ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი შეკრებაზე პირველად მიიწვია

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხორვატიასთან მატჩამდელ შეკრებაზე პირველად მიიწვია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გია გრიგალავა.

"ვოლგას" ოფისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან გიას სახელზე ოფიციალური მიწვევა რომ მიიღეს, თბილისში ასეთი პასუხი დააბრუნეს - გრიგალავას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშებიო, ანუ რატომ უნდა ჩამოვიდესო?

დიდი ხანია, 21 წლის მცველით ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის მიუხედავად, თავად გიას სურდა საქართველოსთვის თამაში. მამამისი, ალეკო გრიგალავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას იანვარში შეხვდა და შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაში დახმარება სთხოვა.

ფეხბურთის ფედერაციიდან ფეხბურთელს აპრილში დაუკავშირდნენ და საქართველოს პასპორტის დასაბრუნებლად საჭირო დოკუმენტები მოსთხოვეს. წესით, ეს საბუთები "ვოლგაში" კლუბის თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თავი არ შეიწუხეს და თავად გიას მოუხდა სირბილი. თუმცა, ყველა საჭირო საბუთი დროულად ვერ შეაგროვა და მათი ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნა დაუგვიანდა.

ამასობაში, ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ხორვატიის ვიზები უკვე გააკეთეს, გრიგალავა საქართველოს პასპორტს დღე-დღეზე აიღებს.

ჯერაც უცნობია, იურიდიული საკითხები როდის მოგვარდება და შემდეგ მისთვის ხორვატიის ვიზის გაკეთება მოესწრება თუ არა. თუმცა, გრიგალავა ნაკრების შეკრებაზე მაინც გამოცხადდება.

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს