ლიგა 1. XXXVII ტურის წინ: "ლილს" სულ რაღაც ქულა სჭირდება, რათა ნახევარსაუკუნოვანზე ძველი ოცნება რეალობად აქციოს
“პარი სენ-ჟერმენი” და “ლილი” დედაქალაქში ერთ კვირაში მეორედ შეხვდებიან. სტუმარს სულ რაღაც ქულა სჭირდება, რათა ნახევარსაუკუნოვანზე ძველი ოცნება რეალობად აქციოს. პირველი დაპირისპირება “სტად დე ფრანსზე” შედგა და მისი შედეგი თქვენთვის ცნობილია: “ლილმა” 1:0 მოიგო. მეორე “წარმოდგენა” “პარკ დე პრენსზე” იქნება და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა შინ უძლეველი პსჟ სტუმართა გაწბილებას.

“ძაღლებმა” “ოქროს დუბლამდე” დიდი ნაბიჯი ოთხშაბათსაც გადადგეს, როცა შინ კერკეტი კაკალი “სოშო” 1:0 დაამარცხეს. “ყველაფერი უკვე კარგად გამოიყურება. მართალია, ჯერ მათემატიკურად “მარსელის” ჩემპიონობის შანსი კიდევ არსებობს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და პრინციპში სხვები როგორ ითამაშებენ ეს არც გვაინტერესებს. იმედი მაქვს, რომ უკვე შაბათს შეგვეძლება შამპანურების გახსნა,” - განაცხადა რუდი გარსიამ.

არადა, თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “პარკ დე პრენსი” საკმაოდ მოუხელთებელი არენაა “ძაღლებისთვის”. 32 სტუმრობიდან სამი ქულით ხელდამშვენებულნი ისინი სულ ხუთჯერ დაბრუნდნენ და ბოლოს ასეთი ბედნიერება 1996 წელს ხვდათ წილად. ეს ყველაფერი მით უფრო დასაფასებელია, რომ “ლილს” უკვე რა ხანია, ცუდ ფორმაში ჰყავს საუკეთესო ბომბარდირი მუსა სოვი. სენეგალელმა იმდენი მოახერხა, რომ მას “ლორიანის” მეგოლე კევინ გამეირო დაეწია, არადა, რამდენიმე ტურის წინ ფრანგი კონკურენტს 5 ბურთით ჩამორჩებოდა. გასაგებია, რომ აფრიკელს ტრავმა ჰქონდა და დრო გაუცდა, თუმცა ის თავის გამოჩენას გამოჯანმრთელების შემდეგაც ვერ ახერხებს. საუკეთესო თავდამსხმელის პასიურობა სტუმართა გუნდს არ ეტყობა, ამას ისიც მოწმობს, რომ აგერ ზედიზედ 4 თამაში მოიგო. “ლილი” ლიგა 1-ში ყველაზე ძლიერია გასვლაზე აღებული ქულებით, პსჟ კი ერთ-ერთი საუკეთეოსოა შინ დაგროვილით.

მომავალი ჩემპიონების მიზნები გასაგებია. რაც შეეხება მასპინძელთა კოლექტივს: ანტუან კომბუარეს გუნდს უფლება არ აქვს, ეს დაპირისპირება არ მოიგოს... დავალება არცთუ იოლია, მაგრამ სასწორზე ჩემპიონთა ლიგაში გასვლის უფლება დევს. მათ ეს შანსი ერთხელ უკვე გაუშვეს ხელიდან, როცა გაჭირვებულ “ბორდოსთან” დამარცხდნენ. სწორედ ამას ჩიოდა კომბუარე, როცა აღნიშნა, “ბორდოს” რომ საკუთარი ძალების რწმენა აღედგინა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო. “რა თქმა უნდა გაბრაზებული ვართ, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. გასათვალისწინებელი იყო დაღლილობა, მაგრამ... ახლა მეორე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ,” - თქვა მან.

