მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ბრიტანულ გამოცემა the sun-თან ინტერვიუში თავის ბავშვობაზე ისაუბრა და გაიხსენა "მაკდონალდსის" თანამშრომელი ქალი და გოგონები, რომლებიც კრიშტიანოსა და მის თანაგუნდელებს "მაკდონალდსის" ბურგერებს უფასოდ აძლევდნენ.

"როცა 11-12 წლის ვიყავი, ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა. მე "სპორტინგის" სხვა აღსაზრდელებთან ერთად ვცხოვრობდი და ოჯახს 3 თვეში ერთხელ ვნახულობდი. ეს ძალიან რთული იყო.

საღამოს, 22:30-ისა თუ 23:00-ის შემდეგ ძალიან გვშივდებოდა, ახლოში კი "მაკდონალდსის" რესტორანი იყო. ჩვენ ვაკაკუნებდით კარებზე და ვეუბნებოდით: "გამარჯობა. ჩვენთვის რაიმე ბურგერი ხომ არ გაქვთ?" იქ ყოველთვის იყო ქალი, სახელად ედნა და ორი გოგონა.

მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს. თუმცა ვეძებდი, პორტუგალიაში ვეკითხებოდი ხალხს, თუმცა ის "მაკდონალდსი" დაიხურა. ბედნიერი ვიქნები, თუ მათ ამ ინტერვიუს დახმარებით ვიპოვი. მინდა ტურინში ან ლისაბონში დავპატიჟო და მათთან ერთად ვისადილო. მსურს, ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ის სიკეთე, რაც ჩემთვის გააკეთეს", - განაცხადა 34 წლის კრიშტიანო რონალდომ.

მიხო
ძალიან მარტივია მათი ნახვა რომ მოენდომებინა, მაკდოანალდსის თანამშრომელი, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, მაკდონალდსის კადრების განყოფილებაში ნამდვილად იქნება ინფორმაცია მათ შესახებ და რონის გავლენის მქონე კაცს მისი მოპოვება გაუჭირდეს
ღვთისნიერი
ჟრუანტელმა დამიარა.მადლიერება ადამიანის უმაღლესი თვისებაა.ასევეა პატრიოტიზმი რომელიც კრიშტიანოს მომადლებული აქვს.
semi
ყველა ქვეყანაშია კეთილი და გულისხმიერი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ედნას ნაირი კეთილი ადამიანები და ათმაგათ გადუხადოს ღმერთმა უანგარო სიკეთე. ვინ იცის იქნებ მან მოახდინა გავლენა კრისტიანოზე და ეხლა ათასობით ბავშვს სიკეთით უხდის.
ზაზა
ბრავო, მის ადამიანობაზე მეტყველებს, ძალიან ბევრს ეშლება ეს ყველაფერი,!!!.
Jordan Beli
მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო ფეხბურთი ღარიბების სპორტია.ყველა ვარსკვლავი ვინც კი სპორტს ჰყოლია,ყველა ღარიბი ოჯახიდან იყო.ასე იყო და ასე იქნება.პირადად ლევან თედიაშვილის და ერთი ორი სხვა მსოფლიო ჩემპიონის ამბავი ვიცი ზუსტად და სანამ ჩვენთანაც არ ექნებათ საშუალება ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან ფეხბურთზე ვარჯიშის საშუალება,ვერ ვნახავთ ახალ მესხებს,ყიფიანებს,ჩივაძეებს ა.შ. კრისტიანო თურმე ძალიან ბევრ ავადმყოფ ბავშვს ეხმარება.თუ ეს ხალხი იპოვა ამათაც გადაუხდის სამაგაიეროს.ამ ადამიანმა იცის ყველაფრის ფასი-დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანია.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