმართ გამოიჩინეს. ასევე, ვისაუბრეთ ბავშვთა რაგბის გაცვლით პროგრამებზე.

რაგბი არის ურთიერთობების ფორმა და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებით. ორი უძველესი და დიდი კულტურის მქონე ხალხისთვის ბავშვების დაახლოება საინტერესო იქნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]