პსჟ-ს კაპიტანი და ლიდერი კლოდ მაკელელე არ ეყოლება. ვეტერანი ფრანგი გუნდს დარჩენილ მატჩებში დააკლდება. სავარაუდოა, რომ ის ფეხბურთიდან წასვლის განცხადებას სეზონის დასრულებისთანავე გააკეთებს.

“ლიონი” სეზონის ბოლოს საშინელ თამაშს აჩვენებს - ჯერ “ოსერთან” განადგურდა, შემდეგ მაჩანჩალა “ბრესტთან” დასჯერდა ფრეს. ამის გამო ისევე როგორც “მარსელმა” გაუშვა ხელიდან ჩემპიონობის შანსი, “ლიონმა” მე-2 ადგილის დაკავებისა და ლიგაში პირდაპირ მოხვედრის პატივი დათმო. თუმცა კლოდ პიუელის გუნდი მაინც უფრო ახლოს დგას ჩემპიონთა ლიგასთან, ვიდრე მისი უშუალო კონკურენტი პსჟ. ორქულიანი უპირატესობის გარდა მას ბურთების სხვაობაც უკეთესი აქვს. “ლიონი” ლიგის ზედიზდ 12 გათამაშების მონაწილეა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ამ ტურნირის ისტორიაში.

“პსჟ-ს “ბორდოში” დამარცხება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - თქვა საფრანგეთის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ჟერემი ტულალანმა. - ჩვენ შარშანაც ანალოგიურ დაძაბულ ვითარებაში დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგის საგზური. კარგია, რომ უკვე ამ ტურში შეგვიძლია სანუკვარი მიზნის მიღწევა და საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლის გარანტიის მიღება”.

პიუელის გუნდს თავდაჯერებას ის მატებს, რომ ძირითადში ბრუნდება საუკეთესო ბომბარდირი ლისანდრო ლოპესი. გახსოვთ, იყო ლაპარაკი, რომ არგენტინელისთვის სეზონი დასრულებული იყო, მაგრამ მოულოდნელად ის უკვე მწყობრშია. თუმცა ჯერ კიდევ ლაზარეთში არიან ბაფეტიმბი გომისი და იოან გურკუფი. არ იქნება ასევე სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებული ხორვატი დეიან ლოვრენი.

დღეს:

ოსერი-ბრესტი 23:00

ლანსი-არლი 23:00

ლიონი-კაენი 23:00

მარსელი-ვალანსიენი 23:00

მონპელიე-მონაკო 23:00

ნიცა-ლორიანი 23:00

პსჟ-ლილი 23:00

რენი-ნანსი 23:00

სოშო-სტ. ეტიენი 23:00

ტულუზი-ბორდო 23:00

თ მ ფ ბ ქ

1. ლილი 36 20 12 4 63:32 72

2. მარსელი 36 18 12 6 58:35 66

3. ლიონი 36 16 12 8 59:40 60

4. პსჟG 36 15 13 8 53:38 58

5. რენი 36 15 11 10 36:30 56

6. სოშო 36 15 7 14 55:41 52

7. ლორიანი 36 12 13 11 45:44 49

8. ბორდო 36 11 15 10 41:40 48

9. სტ ეტიენი 36 12 12 12 44:44 48

10. მონპელიე 36 12 11 13 32:40 47

11.Aოსერი 36 9 19 8 43:39 46

12. ვალანსიენი 36 9 17 10 41:38 44

13. ტულუზი 36 12 8 16 34:36 44

14. კაენი 36 11 11 14 44:49 44

15. ბრესტი 36 10 13 13 35:41 43

16. ნიცა 36 10 13 13 30:46 43

17. ნანსი 36 11 9 16 37:48 42

18. მონაკო 36 8 17 11 35:38 41

19. ლანსი 36 7 14 15 35:53 35

20. არლი 36 2 11 23 19:67 17

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა